საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

სომხებს სძულდათ ბიზანტიელები, ჯვაროსნები, დავით აღმაშენებელი კი უყვარდათ
გაიოზ მამალაძე


მეთერთმეტე საუკუნეში ბიზანტიამ გააუქმა რამდენიმე სომხური სამეფო და მათი ტერიტორიები თავის იმპერიას შუერთა. ბევრი სომეხი დიდებული ბიზანტიაში და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში გადასახლდა. ზოგიერთ მათგანს ბიზანტიური ოლქები ჩააბარეს, წართმეული სამეფოს სანაცვლოდ. დიდებულებს უბრალო ხალხი და სამღვდელობა გაჰყვა. სამხრეთ კავკასიაში არსებულ სომხურ მიწაზეც დარჩნენ სომხები. 

საინტერესოა, როგორ უყურებდნენ ბიზანტიის დამარცხებას სომხები. არმენოლოგ ალექსანდრე აბუდალაძეს საინტერესო სომხური წყაროები აქვს გადმოცემული. სომეხი ისტრიკოსი, მათეოს ურჰაეცი სელჩუკთა მიერ ბიზანტიელების დამარცხებას ღვთის რისხვას მიაწერდა, რადგან ბიზანტიის იმპერატორებმა გააუქმეს სომხური სამეფო-სამთავროები და სომხების რელიგიის განადგურებასაც ცდილობდნენ. მისი გადმოცემით: „კეისარ რომან დიოგენს ღმერთისათვის აღუთქვამს, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვების აღსანიშნავად მოსპობდა „მწვალებელ“ სომეხთა სარწმუნოებას. მაშინ სომეხ ბერებს დაუწყევლიათ ბიზანტიის „ურჯულო“ იმპერატორი, რომ არ ღირსებოდა ბრძოლის ველიდან უკან დაბრუნება“. 

1071 წელს გამართულ მანასკერტის ბრძოლაში, კეისარს უღალატა ზოგიერთმა თანამებრძოლმა, მისი ჯარი დამარცხდა და თვითონ რომანოზ დიოგენი ტყვედ ჩაუვარდა თურქ-სელჩუკთა სულთან ალფ-არსლანს, შემდეგ კი ტახტი დაკარგა. ბიზანტიის აღმოსავლეთის საზღვარი მოიშალა. სომხურ მიწებზე სელჩუკები და სხვა მაჰმადიანები გაბატონდნენ. ამგვარად, ბიზანტიის მიერ სომხური სამეფო-სამთავროების გაუქმება და მიერთება შეცდომა აღმოჩნდა თავად ბიზანტიისთვის. იმ ტერიტორიებზე ბრძოლის ორგანიზება ვერ მოხდა და სელჩუკებმა ადვილად ჩაგდეს ხელში.

სხვა ვითარება იყო ჩვენს სამშობლოში. ბიზანტიის წინააღმდეგ ქართველი ხალხის გააფთრებულმა ბროლამ შედეგი გამოიღო და ბიზანტიამ ვერ შეძლო ქართული სახელმწიფოს ჩაყლაპვა ან დამორჩილება.

ერთადერთი, ვინც სამხრეთ კავკასიაში წინ აღუდგებოდა თურქებს, ჩვენი სამშობლო იყო. ბიზანტიას ძალიან დასჭირდა საქართველო. ბაგრატ მეოთხის ასული ბიზანტიის დედოფალი გახდა, ხოლო ჩვენს მეფეს სევასტოსის მაღალი ტიტული მიანიჭეს.

ბაგრატ მეოთხის დედა სომეხთა მეფის ასული იყო. ამ და სხვა ვითარებების გამო  სომხები იმედის თვალით უყურებდნენ ჩვენს სამშობლოს. განსაკუთრებით დავით აღმაშენებლის ტახტზე ასვლიდან და მისი ნიჭიერების გამოვლინებების დროიდან.

