საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

პრინცი უილიამი და ქეთრინი - თანადგომის სიტყვა კანადის მცხოვრებლებისადმი
georoyal.ge

პრინცმა უილიამმა და ჰერცოგინია ქეთრინმა წერილი გაუგზავნეს კანადის პრემიერ-მინისტრ სტივენ ჰარპერს, რომელშიც უცხადებენ თანადგომას ქვეყანაში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან -  წყალდიდობასთან დაკავშირებით, რომლის მთავარი დარტყმა იგემა ალბერტას პროვინციამ.

„ქეთრინი და მე  შეგვძრა ცნობამ ალბერტას პროვინციაში უპრეცედენტო წყალდიდობის შედეგად  ნგრევისა და სიკვდილების შესახებ. თუ შეიძლება, გადაეცით ჩვენი საუკეთესო სურვილები პროვინციის ვიცე-გუბერნატორსა და პრემიერ-მინისტრს, აგრეთვე საავარიო სამსახურის მამაც თანამშრომლებს და ყველა მოხალისეს, ვინც ეხმარება მეზობლებს ამ მძიმე პერიოდში.

გწამდეთ, ჩვენი ფიქრები და ლოცვები ახლა ამ წყალდიდობისგან დაზარალებულებთანაა“.

წერილი გაგზავნილი იყო რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც პროვინციაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა იმის გამო, რომ გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვიეს დამანგრეველი წყალდიდობები, რომელთა შედეგადაც ასი ათასი ადამიანი დარჩა უსახლკაროდ და სულ ცოტა სამი ადამიანი დაიღუპა.

კანადელებში  დიდი გამოხმაურება ჰპოვა ამ თანაგრძნობამ. 

“მე მინდა მადლობა ვუძღვნა ჰერცოგსა და ჰერცოგინიას მათი ლოცვისა და თანაგრძნობის თბილი სიტყვებისათვის“, - ცოლ-ქმარს საპასუხოდ სწერდა ჰარპერი.

ალბერტას პროვინციის პრემიერ-მინისტრს, ქალბატონ ელისონ რედფორდს ასევე არ დაუტოვებია წერილი ყურადღების გარეშე:

„მინდა გამოვხატო დიდი მადლიერება ჰერცოგისა და ჰერცოგინიას მისამართით  იმ ადამიანთა მხარდაჭერისათვის, ვინც დაზარალდა წყალდიდობისაგან“.

კანადასთან პრინცსა და ჰერცოგინიას განსაკუთრებული მოგონებები აკავშირებთ - თანამეგობრობის ქვეყნებიდან სწორედ კანადა იყო ის პირველი ქვეყანა, სადაც ისინი ცოლ-ქმრის რანგში გაემგზავრნენ 2011 წელს. ვიზიტს უდიდესი წარმატება ჰქონდა - პრემიერ-მინისტრი ჰარპერი მაშინ აღნიშნავდა, რომ სტუმრების მიმართ ასეთი საყოველთაო სიყვარულის გამოხატულება კანადაში მას არ უგრძვნია ქვეყანაში „The Beatles“-ის პირველი  ჩამოსვლის შემდეგ.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

მოციქულნი: იასონი და სოსიპატრე, კერკირა ქალწული და სხვანი, მოწამენი: სატორნიოს, იაკისხოლე, ფავსტიანე, იანუარი, მარსალი, ევფრასია, მამია, ზენონი, ევსევი, ნეონ და ვიტალი (ხსენება 11 მაისს)
იასონ მოციქული ტარსში (მცირე აზია) ცხოვრობდა. ის ქალაქის მკვიდრთა შორის პირველი შეუდგა ქრისტეს. მოციქული სოსიპატრე აქიიდან იყო. ორივენი წმიდა პავლემ დაიმოწაფა. დიდმა მოძღვარმა წმიდა იასონს ტარსის ეპისკოპოსად დაასხა ხელი, წმიდა სოსიპატრე კი იკონიის ეპისკოპოსად აკურთხა. სარწმუნოების საქადაგებლად ისინი დასავლეთში გაემგზავრნენ და 63 წელს მიაღწიეს კუნძულ კერკირას.
11 მაისი - ხსენება ღირსი კირილის, ტუროველი ეპისკოპოსისა
წმიდა კირილის მაღალმა სიწმინდემ და განათლებამ მიიქციეს საყოველთაო ყურადღება და ის აირჩიეს ტუროვის კათედრაზე. წმიდა კირილს ეკუთვნის გზავნილები წმიდა ანდრეი ბოგოლიუბსკის მიმართ, რომლებშიც განსწავლიდა მას საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვა საკითხებზე.
gaq