საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

პრინცი ფილიპი - ედინბურგის ჰერცოგი

პრინცი ფილიპის  ბიოგრაფმა  ეშლი უოლტონმა მას დაარქვა „ჩვენი ეროვნული სიმდიდრე“. რას ნიშნავს  გაერთიანებული სამეფოსათვის ეს ხნიერი ჯენტლმენი, რომელმაც  66 წელი გაატარა დედოფლის გვერდით?

პრინცს ქვეყანაში მეტად თავისებური რეპუტაცია აქვს - ერთის  მხრივ   მოსავს პატივისცემა,  როგორც ეს მის სახელსა და ტიტულს შეეფერება, მეორეს მხრივ კი - იგი იმდენად გამოირჩევა უხეშობამდე მისული პირდაპირობითა  და ჯიქურ პირში მიხლილი სიტყვით, რომ ავიწყდებათ მახვილსიტყვაობისადმი მისი მიდრეკილება  და ზოგჯერ „gaffe“-ს -  უადგილო გამონათქვამებს აბრალებენ ხოლმე.

მისი გამონათქვამები საგანგებოდ დაბეჭდილ წიგნშიც კი არის შესული და მკითხველს შეუძლია წარმოდგენა შეიქმნას - რამდენად დროული იყო თუ უადგილო მის მიერ გამოთქმული ცალკეული შენიშვნები :

როდესაც ხელმძღვანელობდა ველური ბუნების ფონდს (1981 – 1996),  დაუპირისპირდა თანამედროვე ეკოლოგებს და მიახალა მათ: „ბუნების შენარჩუნებისათვის ზრუნვა არ ნიშნავს ბაჭიებთან ჩახუტებას“;

„ჩვენ დიდი პრობლემები გვაქვს ბიუჯეტთან დაკავშირებით. ეტყობა, დროა, დავანებო თავი პოლოს თამაშს“(1969);

პარაგვაიში გაენდო დიქტატორ ალფრედო სტრესნერს: „სასიამოვნოა სტუმრობა ქვეყანაში,  რომელიც მისი ხალხისაგან არ იმართება“ (1973)

ეკონომიკური რეცესიის შესახებ: „რამდენიმე წლის წინ ყველა ამბობდა, რომ საჭიროა მეტი გართობა, რომ ყველა მეტისმეტად ბევრს მუშაობს -  აი, ახლა ბევრს მიეცა გართობის საშუალება - ისინი კი ჩივიან უმუშევრობაზე. ჩანს, ხალხმა თვითონ არ იცის, რა უნდა (1981);

ნიგერიაში ყოფნისას ამ ქვეყნის პრეზიდენტს - ოლუსეგუნუ ობასანჯოს, რომელიც პიჟამის მაგვარ ეროვნულ სამოსში მიეგება, ჰკითხა: „თქვენ უკვე დასაწოლად ემზადებით?“

ჩინეთში ვიზიტის დროს იქ სასწავლებლად მყოფ ბრიტანელ სტუდენტებს უთხრა:“ აქ მეტისმეტად დიდხანს ნუ დაჰყოფთ, თორემ თვალები დაგიწვრილდებათ“ (1998);

„ახალგაზრდობა ყველგან ერთნაირია - გაუნათლებელია“ (2006);

გფრ-ს კანცლერ ჰელმუტ კოლს მიმართა: „ძვირფასო რაიხსაკნცლერო!“ (1997 – „რაიხსკანცლერის“ტიტულს ატარებდა ჰიტლერი);

„ბევრი ფიქრობს, რომ ჩვენთან გამეფებულია მკაცრი კლასობრივი სისტემა, მაგრამ ყოფილა, რომ ჰერცოგები გუნდის მომღერლებზე დაქორწინებულან, ზოგიერთები ამერიკელებზეც კი ქორწინდებიან”(2000).

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე ემილიანე (+363)
წმიდა მოწამე ემილიანე, ვისი ხსენებაც არის 31 ივლისს, იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება - ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი. მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმიდა ემილიანე ცხოვრობდა, მეფის წარჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად. წმიდა ემილიანე წარმართთა შესაკრებელში შევიდა, დაამსხვრია ცრუღმერთების ქანდაკები, დაამხო სამსხვერპლოები და მიიმალა.
წმიდა სტეფანე საბაწმინდელი (+794)
13 (26) ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა სტეფანე საბაწმინდელის (+794) ხსენების დღეს.
gaq