საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

კურაპალატობიდან მესიის მახვილობამდე
გაიოზ მამალაძე

ბიზანტიის იმპერიაში ყველაზე დიდი ტიტული იყო კეისარი (იმპერატორი). შემდეგ მოდიოდა კესაროსი, სევასტოსი, ნოველისიმოსი, კურაპალატი, მაგისტროსი...

 

მაგისტროსი - უმაღლესი საკარისკაცო ტიტული ბიზანტიის სამეფო კარზე. ამაზე მაღალ ტიტულებს ანიჭებდნენ მხოლოდ იმპერატორის ნათესავებს ან ძალიან მნიშვნელოვან პირებს, მოკავშირეებს.

კურაპალატი - ბიზანტიის იმპერატორის სასახლის დიდი მოხელის თანამდებობა. შემდეგ გახდა საპატიო წოდება და ანიჭებდნენ იმპერატორის ნათესავებს, დამსახურებულ პიროვნებებს, ხანდახან შვილებსაც, უცხოელ მეფე-მთავრებს. საქართველოს გაერთიანებამდე, ქართულ წყაროებში ხშირად კურაპალატი თითქმის იგივეა, რაც მეფე, ხელმწიფე.

 

ნოველისიმოსი - იმპერატორის ნათესავებს ენიჭებოდა ან ძალიან ახლობელ მოკავშირეებს. 

სევასტოსი - ამ ტიტულს, სხვებთან ერთად, ადრე რომის იმპერატორები ატარებდნენ აღმოსავლეთში, შემდეგ მოკავშირეებს ანიჭებდნენ ან ოჯახის წევრებს.

შემდეგ, კომნენოსებმა შექმნეს ტიტული პანიპერსევასტოსი, ასევე ოჯახის წევრებისათვის და უახლოესი მოკავშირებისათვის.

კესაროსი - იმპერატორის ძმას, მემკვიდრე შვილს, მემკვიდრე შვილობილს, თანამმართველს ენიჭებოდა.

 

კურაპალატობის მინიჭებაში, ბიზანტიის იმპერატორები ვასალიტეტის შინაარსს დებდნენ, თუმცა მერე შინაარსი შეიცვალა და ეს უფრო იყო მოკავშირეობა, პატივისცემა. ბიზანტიის იმპერატორები ცდილობდნენ ერთიან გეოპოლიტიკურ-კულტურული სივრცის შენარჩუნებას. ამ ტიტულების მინიჭების ქრონოლოგია და პოლიტიკური მნიშვნელობა კარგად ჩანს ჩვენი მეფეების მონეტებზეც.

ქართველებისთვის კურაპალატის ტიტულის მინიჭების ტრადიცია დამკვიდრდა გუარამ ერისმთავრის დროს (VI ს.).

 

აშოტ I კურაპალატი

 

აშოტ I დიდი, ქართლის ერისმთავარი დამარცხდა არაბებთან და დაკარგა ქართლი, გადავიდა სამხრეთ საქართველოში და იქ გამთავრდა, გახდა ბიზანტიის მოკავშირე და მიიღო კურაპალატის წოდება იმპერატორისგან.

                                                                              

 დავით III კურაპალატი

 

დავით III იყო დიდი ხელმწიფე, იმიერ-ტაოს მეფე. მართავდა საკმაოდ დიდ ტერიტორიებს, ტაოს, სპერს, თორთომს, ბასიანს. სომხურ მიწებსაც ვანის ტბის გარშემო. ჯერ მაგისტროსის, მერე კურაპალატის ტიტულს ატარებდა. 979 წელს მისმა ჯარმა იოანე-თორნიკე ჩორდვანელის ხელმძღვანელობით (თორნიკე ერისთავი) იხსნა ბიზანტიის იმპერატორები ხელისუფლების დაკარგვისგან, ბარდა სკლიაროსის აჯანყებისას.

