 | 1. ხუან კარლოსისა და სოფიას ქორწინება | სპორტული შეჯიბრებების დროს ხშირად ნახავთ ტრიბუნებზე სხვადასხვა სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს, რომლებიც გულშემატკივრობენ თავიანთი ქვეყნის სპორტსმენებს. მაყურებელი განსაკუთრებით ხშირად ხედავს ამგვარ შეჯიბრებებზე ესპანეთის სამეფო ოჯახის წევრებს. ესპანეთის ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა ფილიპემ (სურათი 2), პირველმა მიულოცა გამარჯვება თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს, რომელსაც ის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე ქომაგობდა.
გამარჯვების შემდეგ ესპანელი ფეხბურთელების მეფესთან ვიზიტის დროს პრინცის პატარა ქალიშვილებს ესპანეთის ეროვნული ნაკრების მაისურები ეცვათ. მეფე ხუან კარლოს პირველსაც ძალიან უყვარს სპორტი (ის წარმომადგენელია ესპანელი ბურბონების დინასტიისა. დაიბადა 1938 წლის 5 იანვარს. გამეფდა 1975 წლის 22 ნოემბერს გენერალ ფრანკოს გარდაცვალების შემდეგ). ახალგაზრდობაში თავადაც მონაწილეობდა სპორტულ თამაშებში. აწ განსვენებული გიორგი ბაგრატიონ-მუხრანბატონი თავის ბოლო ინტერვიუში აღნიშნავდა, ხუან კარლოსს ძალიან უყვარს ყველაფერი რაც დაკავშირებულია ძრავასთანო. ის გულისხმობდა სხვადასხვა კლასის სამანქანო შეჯიბრებებსა და სპორტულ მანქანებს. აღსანიშნავია, რომ გიორგი ბაგრატიონ-მუხრანბატონი გამოჩენილი ავტომრბოლელი იყო, ევროპის ჩემპიონი, ესპანეთის მრავალგზის ჩემპიონი და ვერცხლის მედლის მფლობელ
 | 2. პრინცი ფილიპე | ი სხვადასხვა კატეგორიების ავტორბოლაში (სურათი 3, შუაში, მანქანის წინ). 1972 წელს ოცდაცამეტი წლის ხუან კარლოსი (სურათი 1) მონაწილეობას იღებდა მიუნხენის საზაფხულო ოლიმპიურ თამაშებსა და საიალქნე სპორტში. მომავალმა მეფემ და მისმა ორმა მეგობარმა ესპანეთის ნაკრებიდან დაიკავეს მეთხუთმეტე ადგილი სამკაციანი ნავების შეჯიბრში. საინტერესოა, რომ ამ შეჯიბრში ხუან კარლოსის მეტოქე იყო ნორვეგიის მაშინდელი კრონპრინცი, ჰარალდი (სურათი 5), რომელიც ახლა ქვეყნის მეფეა (დაბადებულია 1937 წლის 21 აპრილს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჰარალდი ხუან კარლოსზე უფრო გვიან ავიდა ტახტზე 1991 წლის 17 იანვარს). ოლდენბურგთა ნორვეგიული დინასტიის დღევანდელი მეფე ჰარალდ V მაშინ 34 წლის იყო. ის ხუან კარლოს პირველზე ერთი წლით უფროსია.. აღნიშნულ ოლიმპიადაზე ნორვეგიელებმა ესპანელებზე უკეთეს შედეგს მიაღწიეს და დაიკავეს მეათე ადგილი. 1988 წელს სეულის საზაფხულო ოლიმპიადაზე საიალქნე სპორტში მონაწილეობდა ხუან კარლოს I-ის უმცროსი ქალიშვილი, ინფანტა ქრისტინა (დაბადებულია 1965 წლის 13 ივლისს-სურათი 4). ის მეოცე ადგილზე გავიდა ერთ-ერთ კლასში. სეულში ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე ესპანეთის ოლიმპიელებს მედროშედ ინფანტა მიუძღვებოდა. მეფე ხუან კარლოს I-ის მემკვიდრე, ასტურიის პრინცი ფილიპე, (დაბადებულია 1968
 | 3. გიორგი ბაგრატიონი | წლის 30 იანვარს). 1992 წელს მონაწილეობდა ბარსელონას საზაფხულო ოლიმპიადაზე. მან „სოლინგის“ კლასის შეჯიბრში დაიკავა მე-6 ადგილი. ხუან კარლოსის სიძე, ინფანტა ქრისტინას ქმარი, ინაკი ურდანგარინი (სურათი 4), პროფესიონალი ხელბუთელია (წარმოშობით ბასკია, დაბადებულია 1968 წლის 15 იანვარს). მან ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ბრინჯაოს ორი მედალი: 1996 წელს ატლანტაში (აშშ), და 2000 წელს სიდნეიში (ავსტრალია). სიდნეის ოლიმპიურ თამაშებზე იგი ესპანეთის ნაკრების კაპიტანი იყო. გარდა ოლიმპიური თამაშებისა, მან არაერთ წარმატებას მიაღწია ესპანეთის ნაკრებში, სადაც 175 თამაში აქვს ჩატარებული. ინაკიმ მრავალი გამარჯვება მოიპოვა სხვადასხვა საკლუბო შეჯიბრებებშიც. ხუან კარლოსის ცოლის ძმა, საბერძნეთის ყოფილი მეფე კონსტანტინე II (სურათი 6) კი 1960 წელს ოლიმპიური ჩემპიონი გახდა რომში, საიალქნე სპორტის - „დრაკონის“ კლასში. (კონსტანტინე გლიუკსბურგი დაბადებულია 1940 წლის 2 ივნისს). იმ ოლიმპიადაზე კონსტანტინე II-ის და, ესპანეთის დღევანდელი დედოფალი სოფია (სურათი 3), ხუან კარლოსის მეუღლე, ეკიპაჟის სათადარიგო სპორტსმენი იყო. ესპანეთის დედოფალი და მისი ძმა, საბერძნეთის ყოფილი მეფე, კონსტანტინე II არიან გლიუკსბურგების დინასტიის წარმომადგენლები. ეს დინასტია საბერძნეთის ტახტზე ავიდა XIX საუკუნეში, ქვეყნის თურქეთის უღლისგან გათავისუფლების შემდეგ. კო
 | 4. ინფანტა ქრისტინა და მისი ქმარი, ინაკი ურდანგარინი | ნსტანტინე II საბერძნეთში მეფობდა 1964-1973 წლებში. გლიუკსბურგების დინასტია ახლა დანიაში მეფობს. გლიუკსბურგების ერთ-ერთი შტოა ბერძენთა ახლანდელი სამეფო დინასტია (ამ ამბებს სხვა დროს მოგითხრობთ) კონსტანტინე მეორე ითვლება უკანასკნელ მართლმადიდებელ მონარქად მსოფლიოში... ღმერთმა ქნას, ის არ იყოს უკანასკნელი... |