საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო მოთხრობები

9. ძირითადი დასკვნები - საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობანი XI-XIII საუკუნეებში (,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“)
ლოვარდ ტუხაშვილი

საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობანი XI-XIII საუკუნეებში

9. ძირითადი დასკვნები

ლოვარდ  ტუხაშვილი

,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“

წიგნი I

ბაგრატ III-დან გიორგი  V ბრწყინვალემდე

წიგნში მონოგრაფიული წესით განხილულია ქართული დიპლომატიის განმსაზღვრელი მიმართულებანი X-XV საუკუნეებში, ე.წ. ,,იმპერიულ ხანაში“ ანუ ერთიანობის ეპოქაში. წარმოდგენილი ნარკვევები არის ქართული დიპლომატიის ისტორიის პირველი ნაწილი. წიგნში შესული ცალკეული ნარკვევები, დამოუკიდებელი შინაარსის მიუხედავად ქმნიან ქრონოლოგიურად თანამიმდევრულ გაბმულ ციკლს. მეორე ნაწილში ნაჩვენები იქნება თუ როგორ შეიცვალა სრული სუვერენიტეტის მქონე ქვეყნის ორიგინალური საგარეო პოლიტიკა ,,აღდგენა-გამოხსნისათვის“ ბრძოლის მანევრად.

მონოგრაფია გამიზნულია სტუდენტი-ახალგაზრდობისათვის. ვფიქრობთ იგი ფართო საზოგადოების ყურადღებასაც დაიმსახურებს.

 

XI-XIII საუკუნეებში საქართველოს საგარეო-ეკონომიკურმა ურთიერთობებმა შეიძინეს თვისებრივი სიახლე; სატრანზიტო ვაჭრობა საბოლოოდ გარდაიქმნა დამოუკიდებელი ეკონომიკური ორიენტაციის საექსპორტო-საიმპორტო ვაჭრობად. ამ პერიოდში მთლიანად არ გამქრალა საშუამავლო-სატრანზიტო ვაჭრობაც, მაგრამ მას მიენიჭა დაქვემდებარებული ხასიათი. ეკონომიკური სტრატეგია უკვე ყალიბდებოდა არა ევროპა-აზიის შემაერთებელი მაგისტრალების სპეციფიკით, არამედ ფეოდალური ქართული მონარქიის სახელმწიფოებრივი ინტერესებით;

2. ,,ყოველი საქართველო“ XI საუკუნიდან (ბაგრატ IV, დავით აღმაშენებელი) ჩაება ჯერ ამიერკავკასიის რეგიონზე გამავალი სავაჭრო მაგისტრალების ხელში ჩასაგდებად, მათზე პოლიტიკური კონტროლის დამყარების შემდეგ კი სცადა ირან-ლევანტის ეკონომიკური არხების დაკავება. XII საუკუნის გრანდიოზული ომების ერთ-ერთ მიზეზს ქართული სახელმწიფოს ,,სავაჭრო კაპიტალის” ინტერესების დაცვა წარმოადგენდა...

3. გაერთიანებული საქართველოს სამხედრო წარმატებებს სწრაფად არ მოჰყოლია შესაბამისი ეკონომიკური ეფექტი, ეთნიური ექსპანსიის პოტენციალის შედარებით სწრაფი ამოწურვა, ეკონომიკური ექსპანსიის დაბალი უნარი, აიძულებდა საქართველოს ყურადღება გადაეტანა კულტურული ექსპანსიის ფორმაზე, რაც უკვე მყარად ჩამოყალიბებული ეროვნულ-რელიგიური სამყაროს შეპირისპირებისას, ძალზე გაჭიანურდა. ამ პროცესმა თავის მხრივ შეაფერხა საერთო-ეროვნული ბაზრის ჩამოყალიბება (საერთო კავკასიური მასშტაბით) და გაართულა სავაჭრო წრეების ,,ქართველიზაციაც“...

