საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

ძველი ქართული პოეზიის ერთი შედევრის ინფორმაციები დავით მეოთხის დამსახურებებისა და ზედწოდება აღმაშენებლის შესახებ
გაიოზ მამალაძე

  დავით აღმაშენებლის ფენომენში განხორციელდა და გამოვლინდა ქართველი ადამიანის ყველა ტალანტი – ხალხის სიყვარული, მამულიშვილობა, საქმისათვის თავდადება, ფიზიკური სიძლიერე, სახელმწიფოებრივი შესაძლებლობანი, სამხედრო დიდება, უდიდესი ეროვნული აღორძინების შესაძლებლობა, სულიერი სიფაქიზე, მორალური ამაღლებულობა, განათლებულობისადმი სწრაფვა, კულტურტრეგერობა, ტოლერანტობა, შეუპოვარი შრომის უნარი, პოეტური ნიჭი, დიდი ქრისტიანული რწმენა…

 „ძლევაჲ საკჳრველი“ ჩვენი ერის უდიდესი სიამაყეა სამხედრო საქმეში, რომლის შემდეგაც ქართული სახელმწიფო გაერთიანდა და ტფილისი კვლავ გახდა ერთიანი საქართველოს დედაქალაქი. რაც არ უნდა უჭირდეს ქართველს, მას უდიდეს ძალას აძლევს შეგნება, რომ საქართველოს 56 000  ჯარისკაცს შეუძლია დაამარცხოს 400 000 (ზოგი წყაროთი 500 000 და მეტი) საქართველოსა და ქრისტიანობის, ზოგადად სამართლიანობის, კაცობრიობის მტერი. შეიძლება დავითის თანამედროვე ლათინი და სომეხი ისტორიკოსების მიერ გადმოცემული ქართველთა მტრის, მაჰმადიანთა ჯარის რიცხოვნობა გადაჭარბებულია, მაგრამ, ჩვენი წინაპრები რომ დიდგორის ბრძოლაში გაცილებით ნაკლები იყვნენ, არავისთვის საკამათო არ არის. დიდგორის ბრძოლაში ჩვენი გამარჯვება მთლიანად დავით მეფის ბრწყინვალე სარდლობის, ღვთისგან მადლმოსილებისა, ქართველი მეომრების თავდადების; მოკავშირეების: ლათინების (ევროპელების, ჯვაროსნების), ყივჩაღებისა და ოსების ვაჟკაცობის დამსახურებაა.

 

დავით აღმაშენებელმა გააერთიანა და გაათავისუფლა მთელი კავკასია აზოვისა და შავი ზღვებიდან დარუბანდისა ზღვადმდე… ჩვენი ხელმწიფე არა მარტო ქართველთა სიამაყეა, ის უნიკალური მოვლენაა კავკასიის ისტორიაში, რომლის მეფობიდანაც იწყება იმიერ და ამიერ კავკასიის გაერთიანება გარეშე მტრების წინააღმდეგ და კავკასიელი ხალხების, სომხების, შარვანელების, დარუბანდელების, ოსების, ყივჩაღების, დურძუკების, ლეკების, კავკასიაში მცხოვრები ებრაელების, არაბების, ქურთების, სპარსების თუ სპარსულენოვანი სხვა ხალხების და სხვათა დიდი პატივისცემა პოლიტიკაში და მშვიდობიანი ცხოვრება და კულტურული აღორძინება რეგიონში.

 

დავით აღმაშენებელი არა მხოლოდ ქართველთა გმირია, იგი სამაგალითო ადამიანია ხალხებისთვისაც… და ამიტომ აქებდნენ მას ქართველები, სომხები, არაბები და სხვები.

დავით აღმაშენებელმა ტფილისში და სხვა ქალაქებში მცხოვრებ მაჰმადიანებს, სომხებს, ებრაელებს, არაბებს, სპარსებს ცხოვრების, ვაჭრობისა და ხელოსნობისთვის მშვენიერი პირობები შეუქმნა.

