საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

პრინცესა დაიანას ანდერძი მომავალი რძლისადმი

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე პრინცესა დაიანამ აუდიოკასეტაზე დაუტოვა ანდერძი საკუთარ შვილს, პრინც უილიამს და მის მომავალ მეუღლეს. ჩანაწერში ლედი დი აღნიშნავს, რომ უილიამს ეყოლება ” ლამაზი, ჭკვიანი და დამოუკიდებელი მეუღლე”.

პრინცესას ნდობით აღჭურვილ პირთა გადმოცემით, ანდერძის მისთვის მიკუთვნება სავსებით რეალურია,  რადგან იგი რეალურად გრძნობდა საკუთარი სიცოცხლის მიმართ საფრთხეს. ლედი დის მეგობარმა, ბიზნესვუმენმა ლანა მარქსმა, რომელიც დაიანას ჩანთებს უკერავდა, განაცხადა, რომ ფირზე ჩაწერილი ხმა ძალიან ჰგავს დაიანას ხმას.

მისი გადმოცემით, მათ არაერთგზის უმსჯელიათ იმის თაობაზე, თუ როგორ წარმოედგინა ლედი დის უილიამის მომავალი მეუღლე და შვილები. ”როდესაც ჩანაწერში სიტყვა-სიტყვით გავიგონე ეს ფრაზები, კინაღამ გული შემიღონდა”, - აღნიშნა ლანა მარქსმა.

მისი სიტყვებით : ”ქეითი ზუსტად ისეთი ქალია, როგორიც დაიანას ენდომებოდა, რომ ყოფილიყო”. დაიანამ ისიც გამოიცნო, რომ უილიამის ცოლს მუქი თმები ექნებოდა. ამავე დროს დაიანას უილიამის მეუღლედ სურდა წარმოშობით არამაღალგვაროვნული, უბრალო კარგი ოჯახიდან, რათა მისი ვაჟი დამტკბარიყო ნორმალური საოჯახო ცხოვრებით. მის რძალს დღენიადაგ უნდა ეზრუნა საკუთარ ხალხზე.

”მოუფრთხილდით შვილებს ჩემი გულისთვის. დაე, მათ იცოდნენ, რომ რომ მე მეყვარება ისინი და ვიზრუნებ მათზე. მე ვიცი, რომ გეთაყვანები შენ, ჩვენ გავხდებით ერთგული მეგობრები. შენ განსაკუთრებული გოგონა ხარ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებოდი უილიამის მეუღლე”, - ისმის აუდიოკასეტაზე დაიანას ანდერძის აუდიოჩანაწერი.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე პარასკევა
წმინდანმა ქალწულების აღთქმა დადო და მოშურნედ იღვწოდა თავის ქალაქში მკვიდრი წარმართების ქრისტიანობაზე მოსაქცევად. გააფთრებულმა წარმართებმა იგი შეიპყრეს და ოლქის მმართველს მიჰგვარეს. როცა უღმრთო ხელისუფალმა წმინდანს კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა, ნეტარმა მტკიცე უარი განაცხადა და მხნედ აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი.მაშინ მმართველმა მისი წამება ბრძანა. ქრისტეს ტარიგი ძელზე დაჰკიდეს და მთელი სხეული დაუსერეს. ბოლოს, სულთმობძავი მარტვილი საპყრობილეში ჩააგდეს. ღმერთმა წყლულები დაუამა თავისი რჩეულს.
წმიდა მოწამენი: სვინკლიტიკია და ორნი ასულნი მისნი (VI)
24 (06.11) ოქტომბერს (6 ნოემბერს) აღინიშნება წმიდა მოწამეთა: სვინკლიტიკიას და მისი ორი ასულის (VI) ხსენების დღე.
gaq