პრინც უილიამის მეუღლე - კემბრიჯის ჰერცოგინია ქეთრინი თავდაჯერებულად მიჰყვება თავისი გარდაცვლილი დედამთილის - პრინცესა დიანას ნაკვალევს: ლედი დის მსგავსად, ბრიტანელი პრინცის მეუღლე ეწევა აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას და ფეხმძიმობის მეექვსე თვეზე კიდევ სამი ორგანიზაცია აიყვანა საკუთარ პატრონაჟზე. დღეისათვის კემბრიჯის ჰერცოგინია ქეტრინი პატრონობს ბავშვთა ჰოსპისს, სხვადასხვა დამოკიდებულებათაგან ვნებულთა დახმარების ფონდს, ეროვნულ პორტრეტულ გალერეას და ბავშვთა შემოქმედების ცენტრს. ამას გარდა, ქეთრინმა აიღო შეფობა „Place2B“-ის საზოგადოებაზე, რომელიც ეხმარება ბავშვებს სკოლაში სირთულეების დაძლევაში, ბუნების ისტორიის მუზეუმზე (ლონდონი) და „SportsAid“-ის დაწესებულებაზე - ნორჩი სპორტული ტალანტების მხარდასაჭერად. ყველა ეს გადაწყვეტილება უშუალოდ ჰერცოგინისას პირადი ინიციატივა იყო. თითოეულმა ორგანიზაციამ დაუფარავი აღტაცება გამოხატა ამგვარი ყურადღებით. ვიდეო კლიპზე წარმოდგენილია ჰერცოგინიას პირველი საჯარო ვიდეომიმართვა, რომელიც მან გააკეთა ბავშვთა ჰოსპისების კვირეულის გახსნასთან (27 აპრილი - 3 მაისი) და ამ კატეგორიის ბავშვების დახმარებასთან დაკავშირებით. |