საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

ლიტერატურა და ხელოვნება > მეფეები ქართულ პოეზიაში

ანა კალანდაძე -"დავითი"

ფეხი დამადგით,

 გულზე დამადგით ფეხი ყოველმან,

 წყალობა ჰყავით…

 საქართველოის ყოვლოს მპყრობელმან

 ვისურვე დავით…

 ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი

 ყურძნის მტევნებით…

 –ასეთი ცოდვა რა გაქვს მეფეო მიუტევები

 ღირს მსახურებდი ქართულ მიწა-წყალს,

 რაი გადარდებს?

 გასწიე იგი “ნიკოფსიითგან

 დარუბანდამდე“….

 თუ, ეს მაღალთა თავმდაბლობაა

 ოდით და ოდით?

 თუ ცოდვილი ხარ, მაშინ, მეფეო,

 რაღა ქნან ცოდვილთ

 სულის სიმშვიდის, სულის სიმშვიდის

 ვერსით მპოველთა?

 –ფეხი დამადგით, გულზე დამადგით

 ფეხი ყოველთა…

 

ქეთევან დედოფალი

 

რვალის ქვაბი მოეთრია ქონდაქარსა,

 ცეცხლს აგზნებდა

 კაცთა გრძნობის კონდაქარი…

 ზე მიჰქონდა, ღრუბლებისკენ ცეცხლი ქარსა,

 ქროდა ქარი…

 თეთრი ხელი გულზე ედო დედოფალსა,

 ტინად იდგა დედოფალი…

 თმა დაშლოდა, თავი ნაზად დაეხარა,

 სიკვდილის წინ ქართლის ვარდად გაეხარა…

 ლოცულობდა…

 როს ჩამოსწყდა ბაგეთ მისთა:

 „არასოდეს!“

 დაფდაფებს ჰკრეს განარისხთა,

 ცხელი შანთი მიუტანეს ბროლის მკერდთან,

 ცხელი რკინა,

 საქართველოს გულს რომ კვეთდა.

 რვალის ქვაბი გადმოეგდო ქონდაქარსა,

 ღიღინებდა კაცთა გრძნობის ქონდაქარი…

 ლურჯი ბაგით თქმული ლოცვა გაჰყვა ქარსა,

 ქროდა ქარი…

 ცეცხლით სწვავდნენ

 ტანშეძარულ დედოფალსა,

 უდრეკ იყო დედოფალი!

 

1946წ.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ანდრია (რუბლიოვი) - ხატმწერი
17 ივლისს არის ხსენება ღირსი ანდრია რუბლიოვის - რუსი ხატმწერის. იგი დაიბადა XIV საუკუნეში. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც ჩანს, ნეტარი რუს დიდგვაროვანთა წრეს ეკუთვნოდა, რადგან XIV-XV საუკუნეების რუსეთში გვარებს მხოლოდ დიდებულები ატარებდნენ. ზოგიერთის ვარაუდით, წმიდანს განათლება ბიზანტიაში და ბულგარეთში უნდა მიეღო, სხვები კი ფიქრობენ, რომ იგი რუსეთშივე განისწავლა თეოფანე ბერძენის ხელმძღვანელობით.
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი (+712-726)
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი, ვისი ხსენებაც აღინიშნება 17 ივლისს, დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკამდე იგი ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ, ქრისტეს წმიდა სისხლთან და ხორცთან ზიარებისას, მეტყველების უნარი მიემადლა. ამ დროიდან მოყოლებული, ყრმა გულმოდგინედ შეუდგა წმიდა წერილისა და საღვთისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას. თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა.
gaq