საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

პეტრე იბერი – V საუკუნის გამოჩენილი ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მაიუმის ეპისკოპოსი, ქართული ეკლესიის წმინდანი

 

             გამოჩენილი ქართველი საეკლესიო მოღვაწე პეტრე იბერი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა 411-491 წლებში. იგი იყო იბერიის მეფის ბუზმარის შვილი, ბაკურ დიდის შვილიშვილი ქალიშვილის ხაზით. ერისკაცობაში პეტრე იბერი მურვანოსის (სირიული წყაროებით, ნაბარნუგის) სახელით იყო ცნობილი.

       საქართველოს გაქრისტიანების შემდგომ ფართოვდება კულტურული კონტაქტები იერუსალიმთან. საეკლესიო (უპირველესად საღვთისმსახურო) წიგნების თარგმნა, ლიტურგიკული პრაქტიკის  გაცნობა და ბოლოს, პიროვნული რელიგიური მისწრაფებები უბიძგებდა ქართველ მორწმუნეთ იერუსალიმისაკენ და პალესტინის სხვა წმინდა სავანეებისაკენ. როგორც ირკვევა, IV საუკუნის მეორე ნახევრიდან ჩნდებიან პალესტინაში პირველი ქართველები. V საუკუნდან კი ეს პროცესი შესამჩნევად ძლიერდება. ქართველთა ლტოლვა წმინდა მიწისაკენ ბერმონაზვნური  იდეალების მიმდევართა თუ უბრალოდ, მომლოცველთა სახით, იმდენად შესამჩნევი გამხდარა, რომ რომ ქართველები თავად აგებენ საკუთარ მონასტრებს და სასტუმრო სახლებს. იერუსალიმის პირველი ქართველი მომლოცველები სამეფო სახლისა და ადგილობრივი არისტოკრატიის წარმომადგენლები იყვნენ. მათ შორის თავისი წარმომავლობით, განათლებით, რელიგიური განცდის სიღრმით და საქმიანობის მასშტაბებით  გამოირჩევა პეტრე იბერი.

      423 წელს, როცა უფლისწული პეტრე 12 წლისა გახდა, იგი კონსტანტინოპოლს მძევლად გაგზავნეს ბიზანტიის კეისრის თეოდოსი II-ის (408-450) კარზე. აქ მისი სწავლა-აღზრდის საქმეს კოლხეთიდან მოწვეული ქართველ ფილოსოფოს მითრიდატე ლაზთან ერთად ხელმძღვანელობდა კეისრის მეუღლე დედოფალი ევდოკია. “ქართლის ცხოვრების” ცნობების თანახმად, მურვანს ბავშვობიდანვე დიდი ნიჭი გამოუმჟღავნებია და ბრწყინვალე საეკლესიო და ფოლოსოფიური განათლება მიუღია ბიზანტიელი სწავლულებისა და ფილოსოფოსების წყალობით. მისი ბიოგრაფის, ზაქარია ქართველის გადმოცემით, მურვანი მეფესა და სასახლის ფილოსოფოსებს ანცვიფრებდა ბერძნულის ცოდნითა და განსწავლულობით.

      ჭაბუკი მთელ დღეს ლოცვაში, მარხვასა და მღვიძარებაში ატარებდა, სამეფო შესამოსელის ქვეშ ფლასი ეცვა და ყრმობითვე ადამიანთა კურნების ნიჭი ჰქონდა მომადლებული. მას მამისგან გადმოცემული ჰქონდა სპარსეთში ქრისტესათვის წამებულთა წმიდა ნაწილები და მათ მსახურებდა უდიდესი მოკრძალებით. ძილის დროს წმიდა ნაწილების წინ წვებოდა ხმელ საწოლზე, საგებელის გარეშე და წმიდანები მხედართა სახით ეცხადებოდნენ მას, ნუგეშს სცემდნენ და მარადიული ცხოვრების შსახებ მოუთხრობდნენ. ერთხელ ასეთი შემთხვევა მომხდარა: ნათლისღების დღეს, როდესაც  მთელი სამეფო სახლეული, თვით მეფე–დედოფლის ჩათვლიტ, ეკლესიის გზას დაადგა, მურვანოსი მათ არ გაჰყოლია, რათა ტავისი ლოცვითი კანონი  გულმოდგიონედ აღესრულებინა და კანდელი აენთო მოწამეთა წმიდა ნაწილების წინაშე, რისთვისაც სთხოვა ერთ მსახურთაგანს, სეთი მოეტანა კანდელისატვის. მაგრამ, იმით განაწყენებულმა მსახურმა, რომ ასეთ საუფლო დღესაც კი არ თმობდა ქართველი უფლისწული ლოცვით კანონებს და სადღესასწაულო  განწყობილებას ურღვევდა, არ შეუსრულა თხოვნა. მურვანოსი არ განრისხებია – მშვიდად აავსო კანდელები წყლით, ზეთის ნაცვლად, ხელები აღაპყრო ფდა ზეგარდმო მადლი ითხოვა ღმერთისაგან და წმიდა მოწამეთაგან, რათა ანთებულიყო კანდელები. კანდელებიაინთო და შვიდი დღე–ღამის განმავლლოპბაშიო ზეთის გარეშე ენთო. როდესაც მეფემ და მისმა დიდებულებმა იხილეს უზეთოდ ანთებული კანდელები, „განკვირდეს და ადიდებდეს ღმერტსა და ჰნატრიდეს მონასა მისსა მურვანოსს, და ამბორს უყოფდა მეფე პირსა მისსა წმიდასა“.    

         განსაკუთრებული სულიერი და ინტელექტუალური მოთხოვნილებების  დასაკმაყოფილებლად  მურვანოსი რამდენიმე ქართველთან (მათ შორის მითრიდატე ლაზთან და ზაქარია ქართველთან) ერთად სასახლიდან გაიპარა და პალესტინაში გადასახლდა, ბერად აღიკვეცა და იწოდა პეტრედ.

       452 წ. პეტრე იბერი მაიუმის ეპისკოპოსად აკურთხეს. მან პალესტინასა და ეგვიპტეში მრავალი მონასტერი ააშენა, მათ შორის იერუსალიმში –  ქართველთა მონასტერი, სასტუმრო სახლი და დააარსა სკოლა, რომელშიც, გარდა ქართველებისა, ბერძნები, სირიელები და სხვებიც სწავლობდნენ. თუ რაოდენ ინტენსიური იყო პეტრესა და მისი მოწაფეების საქმიანობა, ერთი ფრაგმენტიც მოწმობს მისი “ცხოვრებიდან”: “წარვიდენ ეგვიპტედ სანახებთა სკიტისათა...” აქაური ადგილები მოილოცეს, შემდეგ გამოარჩიეს ერთი ადგილი და აღაშენეს მონასტერი და ეკლესია, შემდეგ ისევ იერუსალიმში დაბრუნდნენ და ისევ ააშენეს “ქალაქსა შინა სახლი სასტუმრო”.  პეტრეს აშენებულად არის მიჩნეული ეგვიპტეში, თებეს ნეკროპოლში მდებარე ეკლესია.

     იერუსალიმში, სიონის ეკლესიასთან, დავითის კოშკის სიახლოვეს, პეტრეს აუშენებია მონასტერი “იბერთა მონასტრის” სახელწოდებით. 1652 წელს იტალიელმა არქეოლოგმა ვირჯილიო კორბომ იუდას უდაბნოში, ბირ-ელ-კათის მახლობლად, აღმოაჩინა ქართული მონასტრის ნანგრევები, რომლის იატაკი შემკული იყო ქართული ასომთავრულით შესრულებული მოზაიკური წარწერებით. წარწერაში მოხსენიებული პირები იდენტიფიცირებულნი არიან პეტრე იბერთან (მურვანოსი), მის მამასთან (ბურზენი) და პაპასთან (ბაკური) . ამ მონასტრის აშენებაც პეტრე იბერის სახელთანაა დაკავშირებული.  

      ზაქარია ქართველი პეტრე იბერის შესახებ ამბობდა: “იგი იყო მშვენება და დიდება საქართველოსი და მცველი მთელი ქვეყნისა”. იოანე რუფუსი პეტრე იბერს “მეორე პავლეს” და “მეორე მოსეს” უწოდებდა.

            შუა საუკუნეების ქრისტიანული საღვთისმეტყველო-ფილოსოფიურ ლიტერატურაში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ტექსტად არის მიჩნეული ე.წ. “არეოპაგიტული კორპუსი.” დიდი ხნის განმავლობაში მის ავტორად ითვლებოდა I საუკუნის მოღვაწე დიონისე არეოპაგელი (რუსთაველთან “ბრძენი დივნოს”), რომელსაც თვით მოციქულ პავლესგან ჰქონდა მოსმენილი ქრისტეს მოძღვრება.  “არეოპაგიტული კორპუსის” დიონისე არეოპაგელისადმი მიკუთვნება ეჭვის ქვეშ დააყენეს ჯერ კიდევ XIV საუკუნეში ბიზანტიელმა და დასავლეთ ევროპელმა ჰუმანისტებმა. XIX საუკუნიდან კი საღვთისმეტყველო და ფილოსოფიური ტერმინოლოგიის, აგრეთვე ტექსტში გამომჟღავნებული ისტორიული ანაქრონიზმების მეცნიერული შესწავლის საფუძველზე “კორპუსის” ავტორად II-V საუკუნეების არაერთი ცნობილი ქრისტიანი ავტორი იქნა მიჩნეული. მათ შორის ერთ-ერთია პეტრე იბერი. “არეოპაგიტული კორპუსის” ავტორთან მისი იდენტიფიკაცია ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მოახდინეს  ქართველმა მეცნიერმა შალვა ნუცუბიძემ და ბელგიელმა მეცნიერმა ერნესტ ჰონიგმანმა.

      პეტრე იბერი მხოლოდ XII-XIII სს. მიჯნაზე იქნა აღიარებული და წმინდანად შერაცხული. მისი ხსენების დღედ 3 დეკემბერი დაწესდა.

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq