| კენსინგტონის სასახლე, სადაც იცხოვრებს პრინც უილიამის ოჯახი | ქეთრინ მიდლტონი უკვე 18 თვეა დაკავებულია კენსინგტონის სასახლის განახლებით, სადაც ახალგაზრდა ოჯახი აპირებს დაბინავებას, როდესაც მათი ვაჟიშვილი წამოიზრდება. კარგად ინფორმირებული წყაროების ცნობით, ქეთრინი ფეხმძიმობის პერიოდში ყურადღებით ადევნებდა თვალს 20-ოთახიანი ციხე-სიმაგრის რეკონსტრუქციის პროცესს - ათვალიერებდა ქსოვილებს, ანტიკვარულ ნივთებსა და ავეჯს. პრინც უილიამის მეუღლეს გადაწყვეტილი აქვს, რომ ეს ადგილი, უპირველეს ყოვლისა, აქციოს მყუდრო და მოსახერხებელ ნავთსაყუდრად ბიჭუნასათვის. განახლებულ კენსინგტონის სასახლეში გაშენდება უზარმაზარი პარკი, სასახლეს ექნება სამი სამზარეულო, მამაკაცებისა და ქალთა სააბაზანოები და თვით თავშესაფარიც კი (ე.წ. ”შიშის ოთახი”). ინსაიდერის კომენტარით: კენსინგტონის სასახლე უსაფრთხოა და ძალიან კომფორტული. ინტერიერის გასაფორმებლად ჰერცოგინიამ გამოიყენა კრემისფერ-მოყავისფრო ტონები. იგი პროექტზე მუშაობდა დიზაინერ ენ ალენთან ერთად. მომავალმა დიასახლისმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ინტერიერის ანტიკვარულ ნივთებს. იმ აქსესუართა გარდა, რომლებიც უკვე იყო მის კოლექციაში, ახალგაზრდა დედამ აარჩია მე-19 საუკუნის ორი ლამპა ვესტიბიულისათვის და 50 ათასი დოლარის ღირებულების სპარსული დეკორატიული ხალიჩა. ეკონომიის მიზნით ქეთრინმა პიტერ ჯონსის უნივერმაღში შეუკვეთა ხელოვნური ბეწვის 6 მომცრო პლედი, თითოეუ ლი 129 დოლარად. ახალგაზრდა მშობლები ვარაუდობენ, რომ პრინცი ჯორჯი ბედნიერი იქნება იმ გარემოში დამკვიდრებით, სადაც მისი მამა და ბიძა გაიზარდნენ. |