პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა გადაწყვიტეს უარი თქვან ეგრეთ წოდებულ ” Baby shower”-ის საღამოზე, რომელიც წესად აქვთ მომავალ მშობლებს ბავშვის ქვეყანაზე მოვლინებამდე რამდენიმე ხნით ადრე. მსგავსი საზეიმო საღამოს გამართვის ტრადიცია დიდ ბრიტანეთში აშშ-იდან შემოვიდა და თანდათან მოიკიდა ფეხი. ასეთ საღამოებზე სტუმრები ახალგაზრდა წყვილთან სულ სხვადასხვაგვარი საჩუქრებით ხელდამშვენებულები მოდიან ხოლმე. ზოგიერთი მშობელი წინდაწინ აცნობებს სტუმარს, რა საჩუქრის მიღება ესურვება, სხვები კი ამ საკითხს თვით მოწვეული სტუმრების გადაწყვეტილებას ანდობენ. ყველაზე ხშირად მსგავსი საღამოების ორგანიზატორობას თავს იდებს ხოლმე მომავალი დედის ახლო მეგობარი ან და. იგი ადგენს საჩუქრების სიასაც. ხმები დადიოდა, რონ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საღამოს მოწყობას დაივალებდა კემბრიჯის ჰერცოგინიას უმცროსი და - 29 წლის პიპა მიდლტონი. მაგრამ ” Baby shower”-ის სამეფო ექსპერტის, ვიქტორია არბაიტერის მონაცემებით, კემბრიჯის ჰერცოგები მიიჩნევენ, რომ მსგავსი საღამოს გამართვა ეწინააღმდეგება მათ მაღალ სტატუსს. სამეფო სახლის წევრები ფრიად უნდობლობით ეკიდებიან საზღვარგარეთიდან შემოსულ სიახლეებს და არ სურთ ხელი შეუწყონ მათ გავრცელებას. ამას გარდა, მისი სიტყვით, ქეითი და უილიამი გრძნობენ გარკვეულ პრესინგს საზოგადოებრივი აზრის მხრიდან, ”წყვილი საკმარისად შეძლებულია და მდიდრული ღონისძიების ჩატარება მათ მდგომარეობაში, უხერხული მაინც იქნება, გამომწვევზე რომ არაფერი ვთქვათ”. |