საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო მოთხრობები

ლოვარდ ტუხაშვილი - საერთაშორისო ხელშეკრულების ერთი ნიმუში / მეფეთა-მეფე თამარის ,,ფიცის წიგნი“ სალადინისადმი (,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან)“
ლოვარდ ტუხაშვილი
საერთაშორისო ხელშეკრულების ერთი ნიმუში /  მეფეთა-მეფე თამარის ,,ფიცის წიგნი“ სალადინისადმი 
,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“
წიგნი I
ბაგრატ III-დან გიორგი  V ბრწყინვალემდე
წიგნში მონოგრაფიული წესით განხილულია ქართული დიპლომატიის განმსაზღვრელი მიმართულებანი X-XV საუკუნეებში, ე.წ. ,,იმპერიულ ხანაში“ ანუ ერთიანობის ეპოქაში. წარმოდგენილი ნარკვევები არის ქართული დიპლომატიის ისტორიის პირველი ნაწილი. წიგნში შესული ცალკეული ნარკვევები, დამოუკიდებელი შინაარსის მიუხედავად ქმნიან ქრონოლოგიურად თანამიმდევრულ გაბმულ ციკლს. მეორე ნაწილში ნაჩვენები იქნება თუ როგორ შეიცვალა სრული სუვერენიტეტის მქონე ქვეყნის ორიგინალური საგარეო პოლიტიკა ,,აღდგენა-გამოხსნისათვის“ ბრძოლის მანევრად. მონოგრაფია გამიზნულია სტუდენტი-ახალგაზრდობისათვის. ვფიქრობთ იგი ფართო საზოგადოების ყურადღებასაც დაიმსახურებს.

ჯვაროსანთა ომების ეპოქაში ისლამური სამყაროს ჭეშმარიტი ფალავანი გახდა ეგვიპტე-სირიის მამლუქთა სახელმწიფო. ევროპელთა თავდასხმებს ვერც იკონიის და ვერც ერაყის სულთნები ვეღარ იგერიებდნენ. პალესტინაში ჩამოყალიბებული ჯვაროსნული სახელმწიფოები (იერუსალიმის სამეფო, ანტიოქიის და ედესის სამთავროები) წარმატებით ებრძოდნენ მეზობელ მაჰმადიანურ პოლიტიკურ ერთეულებს. აღორძინება დაიწყო ბიზანტიის იმპერიამაც. წელში გაიმართა კილიკიის ,,ახალი სომხეთიც“, იმპერიად გადაიქცა საქართველოს გაერთიანებული სამეფო. ისლამს სერიოზული საფრთხე დაემუქრა. მაგრამ მალე სიტუაცია შეიცვალა.

