საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

დიდ ბრიტანეთში გამოქვეყნდება დედა-დედოფლის დღიურები
georoyal.ge

დიდ ბრიტანეთში მალე გამოვა გაყიდვაში დიდი ბრიტანეთის დედოფლის - ელისაბედ მეორის დედის ბიოგრაფიული ხასიათის წიგნი „იფიქრე კარგზე: დედა-დედოფლის, დედოფალ ელისაბედის რჩეული წერილები“. მასში აღწერილია მისი უდიდებულესობის მთელი ცხოვრება: დაწყებული ბავშვობიდან და შოტლანდიურ ციხე-სიმაგრეში ცხოვრებიდან და დამთავრებული მსოფლიო ომებითა და გარდაცვალებით 102 წლის ასაკში.

ცხოვრების აღწერილობის მიღმა წიგნი მოიცავს დედოფლის პირად წერილებსა და დღიურებს, კერძოდ, მის მღელვარებას იორკის ჰერცოგთან მომავალი ქორწინების წინ, იმ გრძნობებს, რომლებითაც ის იყო შეპყრობილი, როდესაც თანხმდებოდა ამ წინადადებას, მისი სიყვარულის  გამოხატულებებს  ქალიშვილების - ელისაბედისა და მარგარეტის მიმართ.  

წიგნს, რომელიც გაყიდვაში გამოვა 11 ოქტომბერს,  ამზადებს გამომცემლობა „Macmillan“-ი. მისი ღირებულება იქნება 25 ფუნტი სტერლინგი, რაც დაახლოებით 40 დოლარს უდრის. წიგნის ავტორის, მწერალ უილიამ შოუკროსის სიტყვით, ნაწარმოებში მან გამოიყენა არა მარტო დედა-დედოფლის დღიურები, არამედ ვინძორის ციხე-სიმაგრის  სხვა საიდუმლო მასალებიც.

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე ფოკა, სინოპელი ეპისკოპოსი (+117)
მღვდელმოწამე ფოკა, სინოპელი ეპისკოპოსი იხსენიება წელიწადში ორჯერ: 22 სექტემბერს და 22 ივლისს - სინოპიდან კონსტანტინოპოლში მისი ნაწილების გადასვენების დღეს.
იონა წინასწარმეტყველი
იონა წინასწარმეტყველის სამი დღის მერე ვეშაპის მუცლიდან გამოსვლის მსგავსი სიუჟეტი გვაქვს ამირანის მითში. წმინდა წინასწარმეტყველი იონა იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი! მისი ლოცვით ღმერთმა გაგვათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიების დამპყრობლებისაგან! იონა წინასწარმეტყველის ჩაყლაპვას ვეშაპის მიერ და მის ამოტყორცნას ნაპირზე მოგვითხრობს ძველი აღთქმა.
gaq