საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

დიდი ბრიტანეთის აუქციონზე გაიყიდა შემწვარი პურის ნაჭერი, რომელიც საქორწინო საუზმეზე მიართვეს პრინც ჩარლზს

ინგლისის დერბიშირის საგრაფოში, ანსონს-ის აუქციონზე ხუთშაბათს 230 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა შემწვარი პურის ნაჭერი, რომელიც საქორწინო საუზმეზე მიართვეს პრინც ჩარლზს.

ეს იყო პრინცესა დიანასთან ქორწილის დღეს - 30 წლის წინათ.

როგორც სააუქციონო სახლის პრეს-სამსახური იუწყება, პურის ნაჭერი ინახებოდა 1981 წლის 29 ივლისიდან ბუკინგემის სასახლის  იმ მოახლის ოჯახში, ვინც ქორწილის დღეს მიართვა საუზმე პრინცს.

პურის ნაჭერი სუვენირის სახით წამოიღო მოახლის 83 წლის დედამ როზმარი სმიტმა. იმ დღეს ის ქალიშვილს სტუმრობდა და დერეფანში იდგა, როდესაც მას ლანგარი გამოჰქონდა პრინცის საძინებლიდან.

თეფშზე მან დაინახა  შეუჭმელი გახუხული პური და წამოიღო ამ დღის მოსაგონებლად. პური დღემდე კარგად იყო შენახული, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ვერ მოასწრეს მასზე რაიმეს წასმა, ხოლო   მეორეს მხრივ -  შეწვის შემდეგ მას ტენის ნასახიც აღარ შერჩა.

სხვათა შორის, შემოსული თანხა იმაზე ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე აუქციონის მესვეურები ვარაუდობდნენ  (სულ მცირე 500 ფუნტს). თუმცა გაყიდვის შემდეგ დარბაზში მაინც  გაისმა მქუხარე აპლოდისმენტები.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე ემილიანე (+363)
წმიდა მოწამე ემილიანე, ვისი ხსენებაც არის 31 ივლისს, იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება - ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი. მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმიდა ემილიანე ცხოვრობდა, მეფის წარჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად. წმიდა ემილიანე წარმართთა შესაკრებელში შევიდა, დაამსხვრია ცრუღმერთების ქანდაკები, დაამხო სამსხვერპლოები და მიიმალა.
წმიდა სტეფანე საბაწმინდელი (+794)
13 (26) ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა სტეფანე საბაწმინდელის (+794) ხსენების დღეს.
gaq