საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

პრინც ჰარის საბრძოლო მამაცობა
georoyal.ge

ბრიტანელმა პრინცმა ჰარიმ, რომელიც ავღანეთში სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში იმყოფება და დანიშნულია მეორე პილოტად ვერტმფრენ „Apache“-ის ეკიპაჟში, უკანასკნელი ოთხი კვირის განმავლობაში არაერთხელ მიიღო მოინაწილეობა საბრძოლო გაფრენებში.

ერთ-ერთი ასეთი გაფრენის დროს იგი იძულებული გახდა  ჰაერიდან დაეცვა სხვა ვერტმფრენი, რომელიც დაეშვა მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცის გამოსაყვანად. „პრინცი არ შეუშინდა ხიფათს და  სიცოცხლის რისკის ფასად შეასრულა საბრძოლო დავალება - წერს „The Sun“ – „მას ჭეშმარიტად უყვარს  ჯარი და საკუთარი ქვეყანა“.

„ კიდევ თუ მოუბრუნდება ვინმეს ენა და იტყვის, რომ ჰარი ავღანეთში პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჰყავთ“ - წერს  გაზეთი - „ასეთ შემთხვევაში ის ხომ ვერ მოიპოვებდა იმ პატივისცემას, რომლითაც სარგებლობს მეგობრებში...ეს თამაში არ არის - პრინცი სინამდვილეში იბრძვის ამ საშინელი ომის მოწინავე ხაზზე!“

აქ გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თალიბები საგანგებოდ არიან  დამუქრებულნი: „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ პრინც ჰარის მოსაკლავად. ჩვენ არ ვაპირებთ მის მოტაცებას, ის ჩვენი სამიზნეა და ჩვენ მას მოვკლავთ!“

 

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე ფოკა, სინოპელი ეპისკოპოსი (+117)
მღვდელმოწამე ფოკა, სინოპელი ეპისკოპოსი იხსენიება წელიწადში ორჯერ: 22 სექტემბერს და 22 ივლისს - სინოპიდან კონსტანტინოპოლში მისი ნაწილების გადასვენების დღეს.
იონა წინასწარმეტყველი
იონა წინასწარმეტყველის სამი დღის მერე ვეშაპის მუცლიდან გამოსვლის მსგავსი სიუჟეტი გვაქვს ამირანის მითში. წმინდა წინასწარმეტყველი იონა იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი! მისი ლოცვით ღმერთმა გაგვათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიების დამპყრობლებისაგან! იონა წინასწარმეტყველის ჩაყლაპვას ვეშაპის მიერ და მის ამოტყორცნას ნაპირზე მოგვითხრობს ძველი აღთქმა.
gaq