XII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში განსაკუთრებით გააქტიურდა ეგვიპტე, რომელმაც, მუსლიმანთა ანტიჯვაროსნული მოძრაობის - ,,ჯიხადის” (,,საღვთო ომის“) ლიდერის როლი იკისრა. მამლუქთა სახელმწიფომ შეიერთა სირია. 1187 წელს სულთანმა სალადინმა იერიშით აიღო ქ. იერუსალიმი. ამ ფაქტმა შეძრა მთელი მსოფლიო; ქრისტიანებში განუსაზღვრელი სევდა და აღშფოთება გამოიწვია, მაჰმადიანებში - გამარჯვების ეიფორია. ქ. იერუსალიმის დაცემამ სირთულეები შეუქმნა ქართულ დიპლომატიასაც; ჯერ ერთი, მუსლიმანთა დიდმა გამარჯვებამ ხელი შეუწყო ქართველთა მეზობელი მაჰმადიანების აგრესიულობის გაზრდასაც. თანაც საფრთხე დაემუქრა პალესტინაში მოქმედ ქართულ მონასტრებს. ქართულმა დიპლომატიამ სწრაფად გადალახა ყველა სიძნელე, ეგვიპტეში რამდენიმე გზის გაიგზავნა ელჩობა (სავარაუდოა, ელჩობანი მოეწყო 1185, 1187, 1192 და 1203 წლებში), ეგვიპტესთან საქართველოს ურთიერთობა თავიდანცე ინტენსიურ ხასიათს ატარებდა. არსებობდა ეგვიპტე-საქართველოს პოლიტიკურ ლიდერთა მუდმივი კავშირი. ამ კავშირს ახორციელებდნენ ქართველი ბერები და პილიგრიმები, მოგვიანებით ეგვიპტე-პალესტინაში გაჩნდა ქართველთა მუდმივი წარმომადგენლობა, ე.ი. საელჩო. დაინიშნა მთავარი დესპანიც, ე.ი. ომირა. ომირა ეწოდებოდა ხანგრძლივი ვადით მოქმედ დესპანს ანუ დიასპანს. ეგვიპტე-სირიასთან ურთიერთობის მოგვარება შედარებით იოლი იყო. ამ ორ ქვეყანას არ ჰქონდა ერთმანეთთან უშუალო საზღვარი, ხოლო ინტერესთა სფერო, სადაც მათი ზრახვა-სურვილები ეწინააღმდეგებოდა ან თანხვდებოდა ერთმანეთს, მოლაპარაკებისათვის გადაულახველი ზღუდე არ იყო. კონკრეტულად, საქართველოს სურდა: ა) ეგვიპტე-სირია არ გამხდარიყო მუსლიმანური სამყაროს წამქეზებელი საქართველოს წინააღმდეგ და ბ) დაცული ყოფილიყო ქართული მონასტრების უსაფრთხოება. ეგვიპტე ცდილობდა: საქართველო არ შეერთებოდა ჯვაროსნებს. რაც შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას, ამ საკითხის მშვიდობიანი გადაჭრით, ორივე მხარე თანაბრად იყო მოწადინებული. საერთო ზრახვათა ასეთი თანხვდომა ეგვიპტე-საქართველოს ურთიერთობას ყოველთვის მეგობრულ ელფერს აძლევდა XII-XV საუკუნეებში. აღსანიშნავია ერთი გარემოებაც; ეგვიპტის სახელმწიფო მამლუქთა პოლიტიკური გაერთიანება იყო, მამლუქები (ანუ ,,თეთრი მონები“) გამოჰყავდათ როგორც მაჰმადიანური, ასევე ქრისტიანული ხალხებისაგან. მამლუქობა არ იკრიბებოდა მხოლოდ გატაცებული ან დატყვევებული მოსახლეობისაგან, მომავალ მამლუქებს უმთავრესად ყიდულობდნენ. იყო ნებაყოფლობითი გამამლუქებაც. ქურთი სალადინის ეპოქაშიც ეგვიპტელ მამლუქთა შორის უკვე სავარაუდოა ქართველებიც. მოგვიანებით ქართული წარმოშობის მამლუქებმა დაიკავეს გაბატონებული მდგომარეობა. XVI საუკუნიდან ეგვიპტის მბრძანებლები თითქმის გამოუკლებლივ ქართველები იყვნენ (,,ბურჯის დინასტია“), XVIII საუკუნეში ქართველი მამლუქები მართავდნენ ერაყს (,,ქულემენები“), მაჰმადიანურ ინდოეთს და ნაწილობროვ ინდუისურ ინდოეთსაც. სალადინის ეპოქაში ასე შორს არ იყო წასული ქართველთა ხვედრითი წილი მამლუქთა საერთო რაოდენობაში, მაგრამ ქართველებს მაინც საკმაო წონა ჰქონდათ.

საქართველო-ეგვიპტის დიპლომატიური ურთიერთობის უკეთ წარმოჩენისათვის წარმოვადგენთ ე.წ. თამარის ფიცის (პირობის) წიგნს სალადინისადმი:

,,აბხაზთა ფიცი“ (პირობის წიგნი) - ემად ალ-დინ ესპაჰანელის ენშადან, - რომელიც სალაჰ ალ-დინს გაეგზავნა.სახელითა მამისა და ძისა და სულის წმიდისა უფლისა ერთადერთისა.

