საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ქეით მიდლტონი ბავშვის გაჩენას ანესთეზიის გარეშე აპირებს
georoyal.ge

როგორც საიტი „deti.mail.ru“ იუწყება, კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონი გეგმავს შეუერთდეს იმ დედების  რიცხვს,  რომლებიც  ეწევიან უმტკივნეულო მშობიარობის პროპაგანდას.  ბევრი მომავალი დედა თვლის, რომ ზეპირი გადმოცემები მშობიარობის ტკივილების შესახებ ერთობ გაზვიადებულია.  ამიტომ ბუნებრივი მშობიარობა ანესთეზიის საშუალებების გარეშე სულ უფრო პოპულარული ხდება.

ქეით მიდლტონი ამჟამად  ეუფლება სწორად სუნთქვის ხელოვნებას, რაც ბავშვის დაბადებას მაქსიმალურად უმტკივნეულოს გახდის.  ვიდეოსაშუალებებითა დ წიგნებით იგი სწავლობს მშობიარობის გაუტკივრების „Hypnobirthing“-ის მეთოდიკას.

„Hypnobirthing“ (თარგმანში „ჰიპნომშობიარობა“) შედარებით ახალი მეთოდია. ის ცნობილია კიდევ „მონგანის მეთოდის“ სახელწოდებით. ამ მეთოდით მშობიარობა ფართოდ არის დანერგილი  აშშ-ში, ავსტრალიაში, ბრაზილიაში,  კანადაში,  ჩილეში, კოსტა-რიკაში, საფრანგეთში, გერმანიაში,  ჰოლანდიაში,  ირლანდიაში, ისრაელში,  ახალ ზელანდიასა და დიდ ბრიტანეთში.

„Hypnobirthing“-ის მეთოდის გამოყენებისას  მშობიარობის ტკივილების გაუტკივრება ხდება თვითჰიპნოზის საშუალებით - რელაქსაციისა და წარმომსახველობითი პროცესების გააქტიურების მეოხებით, რაც გულისხმობს ფეხმძიმე ქალის ურთიერთობას ნაყოფთან - მასთან საუბარსა  და მისთვის „დადებითი ინფორმაციების“ მიწოდებას.  

ამრიგად, „Hypnobirthing“-ის მეთოდით  მშობიარობისათვის მზადება დაფუძნებულია თვითჰიპნოზის, რელაქსაციის და აგრეთვე სწორი სუნთქვის ათვისებაზე მშობიარობის პროცესის ყველა ეტაპისათვის. ეს მიმდინარეობა ხდება პოპულარული იმ ქალთა შორის, ვისაც სურს აერიდოს მედიკამენტოზურ ანესთეზიას, რასაც მათი რწმენით, შეუძლია ბავშვისთვის სამომავლოდ ზიანისს მოტანა.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე ემილიანე (+363)
წმიდა მოწამე ემილიანე, ვისი ხსენებაც არის 31 ივლისს, იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება - ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი. მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმიდა ემილიანე ცხოვრობდა, მეფის წარჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად. წმიდა ემილიანე წარმართთა შესაკრებელში შევიდა, დაამსხვრია ცრუღმერთების ქანდაკები, დაამხო სამსხვერპლოები და მიიმალა.
წმიდა სტეფანე საბაწმინდელი (+794)
13 (26) ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა სტეფანე საბაწმინდელის (+794) ხსენების დღეს.
gaq