საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

საქართველო ემზადებოდა გამხდარიყო მესამე რომი
გაიოზ მამალაძე

რომის იმპერიის ორად გაყოფის, დასავლეთ რომის იმპერიის დასუსტებისა და დაცემის შემდგომ აღმოსავლეთ რომის იმპერიამ გააგრძელა არსებობა რომეების სახელმწიფოს სახელით. აღმოსავლეთ რომის იმპერიამ ხელში აიღო ყველა ფუნქცია, რასაც ასრულებდა საუკუნეების მანძილზე რომის იმპერია. მის დედაქალაქს - კონსტანტინოპოლს მოიხსენიებდნენ ახალ რომად, მეორე რომად. ეს ნიშნავდა, რომ კონსტანტინოპოლი გახდა მსოფლიოს დედაქალაქი, ქრისტიანების მფარველი სახელმწიფოს ცენტრი, ყველაზე კულტურული სივრცის მეტროპოლია, ცივილიზაციის განვითარებისათვის მთავარი ბიძგის მიმცემი...

 

1204 წელს კონსტანტინოპოლი დაეცა. ბიზანტიის ადგილას ჩამოყალიბდა რამდენიმე სახელმწიფო, ცენტრით კონსტანტინოპოლში - ლათინთა იმპერია, ცოტა სამხრეთით ნიკეის იმპერია და სხვა...

 

აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის სამხრეთ მხარეებში, ქართული ტომების ძველ და მაშინდელ საცხოვრისში, ქალდიის თემში, ტრაპიზონის ოლქში თამარ მეფის პოლიტიკოსებმა დაარსეს ჩვენი სამეფოს, ფაქტობრივად, ვასალური საკეისრო - ტრაპიზონის იმპერია.

 

მეორე რომის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა.

 

რომის იმპერიის მემკვიდრეობაზე არა ერთმა ხალხმა თუ სახელმწიფომ გამოთქვა პრეტენზია, მანამდეც, მაშინაც, და მერეც (რუსეთი სრულიად უსაფუძვლოდ ახლაც გამოთქვამს). დასავლეთ ევროპაში კაროლინგების იმპერია, შემდეგში გერმანელი ხალხების ქვეყნები აცხადებდნენ პრეტენზიას რომის მემკვიდრეობაზე - გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია.

 

მესამე რომის იდეოლოგიას ახასიათებს მესიანიზმის რამდენიმე ასპექტი. მთავარია ქრისტიანების მცველის მისია, რისთვისაც აუცილებელია ძლიერი სახელმწიფოებრიობა. ასევე აუცილებელია დიდი კულტურა,  ცივილიზაციურობა, სამართალი...

 

ახალი რომის იდეოლოგია, არ ნიშნავს მაინცდამაინც პყრობას, არამედ ნიშნავს განვითარებულობას, მოწინავეობას, სხვადასხვა ნაწილების ერთიან მიზანს, შესაძლოა, მას პყრობის კი არა, ხალხთა თანამეგობრობის კონცეფციაც ვუწოდოთ. ამ იდეოლოგიაში შედის ბოროტებისათვის, ანტიქრისტიანობისათვის წინაღმდეგობის მოტივიც.

 

არც ჩვენი ქვეყნისთვის ყოფილა ამგვარი პრეტენზია უცხო. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დავით აღმაშენებელმა გააერთიანა კავკასია და შექმნა ძლიერი სახელმწიფო.

 

დავით აღმაშენებლის მიერ გელათის აგებას და იქ ერთ-ერთი განათლების ცენტრის დაარსებას მისი მემატიანე უწოდებს „სხვა ათენის“ (კულტურის ცენტრის) და მეორე იერუსალიმის (სულიერების ცენტრის) დაარსებას.

 

მეთორმეტე საუკუნის დასასრულიდან ქართველები გააქტიურდნენ მესამე რომის ადგილის დასაკავებლად. ქართველებს უნდოდათ კონსტანტინოპოლის აღება და ბიზანტიის დამორჩილება. ეს რომ მომხდარიყო და ჩვენს წინაპრებს კონსტანტინოპოლის ტახტზე დაესვათ თავისი კანდიდატი, გამოვიდოდა, რომ საქართველო მეორე რომის ბატონია.

