საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

სამი სამეფოს, ორი დინასტიისა და შვიდი მეფის მემკვიდრე
გაიოზ (გია) მამალაძე

მერვე საუკუნეში აფხაზეთის ერისთავებმა შეძლეს მთელი დასავლეთ საქართველოს გაერთიანება. თითქმის, ისევ გაერთიანდა ერთ-ერთი უძველესი ქართული სახელმწიფოებრიობის, კოლხეთის ტერიტორია ერთ სახელმწიფოში, იმავე დედაქალაქის - ქუთათისის გარშემო (თითქმის იმიტომ, რომ ტრაპიზონ-ქალდეა, დიდი კოლხეთის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი ბიზანტიის ხელში იყო). ერისთავმა ლეონ II-მ თავი აფხაზთა (დასავლეთ საქართველოს) მეფედ გამოაცხადა, მოიცილა ბიზანტიელების სახელმწიფოებრივი და საეკლესიო გავლენა და შექმნა ქართული სახელმწიფო, ქართული ეკლესიითა და იდეოლოგიით. იმ დროიდან აფხაზეთს მართავდა დინასტია, რომელთაც პირობითად ლეონიდებს უწოდებენ.

მეცხრე საუკუნის დასაწყისში, ქართლის ერისმთავარი აშოტ I დიდი კურაპალატი, ბაგრატიონი, დამპყრობი არაბების გამო იძულებული გახდა ქართლიდან გადასულიყო სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, რომელსაც ზემო ქართლი ერქვა და იქ დამკვიდრებულიყო.

ზემო ქართლი, თუ პირველი არა, ერთ-ერთი პირველი ქართული სახელმწფოებრივი გაერთიანების - ტაოს (ურარტულად დიაოხის, ასურულად დაიაენის) ისტორიული ტერიტორიაა. დიაოხი მეტ ტერიტორიებს ფლობდა, არზრუმამდე (შესაძლოა, არზრუმის მხარის ჩათვლით და ევფრატის დასავლეთ სათავეებამდე).

ისტორიული დიაოხის ტერიტორიაზე აშოტ ბაგრატიონის გადასვლა, როგორც ჩანს, შემთხვევითი არ გახლდათ. მართალია, ეს მხარე ბიზანტიის გავლენის ქვეშ იყო, მაგრამ, ეტყობ

ა, იქ, აფხაზეთთან ერთად, კვლავ უნდა დარწეულიყო ქართული სახელმწიფოებრიობის აკვანი, უნდა აღორძინებულიყო ერთიანი ქართული სახელმწიფობრიობა, რომელიც შემდეგში შემოიკრებდა სხვა ქართულ ქვეყნებსაც.

როგორც ჩანს, შემთხვევითი არ იყო იმ მხარეში ბაგრატიონის გამთავრებაც. ბაგრატიონები ითვლებიან უძველესი ქართული კუთხიდან, სპერიდან გამოსულებად, რომელიც ტაოს მომიჯნავეა და ძველი დიაოხის ნაწილი იყო, შემდეგ კოლხეთის.

ცოტა ხნით ადრე, კლარჯეთში უკვე დამკვიდრებულიყო ქართული ეკლესიის მნათობი - გრიგოლ ხანძთელი. კლარჯეთში აღორძინდებოდა სამონასტრო ცხოვრება.

გრიგოლ ხანძთელის საძმოში, მისი თუ მისი მოწაფეების მიერ შემუშავდა ფორმულა (შეიძლება ფორმულა უფრო ძველია, და მათ მოიყვანეს მოქმედებაში): "ქართლად ფრიადი ქვეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების.”

ბაგრატიონები ითვლებიან ბიბლიური წინასწარმეტყეველი მეფეების დავითისა და სოლომონის შთამომავლებად. აშოტ კურაპალატის დროს (შიძლება ადრეც) ქართველები იცნობდნენ ამ თეორიას. როგორც ჩანს, ეკლესია იზიარებდა კიდეც.