 

დავით აღმაშენებელზე უამრავი რამ დაწერილა. დიდი ადამიანები, გენიალური შემოქმედები, ყოველ დროში შესანიშნავად ხვდებოდნენ დავით აღმაშე

ნებლის ფენომენს. ჩვენი მეფეთა მეფის მიმართ მის სიცოცხლეშივე იქმნებოდა „შესხმანი“, ლექსები და ოდები მეფის დამსახურებების აღსანიშნავად და აღსაწერად. რამდენიმე მათგანი, შესანიშნავი ქმნილებანი შემორჩენილია. მაგ. არსენ ბერის შესხმა მეფისადმი, არსენ იყალთოელის „დავით მეფის ეპიტაფია“ (შეიძლება არსენ ბერი და არსენ იყალთოელი ერთი და იგივე პიროვნება იყოს, შეიძლება არა) და ქვემომოყვანილი ლექსი.

 

მკითხველს ვთავაზობთ ერთ ძველ ოდას, შესხმას დავით მეფისადმი. უცნობი ავტორის ბრწყინვალე ლექსს „გიამბობ სიფრიადესა“. ლექსი შემონახული ყოფილა ზეპირსიტყვიერად,  ჩაუწერია ილია ჭავჭავაძეს ნიკოლოზ ტარიელის ძე დადიანისგან და გამოქვეყნებული იყო 1902 წელს "მოგზაურში" (N 1). ლექსს იქვე აქვს ზოგიერთი სიტყვის განმარტება (რაც ბრჭყალებში ჩასმული წარმოვადგინეთ ჩვენეულ განმარტებებში).

 

ლექსს  აშკარად ეტყობა რომ ძველია და დავით მეფის დროინდელი უნდა იყოს, მის სიცოცხლეშივე შექმნილი, თანამედროვის მიერ, რადგან, ლექსში დავით მეფეზე საუბარი ეტყობა (იგულისხმება) რომ აწმყო დროშია („ხადოდის“ - აღიარებს და არა „ხადოდა“ - აღიარებდა და სხვა) ან უახლოეს წარსულში. არის ვარაუდი, რომ მისი ავტორი შეიძლება იყოს არსენ იყალთოელი.

 

ავტორი დავით მეფეს უწოდებს „აღმაშენს“, რაც პოეტური, იმდროინდელი ენისათვის დამახასიათებელი თქმაა, შემდეგ ტრანსფორმირებული შეიძლება იყოს აღმაშენებლად ან პოეტური ქმნილების გამო ასე შემოკლებით მოცემული ლექსში.

 

ზედწოდება აღმაშენებელი თითქოს გვიან უწოდეს დავით მეოთხეს, მაგრამ, მის გელათისადმი ანდერძში (რომელიც ჩემი აზრით უდიდესი ნაწილი გაყალბებული არ უნდა იყოს, გარდა სამეფო მემკვიდრეობის პრინციპის ცვლილების მოთხოვნისა, დავითის მხრიდან დემეტრესადმი), არის ფრაზა შიომღვიმის შესახებ: „მიეცინ სიმტკიცე ეკლესიასა, ჩემ მიერ აღშენებულსა!“ ამ ფრაზის სიტყვა „აღშენებულიდან“ უნდა იყოს წარმოქმნილი დავით მეოთხის ზედწოდება, აღმაშენებელი, და უფრო ადრე, ვიდრე ზოგს ჰქონია.

 

რა თქმა უნდა, დავით მეფის ზედწოდება - აღმაშენებელი, გაცილებით მეტ შინაარსსა და დატვირთვას მოიცავს, ვიდრე ერთი, თუნდაც უმნიშვნელოვანესი და შესანიშნავი მონასტრის აღმშენებლისას და მართლაც კომპლექსური დატვირთვა აქვს - ნიშნავს აღმდგენელს, აღმშენებელს, ამაღორძინებელს, გამათავისუფლებელს, გამაძლიერებელს და ა. შ. მაგრამ, ვიმეორებ, საფუძველი ამ ზედწოდებისა ზემოთმოყვანილი შიომღვიმისადმი ანდერძის ფრაზა უნდა იყოს.

 

ზედწოდება აღმაშენებლის დავითის თანამედროვეთა შორის წარმოქმნის ვარაუდის განმამტკიცებელია წინამდებარე ლექსი, რომლის შესახებაც რამდე

ნიმე მკვლევარმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ძალიან ძველი, შეიძლება XII საუკუნის უნდა იყოს (ვახტანგ კოტეტიშვილი, დერმიშა გოგოლაძე) და რომ მასში დავითის ზედწოდება „აღმაშენი“ იმთავითვე, დავითის სიცოცხლეში, ან გარდაცვალებიდან მალე ყოფილიყო გავრცელებული ხალხში და პოეტთა შორის. თვით ლექსის ანალიზიც მიუთითებს მის სიძველეზე (ქართული მწერლობა, ტ. 2).

 

აღნიშნული ლექსი თავისი სტილითა და პოეტიკით ძალიან ჰყავს არსენ იყალთოელის მიერ დაწერილ „დავით აღმაშენებლის ეპიტაფიას“ და ასევე, არსენ ბერის „დავით აღმაშენებლის შესხმას“ (სხვათა შორის, „ვეფხისტყაოსანსაც“. შეიძლება ახალი სკოლის საფუძვლის ჩამყრელიც იყო მისი ავტორი, რომელსაც მიეკუთვნებოდა რუსთველიც შემდეგში). ლექსში მოკლედ და ძალიან მაღალმხატვრულად გადმოცემულია დავით აღმაშენებლის დამსახურებანი.

 

 გიამბობ სიფრიადესა

 

„გიამბობ სიფრიადესა

 დავითის, აღმაშენთასა,

 მტკიცესა მკლავსა, განმგესა,

 წყობასა სპარაზენთასა“.

პირველი სტროფი დავით მეფის ნიჭიერ სარდლობაზე გვიამბობს („სპარაზენი - მხედრობათა“, მებრძოლი);

 „მაღლით განცდათა ქვენათა,

 ლალვათა აღნაგზენთასა

 და ქუელთა საქმეთ ურიცხუთა,

 გლახაკთად მინაფენთასა“.

მეორე სტროფში საუბარია ქვეყნის ბრძნულად მართვაზე. დავით აღმაშენებელი ღვთიური ნიჭით გრძნობდა ქვედა ფენების გაჭირვებას, აკრძალული იყო სოციალური, რელიგიური და ეროვნული ჩაგვრა ანუ ლალვა, რაც ჩაგვრას, დაბრიყვებას ნიშნავს. მეფე გლახაკების უხვად ეხმარებოდა.

„გითხრობ წმიდათა ადგილთა

 ნიჭთა მათ მოსახსენთასა,

 ვინა მიიღოს საზომი

მათ უთვალავთა ძღუენთასა, -„

დავით IV აშენებდა წმინდა ეკლესიებს და დიდ დახმარებას უწევდა საქართველოში და უცხოეთში არსებულ წმიდა სავანეებს.

„ხიდთა, გზათა და ზღუდეთა

ხანაგათ, კვლავ საყენთასა,

და იყო დიდი სიმრავლე

განარკვთა, თქმულთა ბრძენთასა“.

ჩვენი ხელმწიფე აგებდა ხიდებს, ციხე-სიმაგრეებს, გაჰყავდა გზები, აშენებდა უფასო თავშესაფრებს, სახლებს ადგილობრივი და უცხოელი ღარიბებისთვის, მოგზაურებისთვის, სხვადასხვა რელიგიის სწავლულებისთვის („ხანაგა - საგლახაკო სახლი, ნათეს. ბრუნვა ხანაგასა“, ღარიბების თავშესაფარი; საყენი - „უცხოთა შესაწყნარებელი სახლი“, უფასო სასტუმრო უცხოელებისათვის). მრავალი ნაწარმოები (განარკვი) იქმნებოდა მისი დახმარებით სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის წარმომადგენელი ბრძენი ადამიანების მიერ, ფილოსოფიური, თეოლოგიური, პოეტური, პროზაული დ

ა სხვა.