 

სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. 1204 წელს, ევროპელებმა დაასწრეს ქართველებს და დაიკავეს კონსტანტინოპოლი. მაგრამ კონსტანტინოპოლი, ბიზანტია, როგორც მეორე რომი -  რომის მისიის მატარებელი, მით უმეტეს, მართლმადიდებლურ ქრისტიანობაში, - გაუქმდა. ბევრს ეგონა - სამუდამოდ (სინამდვილეშიც, 1261 წელს, ბინანტიელებმა რომ დაიბრუნეს კონსტანტინოპოლი, მაინც ვერ აღადგინეს რომის იმპერიული ძალმოსილების სახელმწიფო).

 

ქართველებმა გადაწყვიტეს თავად შესრულებინათ მესამე რომის ფუნქცია.

 

ძველი, დიდი იდეოლოგების - გიორგი მერჩულეს, იოანე-ზოსიმეს, იოანე საბანისძის, არსენ იყალთოელისა და სხვათა მსგავსად, XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე არა ერთი ქართველი იდეოლოგი მოღვაწეობდა. ერთ-ერთი მათგანია იოანე შავთელი, თამარ მეფესთან დაახლოებული პიროვნება. იგი თამარს ახლდა ბასიანის ბრძოლის დროს ვარძიასა და ოძრხეში, როდესაც ჩვენმა დედოფალმა დალოცა ქართული ჯარი და გააგზავნა სამშობლოს დასაცავად, რუქნადინის 400 000 მეომრის წინააღმდეგ, თვითონ  მეფე კი წმინდა ადამიანებთან ერთად ღამისთევებით ლოცულობდა.

 

იოანე შავთელი ძალიან ცნობილი პოეტი და სასულიერო მოღვაწე გახლდათ. მას შოთა რუსთველი ახსენებს “ვეფხისტყაოსანში" - "ლექსი რომ უქესო", “ქართლის ცხოვრებაში” დახასიათებულია, როგორც "ლექსთა გამომთქმელი და მოღუაწებათა შინა განთქმული“. 


იოანე შავთელი ავტორია "აბდულ-მესიანის" სახელით ცნობილი ნაწარმოებისა. არის სხვა თხზულებების

ავტორიც. იგი წმინდანად არის შერაცხილი ქართული ეკლესიის მიერ.

„აბდულმესიანში“ ზოგიერთი მკვლევარის აზრით, თამარ მეფესთან ერთად დავით სოსლანია შექებული, ზოგის აზრით კი დავით აღმაშენებელი.

იოანე შავთელის დიდებულ და ჯერაც ჯეროვნად შეუსწავლელ და გაუშიფრავ ნაწარმოებში, „აბდულმესიანი“, კარგად ჩანს ქართული მესიანისტური იდეოლოგიის უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედები.

 

ნამდვილი მესიანიზმი იესოს ზედწოდებიდან - მესიის (მხსნელის) სახელიდან მოდის, ითვალისწინებს ქრისტიანულ პრინციპებს და არა რასობრივ განსაკუთრებულობასა და შოვინიზმს.

 

შავთელამდე საუკუნეებით ადრე ქართული იდეოლოგია ამტკიცებდა, რომ ბაგრატიონები არიან ქრისტეს ნათესავები. ბაგრატიონები ითვლებიან მართალი იოსების ძმის, კლეოპას ჩამომავლებად, რომელიც ასევე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მსგავსად დავით წინასწარმეტყველის შთამომავალი იყო. შავთელი ამას იმეორებს „აბდულმესიანში“: „ნერგო სვიანო, / დავითიანო“... გარდა ამისა, საქართველო გაქრისტიანების დროიდან ითვლებოდა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად, იოანე შავთელიც ამტკიცებს: „ძირით მისისა / იესესისა შვილი მართალი იშვა ცხორებად, ქალწულ-წმიდისა წილხდომილისა / საქართველოსა მეფედ წოდებად“.

 

გადმოცემის თანახმად, მაცხოვარმა ქართველ ხალხს უწოდა „საზეპურო ერი“, როდესაც გამოეცხადა თავის ყოვლადწმინდა დედას და მიმართა ანდრია პირველწოდებული გამოეგზავნა ახალი აღთქმის საქადაგებლად ივერიაში. საზეპურო ერი ნიშნავს რჩეულ, განსაკუთრებულ, არისტოკრატიულ ერს. იოანე შავთელი „აბდულმესიანში“ ამაზეც გვეუბნება: „ბანაკად საღმრთდ, ერ საზეპუროდ ხარ ღვთისმეტყველთა მათ ჭურვილთაგან“ და „ერი რჩეული, ნიჭთა ჩვეული, მისგანვე იქმნეს კეთილ-სახმარად“.

