საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

როგორ ჰპარავდნენ დაცვის წევრები თხილს დედოფალ ელისაბედ II-ს
georoyal.ge

მიმდინარე კვირაში გაიმართა გაზეთ ”News of the World”-ის რეპორტიორთა - კლაივ გუდმანის და ენდი კოულსონის სასამართლო. ისინი ბრალდებულნი არიან სამეფო ოჯახისადმი უკანონო თვალთვალში. სხდომის მიმდინარეობისას მოსამართლემ პირად ცხოვრებაში ჩარევის მტკიცებულების სახით წაიკითხა წერილი, სადაც ერთი ჟურნალისტთაგანი ჰყვება სამეფო კარის მცველთა მიერ მონარქისტული მაგიდიდან სასუსნავების აწაპვნის ჩვეულების შესახებ.

ელისაბედ II  განრისხებულა იმ მიზეზით, რომ პოლიციელები ჰპარავდნენ მას სპეციალურად მისთვის ბუკინგემის სასახლის დერეფნებში ჩარიგებული პატარა ფინჯნებიდან მათ  შიგთავსს - თხილსა და სხვა სახის სასუსნავებს. ამ საქციელს იმდენად გამოუყვანია დედოფალი მწყობრიდან, რომ მან დაიწყო ფინჯნების მონიშვნა, რათა გამოევლინა, რამდენად დაიწია დაბლა სასუსნავების დონემ.

სამეფო სახლის ადმინისტრაციამ ოფიციალურად სთხოვა დაცვის თანამშრომლებს, არ ამოიღონ ფინჯნიდან სასუსნავები.

კარის ყველა პოლიციელს ურიგდება შინაგანაწესი,  სადაც მათ მიუთითებენ, არ ჩაჰყონ თავიანთი ჭუჭყიანი თითები ფინჯნებში.

მსჯავრის საჯაროდ გამოტანისას მოსამართლე იან ედმონდსმა, საყოველთაო სიცილ-ხარხარში აღნიშნა, რომ ”დაცვის მიმართ წარმოდგენილი ბრალდება არ დასტურდება”. რეპორტიორების სასამართლო კი გრძელდება.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ ასური, ნინევიის ეპისკოპოსი (VII)
28 (10.02) იანვარი
აღმოყვანება ნაწილთა წმიდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა
პირისა შენისა მადლი, ვითარცა ოქრო გამობრწყინდა, და სოფელი განანათლა უპოვარებისა საუნჯენი სოფელსა შინა განამრავლნა, და სიმაღლე სიმდაბლისა გვიჩუენა ჩუენ: არამედ ვითარცა იგი სიტყვითა შენითა განმჰსწავლენ ჩუენ, ეგრეთვე სიტყვასა ქრისტე ღმერთსა ევედრე მამაო ოქრო-პირო შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
gaq