როდესაც აშოტ ბაგრატიონი და გრიგოლ ხანძთელი შეხვდნენ ერთმანეთს, მამა გრიგოლმა ასე მიმართა ხელმწიფეს: „დავით წინაჲსწარმეტყუელისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ხელმწიფეო! მეფობა და სათნოებანიც მისნი დაგიმკვიდრენ ქრისტემან ღმერთმან,

რომლისათვისცა ამას მოგახსენებ: არა მოაკლდეს მთავრობაჲ შვილთა შენთა და ნათესავთა მათთა, ქვეყანათა ამათ უკუნისამდე ჟამთა, არამედ იყვნენ იგინი მტკიცედ უფროჲს კლდეთა მყართა და მთათა საუკუნეთა და დიდებულ იყვნენ უკუნისამდე“.

გრიგოლ ხანძთელის პირით ქართულმა ეკლესიამ, ანუ ქართულმა იდეოლოგიამ აღიარა ბაგრატიონების დავითიანობა, ანუ ქრისტესთან ნათესაობა. ეს დიდი ბიძგი იყო ბაგრატიონების დინასტიის აღზევებისათვის, დიდი სტიმული იყო გვარისათვის.

გავიდა დრო...

922 წლიდან დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთში) მეფობდა გიორგი II, დიდი ლეონის შთამომავალი. ქართლი, ტფილისისა და ქვემო ქართლის გარდა, ამ დროს აფხაზთა მეფეების გამგებლობაში იყო. ქართლში აფხაზთა მეფეები ერისთავებად ნიშნავდნენ ხოლმე თავის მემკვიდრეებს (დაახლოებით ისე, ახლა რომ ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე უელსის მთავარია). აფხაზთა მეფეები ყველანაირად ცდილობდნენ კახეთიც შემოეერთებინათ აფხაზეთისათვის. გარკვეულ წარმატებასაც აღწევდნენ კახეთის ქორეპისკოპოსებთან ბრძოლაში. ასევე ცდილობდნენ ჰერეთის მიწების შემოერთებას. გიორგი მეფე ყოფილა „სრული ყოვლითა სიკეთითა, სიმხნითა და ახოვანებითა“,  ღვთისმოყვარე, ეკლესიების მაშენებელი, გლახაკთა მოწყალე, გულუხვი, თავმდაბალი, სიკეთითა და სათნოებით აღსავსე.

ქართლის ერისთავად დანიშნული მემკვიდრე უფლისწული კონსტანტინე მამას აუჯანყდა და თავი ქართლის მეფედ გამ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ოაცხადა. გიორგი მეფემ დაამარცხა აჯანყებული შვილი. კონსტანტინეს ჯერ თვალები დაწვეს, კანონით თვალებდამწვარი ვერ გახდებოდა მეფე, მერე კი დაკოდეს. ვერ გაუძლო კონსტანტინემ წამებას და მოკვდა.

მეფე გიორგის დარჩა კიდევ ოთხი ძე: ლეონი, დიმიტრი, თეოდოსი და ბაგრატი.

გარდა ძეებისა, გიორგი მეფეს ჰყავდა ქალიშვილი გურანდუხტი, რომელიც მიათხოვა ამიერ-ტაოს ხელმწიფის, ქართველთა მეფის ტიტულის მატარებლის, ბაგრატ II-ის ვაჟს, გურგენ უფლისწულს.

ლეონი ჯერ ქართლის ერისთავი გახდა, მამის გარდაცვალების შემდეგ კი ქუთათისის ტახტი დაიკავა. ლეონ III გარდაიცვალა 967 წელს და ტახტზე ავიდა მისი ძმა, დემეტრე III. დემეტრე მეფეს აუჯანყდა ძმა, თეოდოსი. დემეტრემ შეძლო თეოდოსის მომხრეების დამარცხება. თეოდოსი შემოირიგა, თუმცა, შემდეგ თვალები დასთხრა, რათა ტახტის მემკვიდრეობაში აღარ შესცილებოდა. ბრმა უფლისწულები ტახტზე ვერ ადიოდნენ. შემდეგ მოწინააღმდეგე დიდებულები შეეცადნენ დემეტრე მეფისთვის დაეპირიპირებინათ მათი ძმა, ბაგრატი („რომელსა ერქვა ჩალა-მეფე“), თუმცა უშედეგოდ. მას მერე ბაგრატი, ჩალა-მეფედ წოდებულიც აღარ ჩანს პოლიტიკურ ასპარეზზე. ამ ამბებში ბიზანტიის ხელიც ერია, რომელიც ცდილობდა აფხაზეთის კვლავ დაქვემდებარებას.