ესაა პირობა, რომელსაც ვდებთ და ესაა ფიცი, რომელსაც ვიძლევით.

მე, რომელიც თამარი ვარ, გიორგის ასული, ვამბობ უფლის არსითა და პიროვნებით, იმ უფლისა, რომელიც სამი სახისაა: მამა, ძე და სული წმინდა:

ვფიცავ იმ საათს, რომელმაც ღვთაებრივი სიტყვა ადამიანობას დაუკავშირა; ვფიცავ იმ თვისებას, რომელიც მარიამმა ტანად იღო; ვფიცავ იმ ტანს, რომელიც (...) თვისების მიღმა გახდა; ვფიცავ მესიას და მის სიტყვას აკვანში; ვფიცავ მარიამს და მის მარხულობას იმ აღთქმის შედეგად (მიხედვით); ვფიცავ უბიწოებასა და კდემას მარიამისას; ვფიცავ ,,სახარებას“, ,,დაბადებასა“ და ,,ფსალმუნნს“, რომელნიც უფლის სიტყვანია მესიაზე, მოსესა და დავითზე (მშვიდობა მათ!) გარდამოსული; ვფიცავ ქრისტიანთა მოციქულთ და რჩეულ კრებულს; ვფიცავ ჯვარცმას და ღვთაებრივისა და ადამიანურის კავშირს, რომ ამ დღიდან და ამ საათიდან, რომელიც არის (დღით) ხუთშაბათი, ამა წლის ჯომადა ალ-იოლას თვის თექვსმეტი, მავან მავანის ძესთან კეთილი განზრახვით და კარგი სურვილით ვიქნები, მისი მოყვრის მოყვარე ვიქნები და მტრის მტერი ვიქნები, სანამდის ცოცხალი ვარ. და არასოდეს მავანი ქალაქისა და ველაიათის და მისი ციხეების (აღებას) არ განვიზრახავ და არ ვინებებ არც აშკარად და არც ფარულად და თავს ნებას არ მივცემ, დავიმორჩილო მისი ხალხი და ლაშქარი. და თუ იმას გადავედი, რაც ვთქვი, ქრისტიანობა იუდეველთა რჯულზე გამეცვალოს, ქრისტიანთა სარწმუნოება დამეგმოს, მესიის მიმდევართა თემი დამეგმოს და ,,სახარებაზე“ ,,დაბადებასა“ და ,,ფსალმუნზე“, რომელნიც უფლის სიტყვანია, მეთქვას, ზღაპარია და მოჭორილი-მეთქი! თუ ამის საწინააღმდეგო გავაკეთო, ქრისტეს ჯვარი ფეხით გამეთელოს! მაღალმა უფალმამც ინებოს!“ (მ. თოდუა. ,,ქართულ-სპარსული ეტიუდები“, ტ. III, გვ. 26-27).წარმოდგენილი დოკუმენტი საკმაოდ კარგადაა შესწავლილი ქართულ ორიენტალისტიკაში (ჯ. გიუნაშვილი, გ. ბერაძე), მაგრამ ფაქტობრივად სამეცნიერო ბრუნვაში დაამკვიდრა პროფ. მ. თოდუამ. ჩვენ ძირითადად ვემყარებით მის პუბლიკაციას. მ. თოდუამ მართებულად ახსნა, რომ ამ პირობის წიგნის სპარსული სახელწოდება ,,სულგანდ-ნამე“ (,,ფიცის წიგნი“) ფაქტობრივად