| მედალიონზე კვართი შესრულებულია ვერცხლში და მასზე არის დატანილი ღვთისმშობლის ტროპარი |
ბევრმა თქვენგანმა ალბათ იცის, რომ სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გახსნილია უფლისწული გიორგი ბაგრატიონ ბაგრატიონის მეგობართა კლუბი. ეს საქართველოს სამეფო კლუბის „შვილობილი“ გვერდია. მეგობართა კლუბი ერთი წლის წინ გაიხსნა. და პირველი ხმამაღალი განაცხადი უფლისწული გიორგის დაბადების დღეს გააკეთეს. კლუბის დამფუძნებლები ზუგდიდელები არიან და შარშან, 27 სექტემბერს, ზუგდიდისა და ცაიშის მიტრიპოლიტის, მეუფე გერასიმეს ლოცვა კურთხევით დადიანის სასახლის ბაღში პატარა გიორგის დაბადების დღე აღნიშნეს (ამის შესახებ საიტმა georoyal.ge შარშან მოგაწოდათ ინფორმაცია). კლუბმა წელსაც განსაკუთრებული საჩუქარი მოუმზადა უფლისწულს. ესაა საგანგებოდ გიორგისთვის დამზდებული მედალიონი „ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელი“ რომელიც მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა კურთხევით, ზუგდიდის მაცხოვრის კარის ეკლესიის სახელოსნოში დამზადდა უშუალოდ ტაძრის წინამძღვარის დეკანოზ გიორგი ჯგუშიას თაოსნობით და უფლისწული გიორგის მეგობართა კლუბის მხარდაჭერით. როგორც ცნობილია, ზუგდიდში დაცულია ყოვლადწმინდა დედის პატიოსანი სამოსელი და ყოველწლიურად, 15 ივლისს ვლაქერნობის დღესასაწაულზე კვართთან მიახლება ყველა მორწმუნეს შეუძლია. კლუბის წევრები ამბობენ, რომ შემთხვევითი არ არის ღვთისმშობლის კვართის საბრძანებელში უფლისწულის დაბადების დღის აღნიშვნა, რა
| უფლისწული | დგან ის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის უფლისწულია და ყოვლადწმინდა დედის ნათესავების შთამომავალი. დედა ღვთისამ თითქოს გულში ჩაიკრა ჩვენი პატარა უფლისწული. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ წლევანდელი საჩუქარი სწორედ ასეთი ყოფილიყო.. „ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ფარავდეს საქართველოს უფლისწულს“ ასეთია წარწერა მედალიონზე, კვართი შესრულებულია ვერცხლში და მასზე არის დატანილი ღვთისმშობლის ტროპარი „მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა,ამინ“ ღმერთმა დალოცოს საქართველოს უფლისწული და ზეციური დედოფლის შეწევნით გაამთლიანოს სრულიად საქართველო. |