975 წელს დემეტრე აფხაზთა მეფე უმემკვიდროდ გარდაიცვალა. აფხაზთა სამეფოში, რადგან სხვა მემკვიდრე აღარ იყო, ტახტზე ავიდა უსინათლო თეოდოსი III. თეოდოსი მ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ეფეც უძეო იყო.

ამგვარად, აფხაზთა მეფეების ოჯახში ოთხი მეფე, ოთხი ძმა: კონსტანტინე, რომელიც ქართლის მეფეს უწოდებდა თავს, ლეონ III, დემეტრე III, თეოდოსი III, და ბაგრატი, რომელსაც ჩალა-მეფეს უწოდებდნენ (თუ მას ჩავთვლით მეფედ, მეფობაზე პრეტენზიის მქონედ, ზედწოდებიდან გამომდინარე), უმემკვიდროდ გადაეგნენ. აფხაზთა სამეფო ოჯახს მხოლოდ ორი წარმომადგენელიღა ჰყავდა, ბატონიშვილი გურანდუხტი და მისი მცირეწლოვანი ვაჟი - ბაგრატ გურგენის ძე ბაგრატიონი.

თითქოს ღმერთმა გამოუთავისუფლა ადგილი აფხაზთა სამეფო ტახტზე ასასვლელად ბაგრატ ბაგრატიონს.

ახლა, გადავხედოთ ქართველთა სამეფოს, ტაო-კლარჯეთს, ზემო ქართლს. იმიერ-ტაოში 961 წლიდან მეფობდა დავით III დიდი კურაპალატი, აშოტ დიდის შთამომავალი. დიდ დავითს ძე არ ჰყავდა. ამიერ-ტაოში, ზემო ქართლის ჩრდილო ნაწილში, კლარჯეთში მეფობდა დავით კურაპალატის ახლო ნათესავი - ბაგრატ II, რომელსაც ჰყავდა პატარა შვილიშვილი, ბაგრატი, გურგენის ძე, ქართველთა მეფის მემკვიდრე (მამის შემდეგ) და გურანდუხტის ძე, აფხაზთა მეფეების მემკვიდრეც. ბაგრატიონთა კიდევ რამდენიმე ოჯახი არსებობდა ტაო-კლარჯეთში, მაგრამ, ორივე სამეფოს, იმიერ და ამიერ ტაოს მემკვიდრედ, ყველაზე შესაბამისი იქნებოდა გამოცხადებულიყო სწორედ ბაგრატი, გურგენისა და გურანდუხტის ძე. ამიტომ, დავით კურაპალატმა სწორედ იგი იშვილა და გამოაცხადა იმიერ-ტაოს ტახტის მემკვიდრედ.

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
თითქოს აქაც, ტაო-კლარჯეთში, ღმერთმა გამოუთავისუფლაო ქართველთა მეფის ტახტი პატარა ბაგრატიონს, გურგენისა და გურანდუხტის ძეს.

სიმბოლურია მისი სახელი და გვარი - ბაგრატ ბაგრატიონი. იგი გვარად რომ არ ყოფილიყო ბაგრატიონი, შესაძლოა, მის შთამომავლობას, მის მიერ დაარსებულ დინასტიას, დარქმეოდა ბაგრატიანები (ბაგრატიონები, ბაგრატიდები), როგორც ხდებოდა ხოლმე ისტორიულად. ასე, გაორმაგებული სადინასტიო სახელითა და გვარით დაუდო სათავე ბაგრატ ბაგრატიონმა საქართველოს გაერთიანებას, ძველი დიაოხისა ტერიტორიის (ტაოს) და ძველი კოლხეთის ტერიტორიის  (აფხაზეთის) ტახტების მემკვიდრემ (თუ დავაზუსტებთ, უფრო კოლხეთის ჩრდილო ნაწილის, დასავლეთ საქართველოს მემკვიდრემ, რადგან ქალდეა-ტრაპიზონი, ძველი კოლხეთის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი, დაპყრობილი ჰქონდათ ბერძნებს).

თითქოს ღმერთის მიერ საგანგებოდ გამოირჩა აფხაზთა სამეფო ოჯახის  ხუთი მეფისა და ქართველთა სამეფო ოჯახის ორი მეფის მემკვიდრედ, სამი სამეფოს მემკვიდრედ, შვიდი მეფის მემკვიდრედ - ბაგრატ ბაგრატიონი.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq