საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო მოთხრობები

„ლომებრ მყეფე, მტერთ სისხლ მჩქეფე“ (სოლომონ I)

1752 წელი, იმერეთი - დაშლილ-დანაწევრებული საქართველოს სულთმობრძავი მარგალიტი...

თურქული უღლის სიმძიმე უაღრესად შესჭირვებია იმერელ გლეხობას. წელში გამწყვეტი გადასახადებით სულს ხდიან ქართველობას ურჯულონი. გადასახადიც არის და გადასახადიც: სტამბოლის კარზე ყოველ წელს მიერეკებიან უტურფეს ასულებს და ახალშეღერილ ჭაბუკებს...

და მიჰყვება ქართული მიწიდან ძალად მოგლეჯილ შვილებს უსაშველო ვაებისა და კაეშნის მდუღარე ცრემლი...

არც მოღალატე თავადები აკლებენ ხელს, შარაგზის ავაზაკებად ქცეულან, იტაცებენ და საქონელივით ჰყიდიან სვეგამწარებულ ქართველებს ტყვეთა ბაზარზე. ყველაზე ძვირად ხომ სწორედ ქართველი ტყვე ფასობს...

30 ვერცხლი ჩხრიალებს დასავლეთ საქართველოში...

აღარც ღმერთი, აღარც რჯული, აღარც მამული ახსოვთ სულგაყიდულ ფეოდალებს და კაენის ცოდვით იმძიმებენ ავზნიან ყოფას...

სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა ლიხსიქითა საქართველო და სწორედ საბედისწერო ჟამს იმერეთის ტახტზე ადის 17 წლის მეფე, რომელმაც საკუთარ მხრებზე უნდა იტვირთოს უმძიმესი მემკვიდრერეობა. მეფე, რომლის მსგავსი არ მოსწრებია დაქუცმაცებული ივერიის სისხლხორცეულ ნაწილს - იმერეთს და რომელიც ისტორიაში უნდა შევიდეს სამარადჟამო გმირად. მისი სახელია - სოლომონ პირველი. 

სოლომონის მზეს ფიცულობდა წვრილი ერი

მეფე ერქვა და სამფლობელო დანაწევრებული დახვდა ჭაბუკ სოლომონს. იმერეთის მთავარი ციხეები თურქებს უპყრიათ მტკიცედ. შინა ორგულნიც საკმაოდ ჰყავს სოლომონს, მათ შორის პაპა - ლევან აბაშიძე და მშობელი დედა(!).

გულუძვრელი სიმტკიცით შეუდგა იმერთა მეფე ორგულთა დასჯას. გამორჩევით მსხვილ თავადებს ეკვეთა და საფუძველი მოურყია. დასაყრდენად საქართველოს მარად ერთგული ფენა აირჩია - ეკლესია, გლეხობა და წვრილაზნაურობა. წელში გაწყვეტილ გლეხკაცობას სათურქო და საფეოდალო გადასახადები გაუუქმა, სული მოათქმევინა, არსებობის ნიშატი დაუბრუნა...

სოლომონის მზეს ფიცულობდა წვრილი ერი...

რაც ყველაზე მთავარი იყო, იმერთა მეფემ მტკიცე და შურყეველი ნებით აკრძალა ყველაზე მძიმე სირცხვილი საქართველოსი - ტყვის სყიდვა(!).

ეს კი ბოღმით აშლილი თურქეთის გამოწვევას ნიშნავდა...

ხონთქარი აღიძრა იმერეთთან საომრად

სოლომონს მშვენივრად ესმოდა, რომ სტამბულის კარზე მის თამამ განზრახვას არ შეეგუებოდნენ. იმერეთი გამალებით ემზადებოდა საომრად. მეფემ თორმეტი გვარის მოთავენი შემოიკრიბა, „ფიცის კაცად“ წოდებულნი, მამულიშვილური სული გამოუფხიზლა, „ნიჭითა და წყალობით“ აავსო და ბრძოლებისთვის შ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ეამზადა. დიდი ძალა იყო სოლომონისთვის „ფიცის კაცნი“, ათი ათასამდე მეომარი გამოჰყავდათ მეფის თანამდგომებს, ბრძოლაც მედგარი იცოდნენ - უღალატო, ვაჟკაცური, გმირული...

