ახლოვდება დიდი ბრიტანეთის დედოფლის კორონაციის 70 წლისთავი: საინტერესო ფაქტები
როგორც ცნობილია, 2 ივნისს შესრულდება დიდი ბრიტანეთის დედოფლის - ელისაბედ II-ის კორონაციის 70 წლისთავი. საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტებს დედოფლის კორონაციასთან დაკავშირებით: ელისაბედ II მონარქი გახდა 1952 წლის 6 თებერვალს, მამის - ჯორჯ VI-ის გარდაცვალების შემდეგ. იმ დროს ის მეუღლესთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა კენიაში. ამიტომ, კორონაციის ცერემონია შედგა მხოლოდ მოგვიანებით. კორონაცია პირველი საერთო ეროვნული მნიშვნელობის მოვლენა იყო, რომელიც ნაჩვენები იქნა ტელევიზიით - მიუხედავად იმისა, რომ უინსტონ ჩერჩილი და ბრიტანეთის ეკლესია დაბეჯითებით იყვნენ წინაღმდეგნი. მომავალი დედოფალი და მრჩევლები თავისაზე იდგნენ: „ ჩემი რომ ირწმუნოს ხალხმა, უნდა დამინახოს!“- თქვა ელისაბედმა. „BBC“-ის მიერ ორგანიზებული ტრანსლაცია ნახა 27-მა მილიონმა კაცმა დიდ ბრიტანეთში და 100-მა მილიონმა მთელ მსოფლიოში. ითვლება, რომ ეს იყო შემობრუნების ეპიზოდი ტელევიზიის ისტორიაში. ელისაბედმა გვირგვინის ტარება დაიწყო ცერემონიამდე სამი კვირით ადრე. არ იხდიდა მას არც საუზმისას, არც სეირნობისას. ასე ემზადებოდა ის კორონაციისათვის; არადა, 275 ძვირფასი ქვით მოოჭვილი გვირგვინი სამ კილოგრამზე მეტს იწონის. ც ხადია, მას სჭირდებოდა დრო ასეთი სიმძიმის ტარების შეჩვევისათვის. კორონაციის ცერემონია ჩატარდა წმინდა პეტრეს ტაძარში ვესტმინსტერში. პირველი მეფე, რომელიც აქ დაგვირგვინდა იყო ჯერ კიდევ ვილჰელმ I დამპყრობელი (5.12.1066 - 09.09.1087). მას შემდეგ ყველა ბრიტანელმ მონარქმა სწორედ ამ ეკლესიაში დაიდგა გვირგვინი. კორონაციის დღე აღინიშნებოდა თანამეგობრობის ყველა ქვეყანაში. გამოიცა საფოსტო მარკები. პირდაპირ ტრანსლაციას აწარმოებდა „BBC“. |