 

დავით კურაპალატის მონეტაზე გამოსახულია იერუსალიმური, გოლგოთას ჯვარი - ოთხ კიბეზე აღმართული ჯვარი. მანამდე ასეთი ჯვრის გამოსახვა ხშირად გვხვდება ბიზანტიის იმპერატორების მონეტებზე, როგორც იერუსალიმის მფლობელობა.

 

შესაძლოა დავით კურაპალატმა იერუსალიმური ჯვარი იმიტომ გამოსახა თავის მონეტაზე, რომ თავს თვლიდა იერუსალიმის მემკვიდრე პატრონად, როგორც იესიან, სოლომონიან, დავითიანი, ანუ ისრაელის ბიბლიური მეფეების შთამომავალი.

 

ასეთი ჯვარი ოშკის ტაძრის სამხრეთ გარე კედელზეა გამოსახული წითელი საღებავით.                                                         

 

ბაგრატ III - კურაპალატი

 

ბიზანტიამ ბაგრატის მამობილის, დავით III კურაპალატის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი, დავით მესამის მემკვიდრეობა, დავითის მიერ იძულებით დაწერილი ანდერით. ანდერძი დაიწერა ბიზანტიის იმპერატორის წინააღმდეგ აჯანყებაში მონაწილეობის შემდეგ, რადგან აჯანყება დამარცხდა. ეს ტერიტორიები, დიდწილად, ბიზანტიას ჰქონდა დავითისთვის გადაცემული.

 

ბაგრატ III მოერიდა ძალიან ძლიერ ბიზანტისთან ბრძოლას და სხვა ქართული ქვეყნების გაერთანებას შეუდგა. თუმცა, ტაოზე ფიქრს არ მოშვებია. ერთ წარწერაში მას ეწოდება „ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფე, ტაოისა და რანთა, კახთა და ყოვლისა აღმოსავალისა დიდი კურაპალატი“.

 

ბაგრატ მესამის მამას, გურგენ მეფეს, მაგისტრის წოდება ჰქონდა.

 

ბაგრატ მესამის ფულზე მისი ტიტული არ არის მითითებული.

                                                                 

გიორგი I

 

გიორგი პირველმა მამამისისგან განსხვავებით არ მოითმინა ერთმორწმუნე ოკუპანტების თარეში ჩვენი სამშობლოს სამხრეთში და მთელი თავისი ხანმოკლე სიცოცხლე მიუძღვნა ტერიტორიების გათავისუფლებას. მან უარი თქვა ყოველნაირ იდეურ კავშირზე ოკუპანტებთან, მათ შორს ტიტულზე.

   

ბაგრატ IV

 

ბაგრატს ჯერ კურაპალატის წოდება მიანიჭეს, მერე ნოველისიმოსის.

მისი მონეტის პირველ ემისიაზე ის არის ნიველისიმოსი, მეორეზე სევასტოსი. ამ დროიდან ქართულ მონეტებზე გამოისახებოდა კონსტანტინოპოლის სამეფო კარის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატი.

 

1032 წელს მას ცოლად შერთეს ბიზანტიის კეისრის რომანოზ III არგირის (არგიროსის) ძმის, მაგისტრ ბასილი არგირის  ასული ელენე. დედოფალი, სამწუხაროდ, მალე გარდაიცვალა. ბაგრატმა მეორე ცოლად მოიყვანა ოვსთა მეფის ასული ბორენა.

 

ბაგრატ მეოთხის წინააღმდეგ ბიზანტიის ახალი ადმინისტრაცია აგრძელებდა ზეწოლის პოლიტიკას და მხარს უჭერდა ჯერ მის ნახევარძმას, დემეტრეს, მერე მის მოწინააღმდეგე დიდებულს, ლიპარიტ ბაღუაშს. ბაღუაშმა რამდენჯერმე დაამარცხა მეფე. ბიზანტის ჩაფიქრებული ჰქონდა, როგორც ჩანს, საქართველოს დასუსტება, მისი გაუქმება და პირდაპირ შეერთება, როგორც სომხურ სამეფოებს მოუწყო.