ნელ-ნელა, მაგრამ ფეხზე დგებოდა მიწასთან გასწორებული იმერეთი...

დროულიც იყო, რადგან ხონთქარი უკვე სადამსჯელო ჯარს ამზადებდა სოლომონის ამოსაგდებად. არც მთლად უიმედოდ იყვნენ სტამბოლის სასახლეში, რამეთუ მეფის მოღალატენიც - როსტომ რაჭის ერისთავი და ლევან აბაშიძე აქეზებდნენ იმერეთის დასარბევად მადააღერღილ ურჯულოთა მხედრობას...

...და გამოვიდა საომარ ველზე ხონთქარ ოსმან მესამის ლაშქარი ურჩი ქვეშევრდომის დასასჯელად და ტყვეთა სყიდვის აღსადგენად...

ეს მერამდენედ ჩამოაწვა სისხლის ავბედითი ღრუბელი საქართველოს...

ჭეშმარიტი აღდგომა

1757 წელი იდგა. აღდგომა დილა გათენებულიყო. სოლომონ მეფე უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულისთვის ემზადებოდა ქუთაისის სასახლეში და ვიდრე სუფრა გახსნილდებოდა, მეფის ამალას მწარე მარცხი შეემთხვა. სასახლეში თურქმა იანიჩარმა შეალაჯა, მასპინძელივით შეათვალიერა იქაურობა, სახსნილოსთვის გამზადებულ შემწვარ-შეკაზმულ ცხვარს ბარკალი აახლიჩა და უდიერი ჭამა-თქლაფუნით თავის გზას ეწია. ბოღმით გულდამწვარმა ფარეშებმა ხელი ვერ შებედეს გათავხედებულ თურქს და ვიდრე მზარეული ახალ ცხვარს გაატყავებდა და მოამზადებდა, მეფეს სუფრის კურთხევა და სტუმართა მიღება შეუგვიანდა. მიზეზი მოიკითხა სოლომონმა, ძლივს გაუმხილეს მეფეს ეგზომ მკრეხელური საქციელი თურქი იანიჩარისა. ფეხზე წამოვარდა გვირგვინოსანი და დასჭექა: - განა სიკვდილი არ სჯობს ამისთანა სიცოცხლეს?! ღმერთმა მეორე აღდგომა ნუ გამითენოს, თუ ეგ წუნკლები იმერეთიდან სამუდამოდ არ გადავაშენოო...

ჭეშმარიტად აღდგომის დღე გაუთენდა იმერეთის სამეფო კარს!...

სოლომონ მეფე თურქებს საომარ დავლურში ქართული სულით და ქრისტეს სიყვარულით გაეგება...

„ფიცის კაცებმა“ მეფის ბრძანება მიიღეს: - სიკვდილი თურქებს!...

ომი დაიწყო!...

11 ათასი ქართველი, ისიც მამულისთვის გულანთებული?!

40 ათასი თურქი მოქროდა სოლომონის დასასჯელად და იმერეთის ასაოხრებლად. სამი სარდალი მოუძღოდათ _ გოლა ფაშა, ქეჰაია ფაშა და ბაშ-აღა. მეგზურ-რენეგატებად მოჰყვებოდნენ სოლომონის პაპა ლევან აბაშიძე და თავადი წულუკიძე.

ხრესილს მოვიდნენ, წყალწითელას ხეობაში და გაშლილ მინდორზე დასცეს წოწოლა კარვები. უკვე ცუცხვათის ციხიდან გამოსული და მტრის ურდოს შეერთებული ალი-ბეგ ფაშა სარდლობდა თურქებს...

ქართული დამხმარე ჯარიც მოუვიდათ მომხდურებს,

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
3-4 ათასი იმერელი და რაჭველი - აბაშიძე-წულუკიძის გამყიდველობით გზააბნეულნი...

სოლომონმაც შეაგროვა მეომრები, 11 ათასი მებრძოლი დადგა მისი დროშის ქვეშ. ოთხჯერ კი აღემატებოდა თურქთა ჯარი ქართველი მეფის ლაშქარს, მაგრამ - 11 ათასი ქართველი, ისიც მამულისთვის გულანთებული?!