 

„აბდულმესიანში“ იოანე შავთელი იმეორებს დავით აღმაშენებლის ცხოვრების უცნობი აღმწერის, დიდი იდეოლოგის თვალსაზრისს, რომ საქართველო არის „ახალი ათინა“. შავთელთან: „ვნატრი / ელადსა, თვით მას / გელათსა“...

 

ზემოთ ვახსენეთ, იმპერია მაინცდამაინც პყრობას არ ნიშნავს, არამედ თანამეგობრობას. თამარის საქართველო იყო ქართველთა და კავკასიელთა თანამეგობრობა. თამარ მეფემ გაასწრო დროს, და კავკასიისა და წინა აზიის ნაწილის რეგიონისთვის შექმნა თანაცხოვრების ისეთი მოდელი, სადაც საქართველო, ანუ ლიდერი ქვეყანა, მაორგანიზებელი ძალა, კი არ იპყრობდა და ჩაგრავდა მეზობლებს, არამედ ათავისუფლებდა. დიდი საქართველო იყო მეზობელთა შორის პოლიტიკური წონასწორობისა და მშვიდობიანობის გარანტი. ტყუილუბრალოდ არც თავად ესხმოდა მეზობლებს. საქართველოს მეფე „ბჭედ იჯდა შორის თავისა თვისისა და მეზობელთა მეფეთა, არა მიშვებად ბრძოლისა, არცა გარდაგდებად უღელსა მძლავრობისასა ურთიერთს”. ქართველი მეფისთვის თავისი მამულიც საკმარისი იყო, მეტს არ ეპოტინებოდა, არ იპყრობდა და არ იერთებდა – „რათა არა უსამართლოდ ჰგონონ და მომხვეჭელად”. ჩვენი სახელმწიფო უფრთხილდებოდა თავის კეთილ სახელს. შავთელიც ამას ამტკიცევს, „ჰმთავრობ და უფლებ, ათავისუფლებ, პყრობილთა, ბრძმედო სიწმინდისაო...“ ანუ თამარი კი არ იპყრობს, არამედ დაპყრობილებს ათავისუფლებსო.

 

იოანე შავთელი ქართველთა სახელმწიფოს შესახებ ამბობს:

 

"ახალო რომო. შენთვის თქვეს, რომო

უფროს იქმნესო მყოფთა ყოველთა".

 

დიდი პოეტისა და მამულიშვილის, იოანე შავთელის აზრით, ახალი რომი - საქართველო, უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე იყო რომი და კონსტანტინოპოლი.

 

იოანე შავთელის „აბდულმესიანი“ სახოტბო პოეზიის ნიმუშია. სახოტბო ნაწარმოებები ყველა ქვეყანაში იქმნებოდა. შავთელისა და სხვა იდეოლოგების მიზანი იყო სახელმწიფოს განმტკიცება, მეფის გაძლიერება, ქართული მესიანისტური იდეოლოგიის გავრცელება და მკითხველის დარწმუნება, რომ ჩვენს სამშობლოს განსაკუთრებული მომავალი ექნებოდა.

 

იოანე შავთელი პოეტურად გადმოგვცემდა საკუთარ ნააზრევს, ასევე წინამორბედებისა და მისი თანამედროვე ქართველების იდეოლოგიას და მიზანს. არსებობს იმდროინდელი სხვა ნაწარმოებებიც, მათ შორის პროფესიონალი ისტორიკოსების მიერ დაწერილი მატიანეებიც, სადაც მსგავსი იდეებია გადმოცემული.

 

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ზოგმა მათგანმა მესიანიზმის იდეოლოგიას გადააჭარბა,  რაც  გარკვეულ ფენაში გაბატონებული აზრი იქნებოდა. მეტისმეტი მოუვიდათ. თუმცა, ამაზე სხვა დროს.

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი დომენტიანე – მელიტინელი ეპისკოპოსი (+601)
10 (23) იანვარს აღინიშნება ღირსი დომენტიანეს – მელიტინელი ეპისკოპოსის (+601) ხსენების დღე.
წმიდა გრიგოლ ნოსელი და დაჲ მისი თეოზვა დიაკონი
10 (23) იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას წმიდათა შორის მამისა ჩვენისა გრიგოლისი, ნოსელი ეპისკოპოსი (+395) და დისა მისისა თეოზვა დიაკონისა (+385) .
gaq