საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

პრინცი უილიამი უელსელებს მათ მშობლიურ ენაზე მიმართავს
News.ge

ბავშვის დაბადების შემდეგ  პრინცმა უილიამმა პირველი ოფიციალური სიტყვა წარმოთქვა ”County Show”-ს სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე კუნძულ ანგლსიზე.

უილიამი წარსდგა იმ კუნძულის მცხოვრებთა წინაშე, სადაც ის ქეთრინთან ერთად ცხოვრობდა სამხედრო-საჰაერო ძალებში სამსახურის დროს. სიტყვა მან წარმოთქვა უელსელების მშობლიურ ენაზე.

”ქეთრინს ძალიან უნდოდა ჩემთან ერთად წამოსულიყო. ისიც და ჯორჯიც ძალიან მოხარულნი იქნებოდნენ, აქ რომ ყოფილიყვნენ. ჩვენი პატარა ძალიან ხმაურიანი ბავშვია, მაგრამ ძალიან სიმპათიურიც”, - გულახდილად ისაუბრა უილიამმა ადგილობრივ მცხოვრებლებთან..

უილიამმა აღიარა, რომ ის და ქეთრინი ანგლსის თვლიან ერთ-ერთ ყველაზე უფრო ლამაზ და სტუმართმოყვარე ადგილად, სადაც კი ოდესმე ყოფილან და დაჰპირდა ანგლსელებს, რომ ისინი კვლავაც არაერთხელ ესტუმრებიან კუნძულს, რომელსაც უკავშირდება მათი ბედნიერი  ქორწინების პირველი წლები.

უილიამის სამსახური სამხედრო-საჰაერო ძალთა  ჩრდილოეთ უელსის ბაზაზე უკვე დასასრულს უახლოვდება. ახლა უილიამი ქეთრინთან ერთად ემზადება ლონდონში გადასასვლელად. როგორც იტყობინებიან, პრინცი უილიამი დაიკავებს თანამდებობას ელიტარულ საცხენოსნო პოლკ ”Household Cavalry's”-ში.

მამული, ენა, სარწმუნოება

19 მაისი - ხსენება მოწამე ბარბარ ავაზაკყოფილისა
წმიდა მოწამე ბარბარ ავაზაკყოფილი საბერძნეთში ცხოვრობდა და მრავალი წელი ავაზაკობდა. სახიერმა უფალმა, რომელსაც არ უნდა ცოდვილის სიკვდილი, სინანულით აავსო მისი სული. ერთხელ, როცა ბარბარი გამოქვაბულში იჯდა და ნაძარცვს ათვალიერებდა, ღვთის მადლმა შეძრა მისი გული. ის დაფიქრდა გარდაუვალ სიკვდილზე და საშინელ სამსჯავროზე.
19 მაისი - ხსენება წმიდა მართალი იობ მრავალვნებულისა (დაახლ. 2000-1800 წ. ქრისტემდე)
წმიდა მრავალვნებული იობი (დაახლ. 2000-1800 წ. ქრისტემდე) ცხოვრობდა ჩრდილოეთ არაბეთში, ყუცის ქვეყანაში. მისი ცხოვრება აღწერილია ბიბლიაში (იობის წიგნი). არსებობს ვარაუდი, რომ იობი აბრაამის ძის, ნაქორის ვაჟი იყო. ღვთისმოშიში და ღვთისმოსავი იობი მთელი სულით უფლის ნებას იყო მინდობილი.
gaq