იმედი ასწილად სჭარბობდა სასოწარკვეთას...

სიტყვა მეფური

1757 წლის 14 დეკემბერი, ხრესილის ველი. შემართული დგას იმერთა ჯარი. ბრძოლის წინ, ვითარცა ჭეშმარტი წინამძღოლი და მხედართმთავარი, საოცარ სიტყვას ამბობს 22 წლის მეფე იმერეთისა _ სოლომონ პირველი: „შვილებო(!), ძმებო, ქართველებო! მჯერა, არ შეგაკრთობთ მტერთა სიმრავლე. აკი ყოველთვის ასე გვჭირდა ქართველთა, მუდამ მცირენი ამარცხებდნენ ჩვენი წინაპარნი ათგზის უმრავლეს მოსისხლეებს. დღესაც მარტონი როდი ვიბრძვით, არამედ ჩვენთან არს ძალი იესო მაცხოვარისა! მისი თანადგომით უნდა ვიხსნათ ჩვენი სამშობლო და ქრისტეს სარწმუნოება. მაშ, მომყევით გულმხნედ და ვაჟკაცურად, ჩემო შვილებო!“

სულიერ მამასავით ლოცავდა ჭაბუკი მეფე საკუთარ ლაშქარს, რომელთა უმეტესობა ასაკით აღემატებოდა დაბრძენებულ გვირგვინოსანს...

ხმალი ამოაგელვა და შევარდნებივით აიყოლია მტრისკენ გაფრენილმა მეფემ ქართული ლაშქარი...

ყიჟინითა და ბუკ-ნაღარის ცემით ეგებებოდა ხრესილის მინდორი ზამთრიანი რიჟრაჟის შემობრძანებას, რათა ძლევამოსილი ბრძოლის სამუდამო მემატიანედ აღბეჭდილიყო საქართველოს მრავალტანჯულ ისტორიაში.

დასცხეს და მილეწეს ქართველებმა მრავალრიცხოვანი ურდო. მეწინავეებმა მსწრაფლ გადათელეს ჯგროდ აღმართული თურქები. ბრძოლის დასრულებას ესწრაფოდა სოლომონ მეფე და ყველაზე სქლად შეკრულ რაზმებს ეტევებოდა არნახული სიმამაცით. გმირებად ქცეულიყვნენ მისი თანამდგომნიც...

მაგრობდნენ თურქნი, რიცხვის სიმრავლით გულმიცემულნი. ბრძოლის გადამწყვეტ ჟამს გამოაგელვა მერანი წინა ხაზზე სოლომონმა და თურქულად დაიგრგვინა: „მთავარსარდალ ალი-ბეგ ფაშას ვიწვევ საომარ დავლურშიო“...

გამოვარდა ალი-ბეგ ფაშა და შუბის ძგერება მოუნდომა, ფარი აიქნია სოლომონმა, იარაღი დააგდებინა და ვიდრე თურქთა თავკაცი გონს მოეგებოდა, ხმალი აცეცხლა წითელთუღა ჩალმიან ფაშას. მთავარსარდლის მოკვეთილი თავი დაგორდა ხრესილის ველზე. გასაქცევად შებრუნდა სოლომონის ვაჟკაცობით დადედლებული მტრის ჯარი, მაგრამ ერთიც იძალა მოღალატურმა სისხლმა. პაპამ გმირ შვილიშვილს ერთხელაც ჩასცა „ზურგის მახვილი“ და ახლა თავად ჩაუდგა მთავარსარდლად თურქებს.

ისევ შეჯგუფდა მტრის ჯარი, შუადღის ჩრდილი ტაატით გადააგორდა ნაომარ მინდორს. გ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
მირის სიკვდილით დაეცა სამურზაყანოს ჭაბუკი მთავარი, სოლომონის ერთგული ხუტუნია შერვაშიძე...

