საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ბელგიელმა პროფესორმა შეისწავლა ევროპული მონარქიების საბიუჯეტო ხარჯები
„ევროპულ მონარქიათა საბიუჯეტო ღირებულებანი“
 ბელგიის სახელმწიფო მმართველობისა და ფინანსების პროფესორმა ჰერმან მატისმა საზოგადოებას წარუდგინა მოხსენება თემაზე: „ევროპულ მონარქიათა საბიუჯეტო ღირებულებანი“. გასული წლის მონაცემების მიხედვით მან გააანალიზა 8 მონარქიული ქვეყნის - ლუქსემბურგის, ნორვეგიის, დანიის, ნიდერლანდების, ბელგიის, შვედეთის, დიდი ბრიტანეთის და ესპანეთის მდგომარეობა.
თუ მონარქიებს დოტაციის მიხედვით შევადარებთ ერთმანეთს, გამოდის, რომ სხვაზე მეტს საკუთარ პორფიროსნებზე ხარჯავენ ბრიტანეთში - 45,6 მილიონ ევროს წელიწადში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 60 მილიონი  მოსახლეობის ქვეყანაში  ყოველი ბრიტანელი დიდი ბრიტანეთის მთავარი სიმბოლოსათვის 1 ევროზე ნაკლებს ხარჯავს წელიწადში.
ნიდერლანდებში ეს  დანახარჯები შეადგენს 39,1 მილიონ ევროს წელიწადში, ნორვეგიაში - 25,1მილიონ ევროს; ბოლო ადგილზეა ესპანეთის სამეფო ოჯახი - სულ 8,4 მილიონი ევრო.
შედარებისათვის შეიძლება ითქვას, რომ საფრანგეთის ხელისუფალნი დოტაციის სახით ბიუჯეტიდან იღებენ 112 მილიონ ევროს, ხოლო გერმანიისა - 28 ,7 მილიონ ევროს.
რაც შეეხება შემოსავლებს - ყველაზე მაღალი წლიური შემოსავალი აღმოაჩნდა ნორვეგიის მეფეს - ჰარალდ V-ეს. ყველა გადასახადის გამოკლებით მის წილად მოდის 1,2 მილიონი ევრო. სამეულში შედიან ნიდერლანდების დედოფალი ბეატრიქსი - 829 ათასი ევრო და ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი ანრი - 645 ათასი ევრო. ესპანეთის მეფე ხუან კარლოსი ამ სიაშიც ბოლო ადგილზეა  - 175 622 ევრო.
შედარებისათვის - გერმანიის პრეზიდენტი იღებს 277 ათას ევროს, ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტი - 273 ათას ევროს.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე ემილიანე (+363)
წმიდა მოწამე ემილიანე, ვისი ხსენებაც არის 31 ივლისს, იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება - ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი. მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმიდა ემილიანე ცხოვრობდა, მეფის წარჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად. წმიდა ემილიანე წარმართთა შესაკრებელში შევიდა, დაამსხვრია ცრუღმერთების ქანდაკები, დაამხო სამსხვერპლოები და მიიმალა.
წმიდა სტეფანე საბაწმინდელი (+794)
13 (26) ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა სტეფანე საბაწმინდელის (+794) ხსენების დღეს.
gaq