არის ორ დამოუკიდებელ მონარქს შორის დადებული სახელშეკრულებო პაქტი. ენშას შემდგენელს იგი მოაქვს იმის ნიმუშად, თუ როგორ დებდნენ ქართველი მეფეები პირობის წიგნებს. ჩვენდა საბედნიეროდ, ენშას შემდგენელმა ემად ალ-დინ ესპაჰანელმა სანიმუშოდ შეარჩია სწორედ თამარის პირობის წიგნი. რა თქმა უნდა, მას ხელთ ექნებოდა სხვა ქართველ მეფეთა ანალოგიური აქტები, საიდანაც გამორჩეული იქნა ყველაზე კლასიკური და ტიპიური. პროფ. მ. თოდუამ დეტალურად გამოიკვლია ქართული დიპლომატიის ეს მნიშვნელოვანი წყარო. მან დაადგინა მრავალი მნიშვნელოვანი დეტალი; სალადინის სახელმწიფოს ოფიციალური ენა იყო არაბული. ჩვენ უკვე აღნიშნული გვქონდა, რომ საქართველო საერთაშორისო ურთიერთობაში ისლამურ ქვეყნებთან იყენებდა არაბულ და სპარსულ ენებს. ეს დასტურდება წარმოდგენილი აქტითაც. მ. თოდუას აზრით, პაქტის ინიციატორი უნდა იყოს ეგვიპტის სულთანი. მართალია, ფიცის მიმცემი ქართული მხარეა, მაგრამ მთხოვნელად მაინც მამლუქთა სახელმწიფო გამოიყურება: ,,ზოგჯერ ფიცის დამდები უფრო სუსტი მხარე იქნებოდა და, ამდენად ასეთი ,,ფიცი“ იძულებითი აქტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ აქ სულ სხვა სურათი გვაქვს. ვისი ინიციატივით არ უნდა იყოს ეს ,,პირობის წიგნი“ შედგენილი, თამარისა თუ სალადინის, და რომელი მხარის მიერაც არ უნდა იყოს ეს ტექსტი შემზადებული, ფაქტი ერთია: ამ პირობის წიგნიდან სალადინის მხარე ჩანს კრიტიკულ პოზიციაში და არა პირიქით. ეს სალადინისაა, რომ ამშვიდებენ, - თავს არ დაგესხმითო; მას აძლევენ გარანტიას და არა პირიქით, გავიხსენოთ, რომ აიუბიანთა სახელმწიფო უშუალოდ არ ემიჯნებოდა საქართველოს, ამდენად, აქ ის ჩანს, რომ თამარის დროინდელ საქართველოს შეეძლო დაელაშქრა არა მარტო მისი მომიჯნავე ქვეყანა, არამედ მისგან საკმაოდ დაშორებული სახელმწიფო. ეტყობა, საქართველოდან ამის საშიშროება თუ პრეცედენტი ყოფილა, თორემ ასეთი პირობის მოცემას სალადინი არ მოითხოვდა (თუ არ გამოთხოვდა) საქართველოს მეფეს. ჩანს, სალადინი თხოულობს გარანტიას, რომ მის გარკვეულ ველაიათსა და ქალაქს საქართველო არ (თუ აღარ) დაესხმის“ (მ. თოდუა. დასახ. ნაშრომი. გვ. 75).