 

სომხეთისგან განსხვავებით ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ქართველები ძალიან ბრძოლისუნარიანი იყვნენ და ბაგრატიონებიც არაფრით არ თვლიდნენ თავს ბიზანტიის კეისრებზე ნაკლებად.

 

ბაგრატის დედამ, მარიამ დედოფალმა, სომხური სამეფოს, ვასპურაკანის მეფის, სენექერიმ არწრუნის ასულმა, დიპლომატიური მოლაპარაკება სცადა და ბიზანტიაში გაემგზავრა. მარიამის მამას ბიზანტიელებმა სამეფო ჩამოართვეს და შეიერთეს. ბიზანტიაში მოუწია წასვლა ლიპარიტთან დამარცხებულ ბაგრატსაც. ჩვენი სამეფო ვერ გააუქმეს. წასვლამდე ბაგრატმა თავისი შვილი აკურთხაა მეფედ, მცირეწლოვანი გიორგი II.

 

ბაგრატის ქალიშვილი, ხუთიოდე წლის მარიამი ბიზანტიის სამეფო კარმა ითხოვა, ჩვენ გავზრდითო. 1065 წელს მართა-მარიამი მიათხოვეს ბიზანტიის კეისრის, კონსტანტინე მეათე დუკას ვაჟს, მიხეილს, მომავალ კეისარს. შემდეგ ის მომდევნო კეისარმაც, ნიკიფორე მესამემაც შეირთო.

 

იმ ხანებში, წინააზია-მცირეაზიაში შემოიჭრნენ თურქ-სელჩუკები და სასტიკი მარცხი მიაყენეს ბიზანტიელებს. ბიზანტიის აღმოსავლეთის საზღვარი თითქმის მოიშალა.

 

ბაგრატ მეფისა და საქართველოს ფასი განსაკუთრებით გაიზარდა ბიზანტიისათვის. საქართველო იბრძოლებდა დამოუკიდებლობისათვს თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ. ეს კი ხელს აძლევდა ბიზანტიას. ბაგრატ მეფეს დიდი პატივი სცეს, თავისი ჭკუით, ბიზანტიელებმა და მისცეს ნოველისიმუსობა.

 

ბაგრატის მონეტაზე წერია „მეფე და სევასტოსი“, ეს, ალბათ, ნიშნავს, რომ ის არის სუვერენული ქვეყნის სუზერენი და ამავე დროს ბიზანტიურ-მართლმადიდებლური სივრცის სევასტოსი.

                                                    

გიორგი II

 

1072 წლამდე, მემკვიდრეობისას, ის იყო კურაპალატი. 1273 წლიდან უკვე ნოვილისიმოსია ან სევასტოსი, რადგან ამ დროს მისი მცირეწლოვანი ვაჟი დავითი უკვე კურაპალატად მოიხსენიება.

 

გიორგი II განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო ბიზანტიისათვის, რადგან ებროდა სელჩუკებს და დაამარცხა კიდეც ფარცხისში. ჯერ თვითონ ჩამოართვა ბიზანტიას რამდენიმე ციხე-სიმაგრე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში და ჩააყენა თავისი გარნიზონები. შემდეგ ბიზანტიამ ჩვენს მეფეს გადმოსცა კარი (ყარსი). ეს იყო იურიდიულად, სომხური ვანანდის სამეფოს მფლობელობის გადაცემა საქართველოს მეფისათვის. მანამდე, 1065 წელს ვანანდის მეფემ გაგიკმა თავისი სამეფო იურიდიულად გადასცა ბიზანტიას. გიორგი მეფეს მიანიჭეს კესაროსის ტიტული. ანუ, როცა ბიზანტია აუქმებდა სომხურ სამეფოებს, საქართველოსთან დათმობები უწევდა, ჩვენი მეფეების მოქრთამვა.

 

გიორგი მეორის მიერ მოჭრილ ფულზე, სადაც კესაროსადაა მოხსენიებული,  ასახულია მისი პოლიტიკური წონა წინააზიაში და განსაკუთრებით ბიზანტიისათვის.

