ივნისის თვეში დიდ ბრიტანეთში აღინიშნა
მისი უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ მეორის გამეფების მე-60 წელი. დედოფალი ელისაბედი გაერთიანებული სამეფოს მეორე მონარქია, რომელმაც
აღნიშნა ბრილიანტის იუბილე. ბრიტანეთის მონარქიის ისტორიაში ეს თარიღი აღნიშნა მხოლოდ
დედოფალმა ვიქტორია ჰენოვერმა - 1897 წელს.
დღეს მომქმედ მონარქთა შორის მეფობის
სტაჟით დედოფალი ელისაბედ მეორე ჩამორჩება მხოლოდ ტაილანდის მეფეს რამა IX-ს, რომელმაც
ბრილიანტის იუბილე აღნიშნა 2006 წელს.
საიუბილეო კალენდრის მოვლენათა შორის
უმნიშვნელოვანესი იყო მისი უდიდებულესობის სტუმრობა ბრიტანეთის პარლამენტში, სადაც
იგი საიუბილეო სიტყვით გამოვიდა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატის
გაერთიანებულ სხდომაზე. აპრილის ბოლოს, დედოფალი მასპინძლობდა სრულიად მსოფლიო მონარქიულ
სამეფოს. დედოფალმა ქვეყნის საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით,
უინძორის ციხე-სიმაგრეში ლანჩზე მიიწვია მსოფლიოს გვირგვინოსან სახელმწიფოთა პირველი
პირები.
3 ივნისს მდინარე ტემზაზე გემების
გრანდიოზული პარადი მოეწყო. ათასი გემისგან შემდგარ ფლოტილიას 12 კმ. სიგრძის მარშრუტის
გავლა ბეთერსის ხიდიდან თაუერის ხიდამდე თითქმის ექვსი საათი დასჭირდა. ცერემონიალს
აღნიშნულ მარშრუტზე 1,2 მლ-ნი კაცი ადევნებდა თვალყურს. 4 ივნისს, საღამოთი ბაკინგემის
სასახლის წინა მოედანზე გრანდიოზული კონცერტი მოეწყო, რომელსაც ერთ მილიონზე მეტი ადამიანი
ესწრებოდა, ვიკტორიას მონუმენტთან სპეციალურად მოწყობილ ტრიბუნებსა და მოლზე. 9 საათზე
კონცერტს შემოუერთდა თავად დედოფალი. კონცერტი, რომელიც გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა,
მონაწილეობდნენ მსოფლიო ესტრადის ისეთი სუპერვარსკვლავები, როგორებიც არიან: რობი უილიამსი,
ენი ლენოქსი, თომ ჯონსი, ელთონ ჯონსი, სთივ უანდერი, პოლ მაკარტნი. გუნდმა თანამეგობრობის
ქვეყნებიდან შეასრულა იუბილისადმი მიძღვნილი სიმღერა, რომლის ავტორებიც არიან ჰერი
ბაროუ და ლორდი ლოიდ უები. კონცერტის ბოლოს დედოფალმა სასახლის წინ აანთო საიუბილეო
ჩირაღდანი.
საიუბილეო კვირის კულმინაციას წარმოადგენდა
5 ივნისი. მარშრუტზე ბაკინგემის სასახლე - წმინდა პავლეს ტაძარი - უესთმინსთერის სასახლე
- ბაკინგემის სასახლე მონარქს და მის ოჯახის წევრებს მილიონზე მეტი ადამიანი მიესალმა.
სპეციალურ სამადლობელო წირვაზე, რომელზეც დედოფალი ბენთლით მივიდა, მონარქს 60-წლიანი
განსაკუთრებული სამსახურისათვის, ერის სახელით მადლობა გადაუხადა კენტერბერიის არქიეპისკოპოსმა
როუენ უილიამსმა.
„ბიგ ბენს“ დედოფალ ელისაბედის სახელი
მიეკუთვნება ლონდონის მთავარ სიმბოლოს, „ბიგ ბენს“ დედოფალ ელისაბედის სახელი მიეკუთვნება.
ეს არის „ბრილიანტის იუბილესადმი“ მიძღვნილი
საჩუქარი.
ამ იდეას მხარი დაუჭირა თემთა პალატის
წევრთა უმრავლესობამ. ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის, დევიდ კემერონის სიტყვებით, ახალი სახელწოდება ღირსეული ჯილდოა ხალხისათის გაწეული
დედოფლის ერთგული სამსახურისთვის. |