მკვლევართა ერთი ნაწილი დააბნია ,,პირობის წიგნის“ სათაურმა, საიდანაც კარგად არ ჩანდა სალადინი წერილის ადრესატი იყო, თუ თამარის შუამავალი ნამდვილი ადრესატისადმი. მაგ. ჯ. გიუნაშვილი ამტკიცებს; 1. წერილი ქართულია და მისი ავტორია თამარი; 2. თამარისათვის ეს წერილი ეგვიპტეში შეუდგენიათ სულთნის კანცელარიაში; 3. მზა ტექსტი გაუგზავნიათ საქართველოში. ანალოგიურად ფიქრობს მკვლევარი გ. ბერაძე. იგი ვარაუდობდა, რომ თავის მდივანს ქათებ ისპაჰანელს შეადგენინა მისთვის მისაღები ,,პირობის წიგნი“, რომელიც სულთნის მოთხოვნით უნდა გამოეგზავნა თამარს. პროფ. მ. თოდუამ საფუძვლიანად უარყო ასეთი მოსაზრება. მან გააკეთა რამდენიმე სრულიად ლოგიკური დასკვნა: ,,1. თამარს არასოდეს ჰქონია საქმე ისე, რომ სალაჰ ალ-დინის დიქტატი მიეღო და, უნდოდა ეს, თუ არ უნდოდა, მისთვის შემოჩეჩებულ პირობაზე ხელი მოეწერა. ძალთა ასეთი შეფარდება თვითონ ,,ფიცის“ შინაარსიდანაც არ ჩანს. პირიქით, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იქ ლაპარაკია იმაზე რომ სალადინი თამარისაგან ითხოვს გარანტიას, საქართველო არ დაესხას თავს ეგვიპტეს და არ დაიპყროს მისი ხალხი და ტერიტორია; 2. კრებულის (,,თარასსოლის“) შემდგენელს ,,თამარის პირობა“ იმის ნიმუშად მოაქვს, თუ როგორ ფიცს იძლეოდნენ საქართველოს მეფეები, ხოლო თუ ეს წერილი საქართველოს სამეფო კარზე შედგენილი და აქედან გაგზავნილი არ იყო (ის სხვის მიერ იყო შედგენილი და თავს მოხვეული ქართველი მეფისთვის) და თუ ეს ამბავი ამ კრებულის შემდგენმა კარგად იცოდა, მაშინ რა ფასი უნდა ჰქონოდა ტექსტის მოტანას ქართველთა ფიცის ნიმუშად?; 3. წერილი, როგორც ვნახეთ, დათარიღებულია, თუ იგი სალადინმა ეგვიპტეში შეადგენინა თავის მდივანს, ემად ალ-დინს, როგორ გაითვალისწინა მან წინასწარ, რომ როცა ამ წერილის მზამზარეული ტექსტი იმ სიშორიდან თამარს მოუვიდოდა და როცა ეს უკანასკნელი მას გადაწერდა (გადააწერინებდა), ის დღე პირველი ჯომადის თვის თექვსმეტი რიცხვი, დღით ხუთშაბათი იქნებოდა? რა გარანტია ჰქონდა მას, რომ თამარი, ვთქვათ, პარასკევს არ გადააწერინებდა მას?“ (მ. თოდუა. დასახ. ნაშრომი. გვ. 76-77). 