 

დავით IV აღმაშენებელი

 

დავით აღმაშენებლის ვერცხლის მონეტის პირველი ემისია გვამცნობს, რომ მას ჰქონდა სევასტოსის ტიტული მინიჭებული, ეს ტიტული, ალბათ, ტახტს მემკვიდრეობისას ნიანიჭეს. მეორე ემისიის (ასევე ვერცხლის მონეტის) მიხედვით ის პანიპერსევასტოსია. ეს სხვა წყაროთიც მტკიცდება. ყოფილა მესამე ემისიაც (ესეც ვერცხლის), რომელზეც მეფის ბიზანტიური ტიტული არ ჩანს, ალბათ, მან უკვე უარი თქვა ბიზანტიურ ტიტულზე, სავარაუდოდ, 1104 წლიდან.

 

შემდეგ დავითმა გამოუშვა ახალი სახის ფული (სპილენძი), რომელზეც საიმპერატორო გვირგვინითა და სამოსითაა გამოსახული. მონეტას აწერია: ქრისტე, დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა.  ასეთივე ტიტულია  მის საწინამძღვრე ჯვარზე (1122-1124). მონეტებზე ვლაქერნის ღვთისმშობლის გამოსახულება საბოლოოდ შეცვალა ჯვარმა.

 

დავით აღმაშენებელმა გამოიყვანა საქართველო ბიზანტიური იერარქიიდან და თავი გამოაცხადა სრულ სუზერენად, მეფედ-მეფედ სხვადასხვა ეროვნების ხალხებისა, მთელი კავკასიისა. ფრესკებზეც, გელათში და სინას მთაზე, ჩვენი საამაყო მეფე საიმპერატორო სამოსით და გვირგვინითაა გამოსახული. ჩვენი მეფეების ზედწოდება გახდა - მესიის მახვილი.

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წამებული ქრისტეს სასძლოები – კალერია (ვალერია), კვირიაკია და მარიამი, პალესტინის კესარიაში წამებულნი (IV)
20 ივნისს არის ხსენება წმიდა მოწამეთა: კალერიასი, კვირიაკიასი და მარიამისა, რომელნიც პალესტინის კესარიაში ეწამნენ. წმიდა მოწამენი პალესტინის კესარიაში ცხოვრობდნენ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს. ქრისტეს სწავლებასთან ზიარებისა და ნათლისღების შემდეგ ისინი განმარტოებულ ადგილას დასახლდნენ და ლოცვაში ატარებდნენ დღეებს.
წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი, სხვა იუსტინე და მათ თანა: ხარიტონი, ეველპიტე, იერაქსე, პეონი, ვალერიანე, იუსტი და ხარიტა (+166) - ხსენება 14 ივნისს
წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი წარმართი ბერძნის ოჯახში დაიბადა. სამარიის უძველეს ქალაქ სიქემაში ეზიარა ის ბერძნულ ფილოსოფიასა და სხვადასხვა მეცნიერებას. ერთხელ, ქალაქის გარეუბანში სეირნობისას, დაფიქრებულ იუსტინეს შეხვდა ბერი, რომელმაც ხანგრძლივი საუბრის დროს ქრისტიანული მოძღვრების არსი განუმარტა და ურჩია, ყველა მტანჯველ კითხვაზე პასუხი წმიდა წერილში ეძებნა. „მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, - თქვა ბერმა, - გულმოდგინედ ევედრე უფალს, რომ განგინათლოს გონება. არავის ძალუძს ჭეშმარიტების შეცნობა, თუ იგი არ განაბრძნო უფალმა, რომელიც უხვად მიმადლებს ყოველთვის რწმენითა და სიყვარულით მვედრებლებს“. 30 წლის იყო იუსტინე, როცა მოინათლა და, ამ დროიდან მოყოლებული, მთელ თავის ნიჭსა და ცოდნას წარმართთა შორის ქრისტეს სწავლების გავრცელებას ახმარდა. „ვისაც შეუძლია ჭეშმარიტება ამცნოს სხვას, და ამას არ აკეთებს, მოეკითხება უფლისაგან“, - წერდა ის.
gaq