არაბი ისტორიკოსი, სიბტ იბნ ალ-ჯაუზი წერდა: მეფე „დავითი ყოველ პარასკევს შედიოდა მეჩეთში, მასთან ერთად იყო მისი შვილი დიმიტრი, ისმენდა ხუტბასა და ყურანის კითხვას და აძლევდა ხატიბსა და მუეძინებს მრავალ ოქროს. მან ააშენა ქარვასლები სტუმართათვის და სახლები მქადაგებლებისათვის, სუფიებისა და პოეტებისათვის. დააწესა მათთვის სტუმართმოყვარეობა. და თუ ისინი მოისურვებდნენ წასვლას თბილისიდან, ნებას დართავდა და მოამარაგებდა მათ მრავალი ქონებით, იგი მეტ პატივს სცემდა მუსლიმებს, ვიდრე მათ  სცემდნენ პატივს მაჰმადიანი ხელმწიფენიო“. 

თავისთავად ცხადია, დიდი პატივით სარგებლობდნენ ქართველი სწავლულები, ხელოვანები, მოძღვრები, ყველანაირი ხელშეწყობა ჰქონდათ ღირსეული ცხოვრებისა და შემოქმედებითი საქმიანობისათვის.

„მკურნალთ ხადოდის სულისა

და ხორცთ შექმნილთა სენთასა,

მოწლედ სწყალობდის მოძღვართა,

ათონით მონავლენთასა,“

ამ სტროფში, ჩემი აზრით, საუბარია, რომ ხორცთა და სულთა მკურნალად აღიარებდა განათლებულ, ბრძენ ადამიანებს („ხადოდის - იწოდდიან“, ხადოდიან - აღიარებდნენ, უწოდებდნენ). მეფე იყო მათი გულშემატკივარი, უცხოეთიდან ჩამოჰყავდა მოძღვრები და ექიმები, ქართველები (იოანე პეტრიწი, იეზეკიელი, თეოფილე ხუცესმონაზონი, იოანე ტარიჭისძე),  და სხვა ეროვნების წარმომადგენლები („მოწლედ - ლმობიერებით“, მოწიწებით, მოკრძალებით, პატივისცემით) აფინანსებდა მათ, სასწავლებლებში, სამეცნიერო და სამკურნალო დაწესებულებებში ამუშავებდა და უხვად ასაჩუქრებდა.

„ათენსა სწვრთნიდის ჭაბუკთა,

 იყალთოს მონასმენთასა

 და სთესდის მადლს და სიბრძნესა

 სულმნთებთა აღმაფრენთასა“.

ამ სიტყვებით პოეტი გვამცნობს, რომ იყალთოსა (და გელათის) აკადემიებში განსწავლულ ახალგაზრდებს დავით მეფე აგზავნიდა უცხოეთის სასწავლებლებში, ათენში, კონსტანტინოპოლში და სხვა განთქმულ აკადემიებში, სწავლის გასაგრძელებლად. უნდა გაეღრმავებინათ ბერძნულისა და სხვა ენების ცოდნა, ადგილზე შეესწავლათ უცხოეთის სასწავლო ცენტრების ახალი მიღწევები, დახელოვნებულიყვნენ თარგმნაში, მეცნიერებაში, ფილოსოფიაში, პოეტიკაში და სხვა. გვაქვს, სომხური ცნობაც, ვარდან არეველცი (ბარძბერდეცი, აღმოსავლელი) გვამცნობს რომ დავით მეფე „ძლიერ ზრუნავდა ცოდნისმოყვარე ივერიის ხალხზე“  და უცხოეთში სასწავლებლად 40 ახალგაზრდა გაუგზავნია.

დავით მეფის ეს დამსახურებანი, მის მიერ დათესილი მადლი და სიბრძნე არის პოეტთა აღმაფრენის საგანიო - წერს ავტორი („სულმნთები - პოეტი“).

წარმოდგენილი ლექსი-შედევრიც დავით აღმაშენებლის მოღვაწეობით აღმაფრენის შედეგია.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

მოწამე ფერბუთა ქალწული
4 (17) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მოწამე ფერბუთა ქალწულის (+341-343) ხსენების დღეს.
ღირსი იოსებ მგალობელი
4 (17) აპრილის მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი იოსებ მგალობელის (+883) ხსენებს დღეს.
gaq