დამაჯერებელია მ. თოდუას დასკვნაც, რომ ,,ფიცი“ შედგენილი იქნა საქართველოს სამეფო კანცელარიაში მუსლიმანური სამყაროს ზედმიწევნით მცოდნე საგანგებო მდივნის მიერ. ეს დასტურდება ქრისტეს შესახებ ამბების გადმოცემით, არა ,,სახარების“, არამედ ,,ყურანის“ მიხედვით. (მ. თოდუამ საგანგებოდ შეისწავლა ქრისტიანული საფიცარები, რომლებიც ახლავს ფიცს და დაასაბუთა, რომ ქრისტიანიზმი აქ ერთგვარად შეფერილია ყურანისეული ინტერპრეტაციით. იხ. გვ. 78-80, შენიშვნა N 141). ძალზე მახვილგონივრულად ნაპოვნია ნაშრომში ,,ფიცის“ დათარიღების ორიენტირიც. ქათებ ესპაჰანელს ,,ფიცის“ გადმოცემისას შენარჩუნებული აქვს თარიღი: პირველი ჯომადის თექვსმეტი რიცხვი, ხუთშაბათი (წელი მითითებული არ არის). მკვლევარმა ზოგად ორიენტირად აიღო თამარისა და სალადინის მეფობათა პერიოდი. თამარი მეფობდა 1184-1207 წლებში. სალადინი გარდაიცვლა 1193 წელს, მაშასადამე, ,,ფიცი“ უნდა დაწერილიყო 1184-1193 წლებში, მაგრამ პირველი ჯომადის, თექვსმეტი რიცხვის ხუთშაბათი ამ ზოგად საორიენტაციო პერიოდში ორჯერ დადგა: 1185 წლის 15 აგვისტოს და 1190 წლის 21 ივნისს. მ. თოდუამ დაუშვა, რომ ,,თამარის ფიცი“ სალადინის მომართვის პასუხია; მისი აზრით, ქ. იერუსალიმზე დარტყმის წინ სალადინს აინტერესებდა, ხომ არ დაეხმარებოდა ჯვაროსნებს საქართველო? თამარმაც აღუთქვა უზენაესი ფიცით, რომ არ ჩაერეოდა ეგვიპტე-ჯვაროსანთა კონფლიქტში, ამიტომაც მ. თოდუამ უპირატესობა მიანიჭა 1195 წლის 15 აგვისტოს. თავისთავად, ასეთი დაშვება ლოგიკას არ არის მოკლებული, მაგრამ იქმნება ერთი გაურკვევლობა. იერუსალიმის აღების შემდეგ დიდი განსაცდელი შეუდგათ ქართულ მონასტრებსაც, ამიტომაც მეფე თამარს სპეციალური ელჩობის გაგზავნა მოუხდა, რაც ზედმეტი იქნებოდა ,,ფიცის წიგნი“ 1185 წელს რომ დადებულიყო. ჩვენ განსხვავებული ვარაუდი გვაქვს. 1190 წელს საქართველოს სამეფო კარზე ორგვარი მიმართულება შემუშავდა: დაიწყო 17-წლიანი ომების ციკლი და პარალელურად გამოცხადდა თამარისეული სათნოება, ანუ ივ. ჯავახიშვილის ენით რომ ვთქვათ, წონასწორობის პოლიტიკა. თამარი კიდევაც უტევდა და ურთიერთობის ახალ ფორმასაც სთავაზობდა, ამიტომაც მისი თანამედროვე ისტორიკოსები მზეთუნახავ ანგელოზს - ახალგაზრდა მეფე-ქალს ადარებენ სანთელს. სანთელს კი ორმაგი მნიშვნელობა აქვს: ანათებს თვითდაწვის ფასად, თანაც დაწვაც შეუძლია, განათებაც. ე.ი. თამარი მტრისადმი ავლენდა სანთლის ერთ თვისებას - სწვავდა, მოყვარის მიმართ მეორე თვისებას - გზას უნათებდა. სწორედ ასეთი მორალურ-პოლიტიკური დოქტრინის გაცხადების პერიოდს მიესადაგება ,,თამარის ფიცი“. იგი უნდა გაფორმებულიყო 1190 წლის 21 ივნისს (პირველი ჯომადის) თექვსმეტში, ხუთშაბათ დღეს. შესაძლებელია, ეს დღეც არ იყო შემთხვევითი, ეგებ სწორედ ხუთშაბათობით ხდებოდა სამეფო კარის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულების უზენაესი ხელრთვა.თამარის ,,ფიცის წიგნი“ ქართული დიპლომატიის რეალისტური შინაარსის მაჩვენებელია. მეფე თამარი რელიგიური პიროვნება იყო, ეს მკვეთრად ხაზგასმულია: ,,ქართლის ცხოვრებაში“, ფოლკლორში. მისი სისადავე აისახა ფრესკაშიც, მაგრამ საშინაო და საგარეო პოლიტიკაშიც დგას სრულიად რეალისტურ პოზიციებზე; საშინაო პოლიტიკაში ტოლერანტიზმის მიმდევარია, ჭეშმარიტი რჯულთშემწყნარებელი, საგარეო პოლიტიკაში წონასწორობის მომხრე. ყველაზე რელიგიურმა მეფემ შექმნა ყველაზე შემწყნარებლური სახელმწიფო. ამის ნიმუშია ,,ფიცის წიგნიც“. ქრისტიანული ძლიერი სახელმწიფოს ხელმწიფე, წმინდანად შერაცხული თამარი ფაქტობრივად გამოვიდა ქრისტიანობის დაუძინებელი მტრის სალადინის მოკავშირე. ამრიგად, ქართულმა დიპლომატიამ საგარეო პოლიტიკა დაუქვემდებარა ეროვნულ მისწრაფებებს.

თამარის ,,ფიცის წიგნს“ არ შეეძლო გადაეჭრა პალესტინის ყველა პრობლემა. მამლუქთა სულთანი ყოველთვის ვერ აკონტროლებდა გამარჯვებით გამოწვეულ ისლამურ ეიფორიას. ამიტომაც ისტორიკოსს ბეჰა ალ-დინის ცნობით 1192 წელს საქართველოს ელჩობა განმეორებით სწვევია სალადინს: ,,საქართველოს მოციქული ეახლა სულთანს, რათა გამოეცხადებინა ვრცელი საჩივარი იერუსალიმსა და მის სანახებში ქართველების კუთვნილი მიწებისა და მონასტრების თაობაზე. იგი ჩიოდა, რომ ქართველებს წაართვეს მონასტრები და მიწები და ითხოვდა მათ დაბრუნებას“ (მ. თოდუა, გ. ბერაძე). სწორედ აღნიშნავს პროფ. მ. თოდუა: ,,დადო რა ამ წერილით თავდაუსხმელობის პაქტი ეგვიპტე-სირიის ძლიერ სახელმწიფოსთან და აწარმოებდა რა მოქნილ პოლიტიკას, ჩვენმა სამეფო კარმა გადადგა ერთადერთი სწორი ნაბიჯი. საქართველომ უკვე კარგად იცოდა ჯვაროსანთა ნამდვილი მიზნები და მიუხედავად იმისა, რომ კლასიკური ქრისტიანული ქვეყანა იყო, საკუთარი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარემ, თავის ერთმორწმუნე, მაგრამ კოლონიების მაძიებელი ჯვაროსნების მხარის აბმას თავის ძლიერ და ლოიალურ მეზობელთან სტაბილური ურთიერთობის შენარჩუნება არჩია“ (მ. თოდუა. დასახ. ნაშრომი, გვ. 82).