მეთერთმეტე საუკუნის ბოლოს დაიწყო ჯვაროსნული ლაშქრობა, სომხები დიდი სიხარულით შეხვდნენ ჯვაროსნების გამოჩენას ახლო აღმოსავლეთში. მაგრამ ჯვაროსნებიც ცუდად მოექცნენ არმენებს.

XII საუკუნის I ნახევრის სომეხი ისტორიკოსი,მათეოს ურჰაეცი (მათე ურჰაელი) ჯვაროსნების სომხებისადმი დამოკიდებულების შესახებ წერდა: „დაანგრიეს ეკლესიები, შეურაცხყვეს მღვდლები, დაიწყეს ჭეშმარიტი სარწმუნოების გამოძიება, დევნიდნენ ჭეშმარიტებას, უარი თქვეს სამართლიანობაზე... აი, ამას აკეთებდა ფრანკთა გაცოფებული ხალხი“... „მე მინდოდა აღმენუსხა მთელი მათი უსამართლობანი, მაგრამ ვერ გავბედე, რამეთუ მათი ხელისუფლების ქვეშ ვიმყოფებოდით“.

სომხებს მხოლოდ ერთი იმედი დარჩათ, საქართველოს მეფე დავით IV,  ძალიან ნიჭიერი ადამიანი და ტოლერატნტობით ცნობილი პიროვნება. მათეოს ურჰაეცი მასზე წერდა:

„დავით მეფე იყო წმიდა და სათნო, გამოირჩეოდა ღვთისმსახურებით და სამართლიანობით. ის გახდა სომეხი ხალხის დამცველი და მეგობარი. მასთან თავი მოიყარეს სომეხთა ჯარის ნარჩენებმა. დავითმა ქართველთა ქვეყანაში ააშენა ქალაქი სომეხთათვის და მრავალი ეკლესია-მონასტერი დააფუძნა. ქალაქს სახელად გორა უწოდა. დიდი სიხარული, შვება (მიანიჭა) მ

ისდამი დაქვემდებარებულ სომეხთა მთელ მოდგმას“.

ურჰაეცი აქებდა ქართველთა დაუმარცხებელ  მეფეს:

„დავით მეფემ დიდი სიმამაცე და ძლიერება გამოავლინა სპარსთა  წინააღმდეგ მიმართულ ომებში. მან მრავალჯერ დაამარცხა უცხოთესლთა ჯარები, შემუსრა მათი ძლევამოსილება, იარაღის ძალით ხელიდან გამოგლიჯა სპარსელებს მრავალი და მნიშვნელოვანი მხარე“. მან „აიღო სომეხთა სატახტო ქალაქი ანისი“.

დავით აღმაშენებელმა ქალაქ ანისის მაჰმადიანი მფლობელები, შედადიანები „გამოიყვანა ანისიდან და ტფილისს წაიყვანა. გაათავისუფლა მონობისაგან სატახტო ქალაქი ანისი, რომელიც სამოც წელიწადს იმყოფებოდა მონობაში და საკვირველი, დიდებული ეკლესია ანისისა, წმიდა კათოლიკე ტაძარი, რომელიც მეჩეთად ექციათ. შეკრიბა სომეხთა ქვეყნის ეპისკოპოსები, მღვდლები ბერ-მონაზვნები და აკურთხა წმიდა კათოლიკე (ტაძარი) დიდი ზეიმით. გახარებული იყო სომეხთა მთელი სახლი, რამეთუ იხილეს წმიდა კათოლიკე (ტაძარი) გათავისუფლებული მონობისაგან“. 

დავით აღმაშენებლის მიერ ქალაქ ანისი გათავისუფლება და ტაძრის აღდგენა დავით აღმაშენებლის ცხოვრებაშიცაა ჩართული: „მაშინ მივიდა თვით მეფე დავით და კათალიკოზი, ეპისკოპოზნი და ერთობილი ლაშქარნი საფლავსა ზედა, და ახლად წესი აღუგეს. და თვით მეფემან სამ გზის საფლავსა ჩასძახა: „გიხაროდენ შენ, წმიდაო დედოფალო, რომელ იხსნა ღმერთმან საყდარი შენი უსჯულოთა ხელთაგან.“

ალექსანდრე აბდალაძის თქმით, „ქართლის ცხოვრების” ძველი სომხური თარგმანის ჩანართში საინტერესო რამ წერია:

„ხოლო თვით უყვარდა სომეხთა ტომი, ეკლესიები და ერთი ვინმე რიტორი, [მონასტრის] წინამძღვარი ჰახბატს, სახელად სარკავაგი; აღუარებდა მას თავის შეცოდებებს, დაუდრეკდა პატიოსან თავს და მისგან მოიღრატ ებდა კურთხევას. იჯდა მასთან და ეხვეოდა ქედზე. ხოლო ის ეუბნებოდა: დახსნილი ვარ და სუნი მიდის მე ჩემი სიბერით, გამეშორე, რომ არ შეგემთხვიოს შრომა.“ მეფე კი ეამბორებოდა და ეუბნებოდა: „ნუმც მომკლებია ეს სუნი, მამაო პატიოსანო.“ და უბოძა მას სოფელი მონასტრის ახლოს მის სამსახურებლად. (სომეხი ბერი) მეფის დალოცვის დროს ამას ამბობდა, როცა ხელს ადებდა თავზე: „ვპოვე დავით მონა ჩემი და წმიდა ზეთი ვცხე მას” (და ასე შემდეგ) მეათე მუხლამდის. უხაროდა მეფეს და აქებდა სომეხთა მშვენივრად [შესრულებულ] თარგმანებას. და მართლაც ვნახეთ, რომ შესრულდა ფსალმუნის სიტყვა მეფეზე. მრავალი იმ სიტყვათაგანი აუხდა მას“.

საკუთარი სარწმუნოების ერთგული, პატიოსანი ადამიანები უყვარდა დავით აღმეშენებელს და დიდ პატივს სცემდა მათ. გარდა ამისა, საქართველოს სახელმწიფოს სამსახურში მათ ჩაბმას ცდილობდა. რაც აწყობდა ორივე მხარეს, ქართულ სახელმწიფოს - გასაძლიერებლად და სომხებს კი ფიზიკური გადარჩენისათვის. „შეცოდებების აღიარების“ შესახებ ცნობა აღსარების ჩაბარებად არ უნდა გავიგოთ. არამედ თავმდაბლობად, რითიც გამოირჩეოდა „გალობანი სინანულისანის“ ავტორი და შეიძლება სომეხი მემატიანის მხრიდან გადაჭარბებაც იყოს. სხვასარწმუნოებისმიმდევართანაღსარებისჩაბარებაგამორიცხულია. ასეთი რამე აკრძალულია, მაგრამ, სხვადასხვა საკითხებზე ქრისტიანული თავმდაბლობით რომ ისაუბრებდა ჩვენი ბრძენი მეფე, სომეხთა დამსახურებულ ბერთან, სინამდვილე უნდა იყოს. მოხუცებიც უყვარდა დიდ ხელმწიფეს და სნეულებსაც თავისი ხელით უვლიდა, ესეც ცნობილი ფაქტია. გარდა ამისა, დიდი პოლიტიკოსი და დიპლომატი დავით IV სომხური რესურსის საქართველოს სამსახურში ჩაბმას ცდილობდა. უმთავრესი კი, მისი კაცთმოყვარეობა გახლდათ.

ამიტომ, მათეოს ურჰაეცი მოწიწებით წერს ჩვენი ხელმწიფის სიკვდილზე: „გარდაიცვალა ქართველთა ქვეყნის კვეთილმსახური, წმიდა მეფე დავითი“.

მამული, ენა, სარწმუნოება

მოწამე ფერბუთა ქალწული
4 (17) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მოწამე ფერბუთა ქალწულის (+341-343) ხსენების დღეს.
ღირსი იოსებ მგალობელი
4 (17) აპრილის მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი იოსებ მგალობელის (+883) ხსენებს დღეს.
gaq