4. XI-XII საუკუნეებში საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობაში აქტიურად ჩაება ქართული სახელმწიფოს 4 ეთნიური ელემენტი: წმინდა ქართული, სომ

ხური, მაჰმადიანური (,,სპარსული“) და ებრაული. დასაწყისში დომინირებდა მაჰმადიანური, მე-12 საუკუნის შუალედიდან ებრაული და ქართული, მე-13 საუკუნიდან მაჰმადიანური და ებრაული მთლიანად გამოდევნა სომხურმა ე.წ. ,,ხოჯაურმა კაპიტალმა“. ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური სამყაროს მომენტში სავაჭრო წრეების ეთნიურ სახეს სოციალურ-პროფესიული შინაარსი ეძლეოდა, მაგრამ კრიტიკულ სიტუაციებში უარყოფით მნიშვნელობას იძენდა...

5. ექსპორტ-იმპორტის დაახლოებითი ურთიერთშეპირისპირებიდან ჩანს, რომ სახელოსნო ნაწარმის საქონელბრუნვაში საქართველოს პასიური ბალანსი ჰქონდა, რის კომპენსაციასაც ახდენდა ხარკით, სამხედრო ალაფით და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით. ეს უკანასკნელი აქტიურად გამოდიოდა შემოზიდული საქონლის ეკვივალენტის როლში. ამ პროცესმა ხელი შეუწყო გლეხთა ექსპლოატაციას, სამიწათმოქმედო შრომის ინტენსიფიკაციას, რამაც თავის მხრივ დააჩქარა სოციალური პროგრესი - ბატონყმობის განმტკიცება;

6. ქართული სახელმწიფო კლასიკურ ხანაში (განსაკუთრებით მე-12 საუკუნის შუალედში) ცდილობდა განესაზღვრა საგარეო ეკონომიკური მიმართულებების შინაარსი, მოეხდინა ექსპორტ-იმპორტის რეგულაცია, აქტივისა და პასივის ბალანსირება, სახელმწიფო ბიუჯეტის შემუშავება. ასეთმა საჭიროებამ მკვეთრად გაზარდა ძირითადი საფინანსო უწყების - მეჭურჭლეთუხუცესის სახელოს - როლი. სამწუხაროდ, მე-12 საუკუნის 80-იან წლებში, ყუთლუ-არსლანის პოლიტიკური მარცხის შემდეგ, სამეფო ხელისუფლებამ ხელოვნურად დაასუსტა საფინანსო დარგის ბიუროკრატიული უწყება, რამაც შემოსავლის არისტოკრატიაზე გადანაწილების ხარჯზე, მკვეთრად შეამცირა ფეოდალური წრეების კონტროლისაგან თავისუფალი კაპიტალის ოდენობა. შესუსტდა ეკონომიკური ცენტრალიზაციის პროცესი...

7. საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების რეგულაცია ხდებოდა მეჭურჭლეთუხუცესის (ან მისი უწყების რომელიმე დიდი მოხელის) მეშვეობით. რადგან იმ ეპოქაში საგარეო-პოლიტიკური ურთიერთობანი თითქმის არ განსხვავდებოდა საგარეო პოლიტიკური ურთიერთობებისაგან (ძალზე ხშირად პოლიტიკური ორიენტაცია ემთხვეოდა ხოლმე კიდევაც ეკონომიკურ ორიენტაციას), ჩვენ ვუშვებთ, რომ მეჭურჭლეთუხუცესის სახელო შეიცავდა საგარეო საქმეთა (პოლიტიკური აზრით) მოხელის (,,თანამედროვე“ გაგებით საგარეო საქმეთა მინისტრის) ფუნქციასაც. XI-XII საუკუნეებში საქართველო ვაჭრობას აწარმოებდა იმდროინდელი ცივილიზებული სამყაროს თითქმის ყველა ქვეყანასთან (ჩვენი ანგარიშით დაახლოებით 40 ქვეყნის 160-მდე პოლიტიკურ ერთეულთან). ეს მიუთითებს იმაზე, რომ (თანამედროვე ტერმინოლოგიით რომ გამოვხატო) საქართველოს ყველა პოლიტიკურ ერთეულთან დამყარებული ჰქონდა დიპლომატიური კავშირი.

 

დამოუკიდებელი უნივერსიტეტი

,,იბერია“

თბილისი 1994

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იულია ქალწული
29 ივლისს არის ხსენება წმიდა მოწამე იულია ქალწულისა. იგი კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე.
მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი
29 ივლისს არის ხსენება მღვდელმოწამე ათინოგენესი და მის ათ მოწაფეთა, რომლებიც ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები. მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ.
gaq