,,ფიცის წიგნი“ მართალია სპარსულენოვანი, არაბულ ეგვიპტეში გაგზავნილი, მაგრამ ქართული დოკუმენტია, სამწუხაროდ, არ შემორჩენილა მეორე მხარის - სალადინის ,,პირობის წიგნი“. ჩვენ ვფიქრობთ, სალადინმა აღუთქვა ქართველ მეფეს, რომ 1. არ შეაწუხებდა ქართულ მონასტრებს პალესტინაში, სინაიზე და სირიაში; 2. არ ჩაერეოდა ომებში, რომელსაც საქართველო აწარმოებდა მაჰმადიან მეზობლებთან; 3. ქართველ ვაჭრებს და საერთოდ საქართველოს ქვეშევრდომებს ექნებოდათ თავისუფალი მიმოსვლის საშუალება მამლუქთა ქვეყანაში.

ხაზგასმულია ერთი საკითხიც. ,,ფიცის წიგნი“ გამოირჩევა ლაკონიურობითა და რელიგიურობით, ზუსტად ასეთი სტილისაა ,,ქართლის ცხოვრებაში“ შემონახული თამარის პასუხიც რუქნადინისადმი.

1193 წელს გარდაიცვალა ეგვიპტე-სირია-პალესტინის მამლუქთა სახელმწიფოს შემქმნელი, აიუბიანთა დინასტიის დამაარსებელი ყველაზე ,,დიდი ქურთი“, ევროპელი მთავრებისა და ინგლისის პოპულარული მეფის რიჩარდ ლომგულის წარმატებული მოწინააღმდეგე სალაჰ ალ-დინი (ანუ სალადინი), მაგრამ ქართველთა ეგვიპტური პოლიტიკა არ შეცვლილა. ქართველებმა მონაწილეობა არ მიიღეს ეგვიპტის წინააღმდეგ წარმართულ არცერთ ჯვაროსნულ ლაშქრობაში. XIII საუკუნის დასაწყისში ცოტა გაცივდა ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა, ამიტომაც აშკარად იგრძნობა, რომ ,,შაჰ-არმენთა“ ქვეყანაზე (ე.ი. ხლათის ქვეყანაზე) დარტყმებისას, იერუსალიმში, დამასკოსა და კაიროში სიმპათიურად უყურებენ მაჰმადიანთა ბრძოლებს საქართველოს წინააღმდეგ. მეფე თამარის სიკვდილის შემდეგ ეს განწყობილება შედარებით გაღრმავდა. ამის შედეგი იყო პალესტინაში ქართველთა ლაშქრობის სამზადისი. სანამ მეფე თამარს მტკიცედ ეპყრა სახელმწიფოს საჭე ხელში, მას არ შეუცვლია აღებული ეგვიპტური კურსი. სწორედ ამ გარემოებითაც (სხვა მიზეზებთან ერთად, რასაკვირველია) უნდა აიხსნას ირანში განხორციელებული შეჭრისას ხორასნის მიმართულების არჩევა. ირანში ლაშქრობის წინ ქართველებს ჰქონდათ ორი ალტერნატიული ვარიანტი: ხორასანი ან ერაყი. ამ უკანასკნელზე უარი გამოწვეული იყო ეგვიპტისადმი ანგარიშის გაწევითაც. ერაყი არ შედიოდა უშუალოდ მამლუქთა სახელმწიფოში, მაგრამ აქ იჯდა ხალიფა, რომლის პოლიტიკურ გარანტად სალადინის ხანიდან გამოდიოდა ეგვიპტე-სირიის მამლუქთა სახელმწიფო. ტრადიციული ურთიერთობა კაირო-დამასკოსთან შეიცვალა ლაშა-გიორგისა და რუსუდანის დროს, სამაგიეროდ, მთლიანად აღადგინა გიორგი ბრწყინვალემ, თამარის ეპოქის ,,დიდმა რესტავრატორმა“.

დამოუკიდებელი უნივერსიტეტი,,იბერია“თბილისი 1994

მამული, ენა, სარწმუნოება

18 აპრილი - ხსენება ღირსი თეოდორა თესალონიკელისა (+892)
წმიდანის მორჩილება, მარხვა და ლოცვა სათნო ეყო უფალს და თეოდორამ სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი დედა სასწაულებს იქმოდა სიკვდილის შემდეგაც.
18 აპრილი - ხსენება მოწამეებისა: აღათოპოდი დიაკვნისა, თეოდულე მკითხველისა და სხვათა (+დაახლ. 303)
მოწამემ სიხარულით შეჰღაღადა უფალს: „დიდება შენდა, უფალო, მამაო ღვთისა ჩემისა იესო ქრისტესო. გმადლობ შენ, რამეთუ ღირს მყავ აღვესრულო სახელისა შენისათვის“, მაგრამ ფაუსტინმა ბრძანა, პატიმრები კვლავ ციხეში ჩაეყვანათ. საპყრობილეში წმიდანებმა ერთნაირი სიზმარი ნახეს: ხომალდი, რომელშიც ისინი ისხდნენ, ჩაიძირა, თვითონ კი სპეტაკი სამოსლით გამოვიდნენ ნაპირზე. მოწამეებმა მადლობა შესწირეს ღმერთს მათთვის მოწამეობრივი აღსასრულის გამზადებისთვის.
gaq