საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

ცნობილ მბრძანებელთა თანავარსკვლავედში ბრწყინვალე თამარ მეფის სახელი
გაიოზ მამალაძე

მეთორმეტე საუკუნის ბოლოს მსოფლიოში არაერთი დიდი მბრძანებელი მოღვაწეობდა, მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილე ევროპელი მეფე-მთავრები: საღვთო რომის იმპერატორი ფრიდრიხ I ბარბაროსა, საფრანგეთის მეფე ფილიპე II ოგიუსტი (ავგუსტი), ავსტრიის ჰერცოგი ლეოპოლდ V, ინგლისის მეფე რიჩარდ I ლომგული. რომის პაპები, ცნობილი კარდინალები... ასევე, ჯვაროსნების მტერი, ეგვიპტისა და სირიის სულთანი იუსუფ იბნ აიუბი (მეტსახელად სალაჰ ად-დინი, სალადინი) და სხვები.

ეგვიპტის სასულთნოსთან თამარ მეფის კარს დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა, შემდეგში კი მეტოქეობაც.

სალადინის მამა აიუბი ბაალბეკის მმართველი ყოფილა. იუსუფმა დამასკოში მიიღო კარგი განათლება. დამასკოს მმართველ ნურად-დინთან მსახურობდნენ მისი ნათესავები. ნურად-დინი ჯვაროსნებს ებრძოდა. მისი დამსახურებით გადარჩა დამასკო ჯვაროსნებისგან დაკავებას.

სუნიზმის თავდადებული მიმდევარი, კარგი მეომარი და ნიჭიერი სარდალი სალადინი დაწინაურდა და ეგვიპტის ვეზირი გახდა. ნურად-დინის სიკვდილის მერე სალადინმა ხელში ჩაიგდო ძალაუფლება ეგვიპტეში. შემდეგ შემოიერთა სირია, მესოპოტამიის მნიშვნელოვანი ნაწილი და 1174 წელს თავი სულთნად გამოაცხადა.

იერუსალიმის ახალ მეფეს, გი დე ლუზინიანს ჰყავდა მეგობარი, რენო დე შატიიონი, რომელიც მაჰმადიანურ სამყაროში ითვლებოდა ისლამის მიმდევართა და საერთოდ, ადამიანთა მოძულედ. იგი თავს ესხმოდა მაჰმადიანთა ქარავნებს, ძარცვავდა და ხოცავდა ხალხს. ერთხელაც, რენო დე შატიიონმა დაარბია არაბული ქარავნები და ტყვეები აიყვანა. სალადინმა მოითხოვა მათი გათავისუფლება, მაგრამ, ტყვეები არ გაათავისუფლეს.

სალადინის კარგად შეიარაღებული და გაწვრთნილი არმია პალესტინას მიადგა. მისი მეისრეები მტერს დიდ ისრებს უშენდნენ, მძიმედ შეიარაღებული კავალერიის შეტევაზე გადასვლის წინ. შემდეგ, ასევე მშვილდ-ისრით შეიარაღებული კავალერია გადადიოდა შეტევაზე. მერე მძიმე კავალერია ერთვებოდა საქმეში შუბებითა და ხმლებით. მათ და ხმარებას უწევდნენ ქვეითთა ნაწილები.

მთავარი კი ის არის, რომ სალადინმა მოახერხა და ჯვაროსნები ბრძოლის წინ დააზიანა. დაბანაკდა ჰატინის უდაბნოსთან, სადაც წყალი ცოტა იყო და ჯვაროსნებს ყველა წყარო მოუწამლა. ჯვაროსნები უწყლოდ დარჩნენ.

მაჰმადიანებმა გაიმარჯვეს დეზორგანიზებულ ჯვაროსნების ჯარზე. იერუსალიმის მეფე - გი დე ლუზინიანი, ტამპლიერთა დიდი მაგისტრი ჟერარ დე რიდფორდი, რენო დე შატიიონი და სხვა სარდლები ტყვედ აიყვანეს. 17 000 ჯვაროსანი დაეცა ამ ბრძოლაში. სალადინმა დაიკავა ქალაქი აკრა და პალესტინის ნაწილი. შატიიონი სულტანმა მოაკვლევინა. იერუსალიმის მეფე კი დამასკოში გააგზავნა ტყვედ (თუმცა მერე გამოუშვა).

ჰატინის ბრძოლაში სალადინს ხელში ჩაუვარდა წმიდა ჯვარი, რომელიც ერთ-ერთი ნაწილი იყო ქრისტეს ჯვრისგან გაკეთებულ ჯვრებს შორის და ინახებოდა იერუსალიმის მეფესთან. იერუსალიმის მეფეები მას ბრძოლებში მიაბრძანებდნენ ხოლმე.

სალადინი მიადგა იერუსალიმს. 14 დღე იერუსალიმის მოსახლეობა გმირულად იბრძოდა, მაგრამ ძალები ელეოდათ. ბოლოს სალადინმა იერუსალიმელებს სიცოცხლის შენარჩუნების ფასად დანებება შესთავაზა. 1187 წლის 2 ოქტომბერს მაჰმადიანებმა დაიკავეს იერუსალიმი. მართლაც, ხოცვა-ჟლეტა არ მოხდა, როგორც 1099 წელს, როდესაც ჯვაროსნებმა აიღეს იერუსალიმი. ზოგი წერს, იერუსალემის ქუჩები სისხლის ნაცვლად სალადინმა ვარდის წყლით მოარეცხვინაო. სინამდვილეში, მან მეჩეთები „გააწმენდინა“ ამგვარად. სიცოცხლის შენარჩუნების ფასად სალადინმა საკმაოდ ფული აიღო ქრისტიანებისგან. თუმცა, ფაქტია, 1099 წელი არ განმეორდა. აღდგომის ტაძრის გარდა ყველა ეკლესია მეჩეთად გადააკეთეს.

იერუსალიმის ბედის გამო ძალიან ღელავდა პაპი ურბან III, რომელიც მალე გარდაიცვალა. ახალი პაპი, გრიგოლ მერვე შეურიგდა ევროპელ მონარქებს, შეარიგა ისინი ერთმანეთთან, ქალაქ-სახელმწიფოებთან და ახალი ჯვაროსნული ლაშქრობა გამოაცხადა. გერმანიის იმპერატორი ფრიდრიხ I ბარბაროსა დაიძრა წმინდა მიწისკენ. ამბობენ, ფრიდრიხ ბარბაროსას სურდა თავისი ერთ-ერთი ვაჟი თამარ მეფეზე დაექორწინებინაო.

ფრიდრიხ ბარბაროსამ საკმაოდ წარმატებებს მიაღწია, მაგრამ მოულოდნელად გარდაიცვალა. გერმანელთა დიდი ნაწილი უკან გაბრუნდა.

წმინდა მიწისკენ დაიძრნენ ინგლისის მეფე რიჩარდ I ლომგული, საფრანგეთის მეფე ფილიპე II ოგიუსტი, ავსტრიის ჰერცოგი ლეოპოლდ V და სხვა მთავრები. დაიწყო ბრძოლები. ჯვაროსნები წარმატებებს აღწევდნენ, მაგრამ ვერ შეთანხმდნენ, ვინ უნდა გამხდარიყო იერუსალიმის მეფე.

1187 წელს, იერუსალიმის სალადინის მიერ დაპყრობის შემდეგ, იერუსალიმის სამეფოს არ შეუწყვეტი აარსებობა. 1191 წელს, მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის შედეგად, საფრანგეთის მეფე ფილიპე ავგუსტისა და ინგლისის მეფის რიჩარდ ლომგულის ხელმძღვანელობით ქალაქი აკრი, თითქმის ორწლიანი ალყის შედეგად წაართვეს სალადინის ჯარებს. ეს კარგი პლაცდარმი იქნებოდა მომავალი შეტევისათვის. ჯვაროსნებმა კარგად გაამაგრეს აკრი და იქ გადაინაცვლა იერუსალიმის სამეფოს პოლიტიკურმა და რელიგიურმა ცენტრმა. ქალაქი აკრი მდებარეობდა ისრაელის დასავლეთ გალილეაში, ხმელთა შუა ზღვის ნაპირზე.

რიჩარდ ლომგულმა, თავისი მძიმედ შეიარაღებული რაინდებით, შეძლო წარმატების მიღწევა სალადინთან ბრძოლაში და დიდი ზარალიც განაცდევინა მაჰმადიანების არმიას. სალადინი ბრძოლის გაჭიანურებას ცდილობდა. შემდეგ, რიჩარდ ლომგული იძულებული გახდა ინგლისში დაბრუნებულიყო, მისი ძმა ღალატს გეგმავდა და ტახტის დაკავებას აპირებდა.

1192 წელს, მისი წასვლის წინ დაიდო ზავი ჯვაროსნებსა და სალადინს შორის. იარსებებდა იერუსალიმის სამეფო, ცენტრით ქალაქი აკრა, მაგრამ ქალაქი იერუსალიმი სალადინმა შეინარჩუნა. ქრისტიანები, ზავის პირობებით, იერუსალიმის და სხვა წმინდა ადგილების მომლოცველობის დროს ხელუხლებლობის გარანტიას იღებდნენ. ვაჭრებს შეეძლოთ მშვიდობიანად ევაჭრათ და ემოგზაურათ.

ცოტა ხნით ადრე, სალადინთან დიპლომატიური ურთიერთობით წარმატებას მიაღწია თამარ მეფემ და გარკვეული შეღავათები მიეცათ ქართველებს იერუსალიმში.  ეს ტრადიცია მერეც გაგრძელდა. წმიდა ჯვრის გამოხსნა ბევრმა სცადა. თამარ მეფემ სალადინ სუზარმაზარი გამოსასყიდი შესთავაზა ჯვრის დაბრუნებაში, მაგრამ უარი მიიღო.

ისტორიკოსს ბეჰაალ-დინის ცნობით, 1192 წელს, ჩვენს სამეფო კარს კვლავ გაუგზავნია ელჩი სალადინისთვის: „საქართველოს მოციქული ეახლა სულთანს, რათა გამოეცხადებინა ვრცელი საჩივარი იერუსალიმსა და მის სანახებში ქართველების კუთვნილი მიწებისა და მონასტრების თაობაზე. იგი ჩიოდა, რომ ქართველებს წაართვეს მონასტრები და მიწები და ითხოვდა მათ დაბრუნებას“. როგორც ვთქვით, თამარის მიერ სალადინისთვი სმიცემულ თავდაუსხმელობის პაქტს და ქართული დიპლომატიის მცდელობას შედეგი მოჰყოლია. ქართული სახელმწიფოს სიძლიერე აწყობდათ ჯვაროსნებსაც, რადგან, საქართველოს მეზობელი მაჰმადიანები სალადინს ვერ დაეხმარებოდნენ.

ქართველებს რომ გარკვეული შეღავათები ჰქონდათ მაჰმადიანების მიერ დაპყრობილ იერუსალიმში, ამის შესახებ არსებობს ცნობა. 1216 წელს აკრის ლათინთა ეპისკოპოსი გახდა მემატიანე ჟაკ დ ევიტრი. მას აქვს ძალიან საინტერესო ცნობა ქართველების უფლებების შესახებ იერუსალიმში, რომელიც, მაშინ, მაჰმადიანთა ხელშიიყო. დე ვიტრი წერს:

„მაშინ, როცა ქრისტიანთა უმრავლესობა დიდ წინააღმდეგობებს აწყდებოდა იერუსალემში შესვლასა და ცხოვრებაზე, ქართველებს შეეძლოთ თავისუფლად ემოძრავათ და ეცხოვრათ. ქართველები ცხენზე ამხედრებულნი, გაშლილი დროშით შედიოდნენ იერუსალემში და მათ არ მოეთხოვებოდათ იმ ბაჟის გადახდა, რაც ყველა სხვა ქრისტიანისათვის სავალდებულო იყო“.

რთული გეოპოლიტიკური ვითარებისა და უნიჭიერესი პოლიტიკური ფიგურების მოღვაწეობის დროს მოუწია მეფობა ჩვენს სათაყვანებელ თამარს. დიდი მეფე-სარდლების ფონზეც კი განსაკუთრებით ბრწყინავს დაუმარცხებელი მეფე-ქალის სახელი - იმ დროისათავის წარმოუდგენელი მოვლენა, რომელმაც უბრძოლველად მიაღწია იმას, რაც მრავალი გამარჯვებების ფასად ძლივს შეძლეს რიჩარდ ლომგულმა და სხვა ევროპელებმა.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა დიდმოწამე ირინე
კონდაკი, ჴმა გ ქრისტეს ტრფიალებითა მოწყლული, და შედგომილი კვალთა მისთა, ასული მეფისა, განშვენებულ ხარ, ყოვლად ქებულო, სულითა, ქალწულ-მოწამე, ღვაწლთა მიერ, ირინა, რამეთუ გვირგვინოსანმან მიიღე ცხოვრებაჲ საუკუნო და საშვებელი
ღირსი მემნონ საკვირველთმოქმედი
29 აპრილს (12 მაისს) მართლმადიდებლური ელესია აღნიშნავს ღირსი მემნონ საკვირველთმოქმედის ხსენების დღეს.
gaq