საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

პირმშოს დაბადების კვირაძალზე - კადრი საოჯახო ქრონიკიდან

ეიფორია, რომელიც სუფევს დიდ ბრიტანეთში და შორს მის ფარგლებს გარეთ ქეთრინისა და პრინც უილიამის პირმშოს მოლოდინში, პირველი ასეთი შემთხვევა არ არის ისტორიაში. სამაგალითოდ კმარა თვით უილიამის დაბადების გახსენება - 1982 წლის 21 ივნისს ასობით ადამიანი ელოდა მოუთმენლად წმიდა მარიამის საავადმყოფოსთან ქვეყანაზე მის მოვლინებას და თვით თავსხმა წვიმას არ შეუშლია ხელი იმ საზეიმო ატმოსფეროსთვის, რომელიც მაშინ სუფევდა.

სამეფოს ქვეშევრდომნი, რომლებიც ამ დღეს საზღვარგარეთ აღმოჩნდნენ - ავიახაზების ბორტზე მყოფნი აღნიშნავდნენ ახლი მონარქის დაბადებას - პირდაპირ თვითმფრინავებში   სწევდნენ ჭიქას, რომელშიც სპეციალურად მომზადებული სასმელი იყო - ”Royal Birth Celebration Cocktail”.

საუკუნეებით დამკვიდრებული ტრადიციით (რომელიც ამჟამადაც, ცხადია, დაცული იქნება) უწყება პირმშოს დაბადების შესახებ იკვრება ბუკინგემის სასახლის ჭიშკარზე, რასაც   მთელ ქვეყანაში მოჰყვება სალუტი. და თუ პრინც უილიამის სახელი საქვეყნოდ გამხელილ იქნა ერთი კვირის შემდეგ დაბადებიდან, დღევანდელი საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სოციალური ქსელების პირობებში უილიამის შვილის სახელს ალბათ პირველივე წუთებში თუ არა, პირველივე საათებში  გაიგებს მთელი მსოფლიო.

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე ემილიანე (+363)
წმიდა მოწამე ემილიანე, ვისი ხსენებაც არის 31 ივლისს, იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება - ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი. მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმიდა ემილიანე ცხოვრობდა, მეფის წარჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად. წმიდა ემილიანე წარმართთა შესაკრებელში შევიდა, დაამსხვრია ცრუღმერთების ქანდაკები, დაამხო სამსხვერპლოები და მიიმალა.
წმიდა სტეფანე საბაწმინდელი (+794)
13 (26) ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა სტეფანე საბაწმინდელის (+794) ხსენების დღეს.
gaq