საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ბატონიშვილ დავითს დაბადების დღე მიულოცა თამარ ბაგრატიონ–მუხრანელმა
georoyal.ge


თქვენო სამეფო უმაღლესობავ, ბატონიშვილო დავით!

მიიღეთ ჩემი გულითადი მილოცვა თქვენი დაბადებიდან 39-ე საიუბილეო წლისთავთან დაკავშირებით. ყოვლადსახიერმა ღმერთმა დალოცოს, შეიტკბოს და განამრავლოს თქვენი ცხოვრების დღენი და მოგანიჭოთ მშვიდობა და ჯანის სიმრთელე თქვენს სამეფო ოჯახთან ერთად. 
გისურვებთ მრავალი წელი კაშკაშებდეს თქვენი ღვთივდაცული სიცოცხლის მზე, რათა ღვთის სადიდებლად და ჩვენი ქვეყნის წინაშე პირნათლად აღასრულებდეთ იმ განუზომელ მისიას, რასაც ჩვენი უძველესი სამეფო გვარის - ბაგრატიონთა გენი გვავალდებულებს.
უფალი იყოს თქვენი შემწე და მფარველი!

პატივისცემით,
თამარ ბაგრატიონი


მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq