2015 წლის 23 მაისს, კლუბის კრებაზე სამეფო კლუბის წესდებაში შეტანილ იქნა ცვლილებები და დამეტებები და მუხლი V ჩამოყალიბდა ასეთი რედაქციით:
V. სამეფო (მონარქისტული) კლუბის წევრი 1. სამეფო კლუბის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის სხვა ქვეყნის მოქალაქეც, ვისაც სურთ საქართველოს ერთიანი სამეფოს აღდგენა, რომელიც აღიარებს სახალხო კონსტიტუციური მონარქიის პრინციპებს, კლუბის წესდებას და რომლისთვისაც მისაღებია კლუბის საქმიანობის მიზნები. 2. სამეფო კლუბს ჰყავს ნამდვილი წევრები (შემდგომ ტექსტში – წევრი) და საპატიო წევრები. ნამდვილ და საპატიო წევრებს აქვთ ყველა უფლება სამეფო კლუბში, რაც გათვალისწინებულია წესდებით. 3. სამეფო კლუბის საპატიო წევრი შეიძლება გახდეს ფიზიკური პირი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის მონარქისტული იდეის გავრცელებისა და ეროვნული თვითშეგნების ამაღლების საქმეში, ან უცხოელი საპატიო ადამიანი, მათ შორის დაძმობილებული ორგანიზაციის წარდგენით. უცხოელ საპატიო წევრს ეწოდება „უცხოელი საპატიო წევრი“. სამეფო კლუბის საპატიო წევრად არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კლუბის კრება. 4. სამეფო კლუბის დამფუძნებელ წევრებს და შემდგომ გაწევრიანებული პირებს აქვთ თანაბარი უფლება-მოვალეობები. 5. სამეფო კლუბის წევრად გახდომისათვის წევრობის მსურველმა წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს კლუბის სპიკერს. 6. სამეფო კლუბის წევრად მიღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სპიკერი. 7. სურვილის გამოთქმიდან ერთი წლის მანძილზე სამეფო კლუბის წევრი ითვლება ასოცირებულ წევრად, ერთი წლის შემდგომ კი იღებს ნამდვილი წევრის სტატუსს. სპიკერის გადაწყვეტილებით შესაძლებელია უფრო ადრეც მოხდეს ნამდვილი წევრის სტატისის მინიჭება. 8. კლუბის წევრს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს კლუბის კრების მუშაობაში გადამწყვეტი ხმის უფლებით; 9. აირჩიოს და არჩეულ იქნეს სამეფო კლუბის ხელმძღვანელ ორგანოებში და თანამდებობებზე წინამდებარე წესდებით განსაზღვრული წესით; 10. სამეფო კლუბის ხელმძღვანელ ორგანოებში და კლუბის თანამდებობის პირების წინაშე დააყენოს განსახილველად კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები; 18. სამეფო კლუბის წევრობის მითითება საჯარო გამოსვლისას შეუძლია ყველა წევრს, თუ ეს ეხება მონარქიის აღდგენის საკითხებს და დაცულია სამეფო კლუბის პრინციპები, სხვა შემთხვევაში სპიკერთან შეთანხმებით. სამეფო კლუბის წევრებისთვის საჯარო გამოსვლისას მიუღებელია პოლიტიკური აგრესიის გამომჟღავნება. 19. სამეფო კლუბის წევრთაგან კლუბის წევრები ირჩევენ უფროსი თაობის ღვაწლმოსილ წევრებს, რომელთაც თავისი სამეცნიერო, იდეოლოგიური ან ხელოვნების დარგში მოღვაწეობით დიდი დამსახურება მიუძღვით ქვეყნის წინაშე. 20. სამეფო კლუბის წევრთაგან კლუბის წევრები ირჩევენ დამსახურებულ წევრებს, რომელთაც დიდი დამსახურება მიუძღვით სამეფო კლუბის საქმიანობაში. 21. სამეფო კლუბის უცხოელ წევრს ეწოდება „სამეფო კლუბის უცხოელი წევრი“. უცხოელ წევრი შეიძლება სამეფო კლუბმა გამოაცხადოს „სამეფო კლუბის დამსახურებულ უცხოელ წევრადაც“. |