საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ესპანეთის მეფის ბასკი სიძე ყატარს მიემგზავრება

ესპანეთის მეფის  სიძე, პალმა-დე-მაიორკის ჰერცოგი, 45 წლის ინიაკი ურდანგარინი დათანხმდა ყატარის ხელბურთელთა ნაკრების მწვრთნელობის წინადადებას. მან მეფეს განუცხადა დოჰაში გამგზავრების  სურვილი.  კორუფციულ გარიგებაში ბრალდებულ ვეტერან სპორტსმენს მიეცა საზღვარგარეთ გამგზავრების უფლება, თუმცა მოუწევს ჩამოსვლა სასამართლოს წინაშე წარსადგომად.  

ამჟამად მეფის სიძეს არ გააჩნია შემოსავალი, რაც ართულებს მათ საოჯახო სიტუაციას. მით უფრო, რომ თავის ყოფილ პარტნიორთან ერთად მოსამართლის, ხოსე კასტროს დადგენილებით მას აქვს 8,4 მილიონი ევროს  ოდენობის   გირაოს გადახდა დაკისრებული. ყატარის წინადადება არა მარტო გააუმჯობესებს ოჯახის ფინასურ მდგომარეობას, არამედ ურდანგარინს მისცემს საკუთარი პროფესიის მიხედვით დასაქმების საშუალებასაც.

დღეისათვის  ურდანგარინი, „ბარსელონისა“ და ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, წლების მანძილზე  ესპანეთის საუკეთესო ხელბურთელი, მრავალი ევროპული და მსოფლიო ჯილდოს მფლობელი, უკვე ემზადება ყატარში გასამგზავრებლად. ინფანტა და მათი ოთხი შვილი ჯერჯერობით დარჩებიან ბარსელონაში სასწავლო წლის დასრულებამდე და დოჰას გაემგზავრებიან, თუ ოჯახის უფროსის კონტრაქტი გაგრძელდება.

ყატარში მწვრთნელობის  წინადადება, რომელმაც შეიძლება შეამციროს ზეწოლა ინფანტის მეუღლესა და მათ ოჯახზე,  ყოფილმა სპორტ

სმენმა მიიღო ვალერო რივერასაგან, რომელიც იყო კლუბ „ბარსელონას“ მწვრთნელი თითქმის 15 წლის მანძილზე, როდესაც მის შემადგენლობაში თამაშობდა ურდანგარინი. როდესაც ამ უკანასკნელის ოჯახი გადასახლდა ბასკთა ქვეყანაში, ინიაკის მშობლებმა სწორედ ვალეროს ჩააბარეს მისი თავი,  რათა მიეხედა მისი მეცადინეობებისათვის და სპორტული კარიერისთვის.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე ემილიანე (+363)
წმიდა მოწამე ემილიანე, ვისი ხსენებაც არის 31 ივლისს, იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება - ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი. მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმიდა ემილიანე ცხოვრობდა, მეფის წარჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად. წმიდა ემილიანე წარმართთა შესაკრებელში შევიდა, დაამსხვრია ცრუღმერთების ქანდაკები, დაამხო სამსხვერპლოები და მიიმალა.
წმიდა სტეფანე საბაწმინდელი (+794)
13 (26) ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა სტეფანე საბაწმინდელის (+794) ხსენების დღეს.
gaq