|
,,ვიტყვი, ჯვარზე გაცვან თუნდა, გამოადგე მამულს უნდა, ან სიცოცხლით როგორც ცხრა ძმა, არ არსებობს რადგან სხვა გზა!“
|
|
კორნელი ბოროზდინის მოთხრობა „იმერეთის დედოფალი მარიამი“ ნაკლებად არის ცნობილი ქართველი მკითხველისათვის. მოთხრობა გამოქვეყნდა 1903 წელს გაზეთ „ივერიაში“ (№189 და №190-ში). იმერეთის დედოფალი მარიამის“ თარგმანს ხელს აწერს ს. დავითიანი. იგი ფსევდონიმია ცნობილი ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის სარგის კაკაბაძისა და მოთხრობაში დართული მეცნიერული შენიშვნებიც მის კალამს ეკუთვნის.
|