საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

რუმინეთში მონარქიის მხარდასაჭერი დემონსტრაცია გაიმართა
ვასილ პაპავა
10 ნოემბერს, ბუქარესტში რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით გაიმართა პრო-მონარქისტული დემონსტრაცია. სააგენტო "Медиафакс"-ის ინფორმაციით, ათასზე მეტმა დემონსტრანტთა მოაწყო მსვლელობა დედაქალაქის ქუჩებში ლოზუნგით “მონარქია გადაარჩენს რუმინეთს!”, “მეფე, დაბრუნდი, ჩვენ უკმაყოფილო ვართ რესპუბლიკით, რომელსაც მართავენ კორუმპირებული პოლიტიკოსები!”. კვლევის თანახმად, კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას მხარს უჭერს რუმინელების თითქმის მეხუთედი (მოქალაქეების 3 მილიონზე მეტი). მათ შორის ყველაზე ნაკლები პოპულარობით სარგებლობს არსებული მმართველობის ნახევრად-საპრეზიდენტო ფორმა. 
აღსანიშნავია, რომ 2013 წ. ზაფხულში რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა პრეზიდენტი ტრაიან ბასესკუ, რომელმაც განაცხადა: “მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია კრძალავს მმართველობის ფორმის შეცვლას, არანაირი აზრი არ აქვს დავმალოთ ქვეყანაში მონარქისტების რაოდენობის ზრდის ტენდენცია. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ მრჩევლებთან თუ როგორ ავსახოთ ეს კანონმდებლობაში”. მისი თქმით, ერთ-ერთი ვარიანტი ამ საკითხის მოგვარებისა შეიძლება გახდეს “რეფერენდუმი მონარქიული რეჟიმის აღდგენაზე”. რუმინეთში მონარქიის აღდგენის მხარდაჭერია მმართველ პარტიასთან კოალიციაში შემავალი ნაციონალ-ლიბერალური პარტია, ასევე რიგი სხვა პოლიტიკური და საზოგადო ორგანიზაციები. 
P.S.რუმინეთი. 2012 წ. 30 იანვარს კომპანია IMAშ–ს მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგის მიხედვით – მეფე მიხაი I ამჟამად ყველაზე პოპულარული საზოგადო მოღვაწეა 36,6% რეიტინგით, შემდგომ 27,8% – დედოფალი ანა და 25,9%  პრინცესა მარგარეტi. ქვეყნის პრეზიდენტის ტრაიან ბასესკუს რეიტინგი შეადგენს მხოლოდ 8,6%, პრემიერ-მინისტრი ემილ ბოკი – 7,3%. (სილვიან რუსილიონი – საერთაშორისო მონარქისტული კონფერენციის გენერალური მდივანი).

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი (+1809)
14 ივლისი წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელის ხსენების დღეა. წმიდა ნიკოდიმოსი (ერისკაცობაში - ნიკოლოზი) 1748 წელს დაიბადა საბერძნეთის კუნძულ ნაქსოსზე; ოცდაექვსი წლისა იყო, როცა ათონის მთას მიაშურა და იქ, წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის (დიონისეს) მონასტერში ბერად აღიკვეცა ნიკოდიმოსის სახელით. თავდაპირველად ნიკოდიმოსი მკითხველისა და საქმის მწარმოებლის მორჩილებას აღასრულებდა.
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე (+284)
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე - რომსა შინა წამებულნი, რომელთა ხსენებაც აღესრულება 1 (14) ივლისს, ღვიძლი ძმები იყვნენ და ქალაქ რომში ცხოვრობდნენ. ქრისტიანმა მშობლებმა ღვთისმოშიშებით აღზარდეს შვილები და მკურნალობის ხელოვნებას დააუფლეს. კეთილმსახურებით გამორჩეული კოზმა და დამიანე უფალმა სასწაულებრივი კურნების ნიჭით დააჯილდოვა. ისინი უსასყიდლოდ წამლობდნენ ავადმყოფებს და ეუბნებოდნენ: „ჩვენ საკუთარი ძალებით კი არ ვკურნავთ სნეულებს, არამედ უფლის სახელით.
gaq