სწორედ ამ დროს ქართველი გლეხის გეგელა თევდორაძის ნასროლმა თოფმა უნაგირს მოსწყვიტა მოღალატე ლევან აბაშიძე. წელგატეხილ თურქებს თავიც წარეკვეთათ საბოლოოდ და უგზოუკვლო სირბილით ბრძოლის ველიდან დაიკარგნენ...

ჩამთავრდა ომი - ყველაზე დიდი სახელის მქონე იმერეთის ისტორიაში. 12 ათასი თურქი გაეწყვიტათ ქართველებს, 15 ათასი ტყვედ აეყვანათ...

ზეიმობდა ქართული სული ისტორიულ გამარჯვებას...

გამყიდველი პაპის ცხედარი მოიკითხა იმერთა მეფემ, ერთიც მოიხადა მამაპაპური ვალი დიდსულოვანმა გვირგვინოსანმა, ცრემლი აპკურა შვილიშვილმა პაპას, მერე მკაცრად იკითხა: „ვინ მოჰკლაო ლევან აბაშიძე!...“ სამარისებურმა სიჩუმემ უხერხულად გადაუარა ბრძოლის ველს. სიმართლე სად დაიმალებოდა და წარუდგა გლეხი გეგელა თევდორაძე მეფეს: „მე მოვკალიო ლევან აბაშიძე, დიდო მეფეო!.. „ვითარ გაბედეო პაპაჩემის მოკვლა“ - გამომცდელი მზერით დააშტერდა  სოლომონი. ამაყად წარმოსთქვა მეფის ერთგულმა გლეხმა: „პაპათქვენი კი არა, ქვეყნის მტერი და ორგული მოვკალი, მეფევ მწყალობელოო!“

ბრძანა სოლომონმა: „გეგელა თევდორაძევ, ქვეყნის თავდადებისათვის აზნაურობა მიბოძებია!..“

ჭეშმარიტად მეფური სიტყვა გახმიანდა ჭაბუკი გვირგვინოსნის ბაგეთაგან...

სიხარულის მაცნეც იქვე მოუვიდა სოლომონს. „ფიცის კაცნი“ იტყობინებოდნენ - ქართული ციხეები დავაყრევინეთო თურქებს...

ქუთაისის ციხეღა რჩებოდა მტრის ხელში და ისიც რკინის ალყაში შეეკრა „ფიცის კაცს“ - ბერი ლორთქიფანიძეს.

სოლომონოც გაეშურა ქუთაისისკენ ქართველთა ჯარით, ორი კვირა კიდევ მაგრობდა შიმშილით ხელდარეული თურქობა მემედ-ალი კიკიან ფაშას სარდლობით. ორი კვირის თავზე გადამწყვეტი ბრძოლის დღეც მონიშნა იმერთა მეფემ. დილაბნელზე საიერიშო კიბეებით ჩაუხტნენ ქართველები ჯანგაბზარულ მტერს, ჩაუხტნენ და დაასიკვდილეს უკლებლივ, სიკვდილს შეჰყარეს მემედ-ალი კიკიან ფაშაც. - ოდესღაც ქართველად დაბადებული, ბედუკუღმართობით გათურქებული და ქრისტიანობის მოსისხლედ გადაქცეული...

...შემობრძანებულიყო 1758 წელი და იმერეთი დახსნილი იყო თურქთა უმძიმესი უღლისაგან. ქუთაისის ტახტს მოვლენოდა ღირსეული გვირგვინოსანი. უკვე ამკობდნენ ქვეშევრდომნი მამულისა და ხალხის სიყვარულით გულანთებულ მეფეს გმირის თიკუნით: „ლომებრ მყეფე, მტერთ სისხლ მჩეფე, იმერთ მეფე-სოლომონ!...“

ჭაბუკი ხელმწიფე ძლევამოსილების მწვერვალზე იდგა..

(ისტორიული წყაროების მიხედვით მოამზადა ზვიად სეხნიაშვილმა).

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იულია ქალწული
29 ივლისს არის ხსენება წმიდა მოწამე იულია ქალწულისა. იგი კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე.
მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი
29 ივლისს არის ხსენება მღვდელმოწამე ათინოგენესი და მის ათ მოწაფეთა, რომლებიც ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები. მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ.
gaq