საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

სენატორი მაკკეინი: „პრინცი ჰარი ძალიან სასიამოვნო ახალგაზრდად მეჩვენა“
News.ge

დედოფალ ელისაბედ II-ის შვილიშვილი,  ბრიტანეთის პრინცი ჰარი ხუთშაბათს ეწვია ვაშინგტონს, სადაც მას მასპინძლობა გაუწიეს   აშშ-ის პირველმა ლედიმ და რესპუბლიკელთა თვალსაჩინო წარმომადგენელმა - ჯონ მაკკეინმა.

სენატორმა მაკკეინმა  პრინცი მიიღო კაპიტოლიუმის ბორცვზე მდებარე  სენატის რასელის შენობაში  და დაათვალიერებინა ფოტოგამოფენა, მოწყობილი ფონდ „HALO“-ს მიერ, რომლის საქმიანობაც მიმართულია ფეხოსანთა საწინააღმდეგო ნაღმების გავრცელების წინააღმდეგ.

„პრინცი ჰარი ძალიან სასიამოვნო ახალგაზრდად მეჩვენა!“ - განუცხადა მაკკეინმა ჟურნალისტებს სტუმრის შესახებ. მაკკეინი მხიარულ გუნებაზე ბრძანდებოდა და ისიც აღნიშნა, რომ პრინცის თაყვანისმცემელმა ქალბატონებმა „სენატის შენობაში შექმნეს „სქესობრივი თვალსაზრისით დაუბალანსებელი გარემო“. სენატორმა ვიეტნამის ომში პილოტის საკუთარი კარიერა შეადარა პრინცის კარიერას ავღანეთში  და აღნიშნა, რომ ის ჩამოუგდიათ, ხოლო ჰარი - არა; ესე იგი ჰარი გაცილებით უკეთესი პილოტია!

შემდეგ ჰარიმ გადაინაცვლა თეთრ სახლში, სადაც ის შეუერთდა მიშელ ობამასა და ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის მეუღლეს - ჯილ ბაიდენს, რათა ამერიკელი მეომრების მეუღლეებთან ერთად ეზეიმათ „დედის დღე“. თეთრ სახლში არ გაუმხელიათ, თუ ვინ იქნებოდა პროგრამის „სპეციალური სტუმარი“ და მიშელ ობამამ წარადგინა იგი შეძახილით: „სიურპრიზი!“ მან ისიც აღნიშნა, რომ ჰარიმ ბევრი გააკეთა, რათა დახმარებოდა დაჭრილ ჯარისკაცებსა და მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ მეომართა ოჯახებს.  

პარასკევს პრინც ჰარის დაგეგმილი აქვს გვირგვინის მიტანა არლინგტონის სასაფლაოზე და ჰოსპიტალში დაჭრილი ამერიკელი ჯარისკაცების მონახულება. პრინცი აგრეთვე გაემგზავრება კოლორადოში, სადაც დაესწრება „სამხედრო თამაშობების“ გახსნას დაჭრილი ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროების მონაწილეობით. დამდეგი კვირის დასაწყისში ჰარი მოინახულებს ადგილებს, რომლებიც დაზიანდა 2012 წლის გრიგალ „სენდის“ დროს. პრინცი ჰარის ვიზიტი აშშ-ში ძირითადად ემსახურება  საქველმოქმედო მიზნებს.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
gaq