ყველასათვის გასაკვირად, პირმშოს მოლოდინში მყოფი ჰერცოგინია ქეთრინი, ფეხმძიმობის უკანასკნელ თვეებშიც აგრძელებს თავისი საზოგადოებრივი მოვალეობების შესრულებას. იგი ესწრებოდა საკრუიზო ლაინერის ნათლობის ცერემონიას საუთჰემპტონში. ჰერცოგინია ჩავიდა იქ, საიდანაც ტრადიციის მიხედვით, ვერ გავა პირველ რეისში ხომალდი სამეფო ოჯახის კურთხევის გარეშე. თანაც, ეს ახალი ლაინერი ატარებს ჰერცოგინიას სახელს - „Princess Cruises“. „Hobbs“-ის კოპლებიან კაბაში გამოწყობილმა ქეითმა მცირე ექსკურსია მოაწყო საკმაოდ დიდი გაბარიტების ხომალდზე და, ტრადიციის მიხედვით, მიამსხვრია ბოთლი კორპუსზე. ლაინერს ახლა უკვე შეუძლია მშვიდად დალაშქროს ზღვები და ოკეანეები. |