საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

კეთილმსახური მთავარი ვაცლავ ჩეხი (+935)
georoyal.ge

   

      11 ოქტომბერს არის ჩეხეთის  მთავრის - წმიდა ვაცლავის ხსენების დღე.

     კეთილმსახური მთავარი ვაცლავ ჩეხი თვრამეტი წლისა იყო, როცა ქვეყნის განმგებლობა დაეკისრა. მიუხედავად სიჭაბუკისა, იგი ბრძნულად და სამართლიანად აღასრულებდა მძიმე მოვალეობას და გულმოდგინედ იღვწოდა ხალხის ქრისტიანული განათლებისათვის. ნეტარი ვაცლავი ღრმა განსწავლულობით გამოირჩეოდა, ფლობდა ლათინურ და ბერძნულ ენებს. იგი აშენებდა და ამკობდა ეკლესიებს, მოწიწებით ეპყრობოდა სასულიერო პირებს. მოღალატე დიდებულებმა, სხვა ვარაუდით კი - გერმანულ-კათოლიკურმა პარტიამ წმიდა მთავრის წინააღმდეგ მისი ძმა, ბოლესლავი აღძრა. ბოლესლავმა ტაძრის კურთხევაზე მიიწვია ვაცლავი, მეორე დღეს კი, საცისკრო ლოცვაზე დასასწრებად მიმავალი, ეკლესიის ზღურბლზე მოღალატურად მოაკვლევინა. წმიდანის უხრწნელი ნაწილები პრაღაში, მის მიერვე აგებულ წმიდა ვიტეს ტაძარში განისვენებს.

      წმიდა ვაცლავი თავისი ხალხის დიდი სიყვარულით სარგებლობდა და სიკვდილის შემდეგ  წმიდანად შერაცხული, ჩეხეთის მფარველად ითვლება. პრაღის წმიდა ვიტეს ტაძარი მუდამ სავსეა მომლოცველებით. თვით მისი მუზარადი, სატევარი და ჯავშანი სიწმინდეებად არის აღიარებული. ვაცლავის სახელს ატარებს მოედანი პრაღაში, სადაც 1912 წელს დაიდგა მთავრის ქანდაკება.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ ასური, ნინევიის ეპისკოპოსი (VII)
28 (10.02) იანვარი
აღმოყვანება ნაწილთა წმიდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა
პირისა შენისა მადლი, ვითარცა ოქრო გამობრწყინდა, და სოფელი განანათლა უპოვარებისა საუნჯენი სოფელსა შინა განამრავლნა, და სიმაღლე სიმდაბლისა გვიჩუენა ჩუენ: არამედ ვითარცა იგი სიტყვითა შენითა განმჰსწავლენ ჩუენ, ეგრეთვე სიტყვასა ქრისტე ღმერთსა ევედრე მამაო ოქრო-პირო შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
gaq