საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობანი XI-XIII საუკუნეებში 2. აკად. ივ. ჯავახიშვილის ღვაწლი საქართველოს ეკონომიკური ისტორიის შესწავლაში* ლოვარდ ტუხაშვილი ,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“ წიგნი I ბაგრატ III-დან გიორგი V ბრწყინვალემდე წიგნში მონოგრაფიული წესით განხილულია ქართული დიპლომატიის განმსაზღვრელი მიმართულებანი X-XV საუკუნეებში, ე.წ. ,,იმპერიულ ხანაში“ ანუ ერთიანობის ეპოქაში. წარმოდგენილი ნარკვევები არის ქართული დიპლომატიის ისტორიის პირველი ნაწილი. წიგნში შესული ცალკეული ნარკვევები, დამოუკიდებელი შინაარსის მიუხედავად ქმნიან ქრონოლოგიურად თანამიმდევრულ გაბმულ ციკლს. მეორე ნაწილში ნაჩვენები იქნება თუ როგორ შეიცვალა სრული სუვერენიტეტის მქონე ქვეყნის ორიგინალური საგარეო პოლიტიკა ,,აღდგენა-გამოხსნისათვის“ ბრძოლის მანევრად. მონოგრაფია გამიზნულია სტუდენტი-ახალგაზრდობისათვის. ვფიქრობთ იგი ფართო საზოგადოების ყურადღებასაც დაიმსახურებს. საქართველოს ეკონომიკური ისტორიის თითქმის ყველა კარდინალური საკითხი ჩვეული ენთუზიაზმით და ერუდიციით თავის დროზე შემუშავებული იქნა აკად. ივ. ჯავახიშვილის მიერ. ეკონომიკის პრობლემატიკა განსვენებული მეცნიერის თითქმის ყველა იმ ნაშრომშია, რომელიც წმინდა ისტორიზმის სფეროს (ე.წ. სამოქალაქო ისტორიის სფეროს) განეკუთვნება. მაგრამ ამას გარდა მან ეკონომიკის ურთულესი რგოლების თითქმის ყველა კომპონენტის შესახებ შექმნა სპეციალურ გამოკვლევათა მთელი ციკლი (,,საქართველოს ეკონომიკური ისტორია“ ტ. I-II, განსაკუთრებით ჩვენთვის საინტერესოა ,,საქართველოს ეკონომიკური ისტორიის“ II ტომის ძველი, 1907 წლის გამოცემა). აკად. ივ. ჯავახიშვილმა გამოსცა საქართველოს ფინანსიური უწყებისა და ეკონომიკის სფეროს ამსახველი პირველხარისხოვანი ძეგლები (,,გარიგების წიგნები“, ,,სასისხლო სიგელები“, ,,ხელმწიფის კარის გარიგება“ და ა.შ.), დააზუსტა ტერმინოლოგია, საფას-საზომთა ოდენობა, მათი ცვალებადობა, საგარეო და საშინაო ვაჭრობა, კრედიტი, ბაჟი, სცადა დაედგინა სახელმწიფო შემოსავალი, მიუთითა სახელმწიფო ბიუჯეტის შესაძლებლობაზე. განსვენებული მეცნიერის დაკვირვებანი ატარებდა უნიკალურ ხასიათს და რაც მთავარია, მათ დღემდე არ დაუკარგავთ მნიშვნელობა. ამ თვალსაზრისით ქართული ისტორიოგრაფია ბევრად არ წასულა წინ... აკად. ივ. ჯავახიშვილმა პირველად მიაქცია ყურადღება იმ ფაქტს, რომ X საუკუნიდან მკვეთრად გაიზარდა ექსპორტი საქართველოდან** (მხედველობაშია არა მხოლოდ თბილისი, არამედ ქართული სამეფო-სამთავროები), მიუთითა საჭურჭლე-სალაროთა ცენტრალისტური მართვის წესზე (რაც დამახასიათებელია მხოლოდ მაღალგანვითარებული, სახელმწიფო ბიუჯეტის მქონე პოლიტიკური ერთეულებისათვის), დაასაბუთა, რომ არსებობდა სახელმწიფო გასავალ-შემოსავლის ნუსხა, შემოღებული იყო ანგარიშსწორებისა და ანგარიშგების შემოწმება ანუ ფინანსური კონტროლი, დაადგინა სახელმწიფო ხარჯთა მთავარი სახეები: სახელმწიფო მართვა-გამგეობის ხარჯები, მეფისა და მისი სახლობის ხარჯები, სამხედრო ხარჯები, სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა (ზნეობრივ-საქველმოქმედო ღონისძიებათა ხარჯები). ივ. ჯავახიშვილმა დაუშვა, რომ სახელმწიფო გამოსავალი, ანუ სახელმწიფო შემოსავალი სამი დარგისაგან შედგებოდა: I - სახელმწიფო და ადგილობრივი გადასახადები, II - სამხედრო ალაფი, III - ხარკის ანუ ხარაჯისაგან. უდავოდ იგულისხმება, რომ სახელმწიფო გადასახადებში საკმაოდ მაღალი პროცენტი უნდა ყოფილიყო საგარეო ვაჭრობაზე დადებული ბაჟი... რაც შეეხება სამხედრო ალაფს და ხარაჯას, ჩვენ ეს მიგვაჩნია საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის თავისებურ გამოვლენად. განსვენებულმა მეცნიერმა სცადა შემოვლითი გზით დაედგინა ხარაჯას დაახლოებითი ოდენობა. მან ამ მიზნით აიღო ბაღდადის სახალიფოს სახელმწიფო შემოსავლის სამი ნუსხა (ერთი VIII საუკუნის და ორიც IX საუკუნის კუთვნილი). ამ ნუსხებიდან ამოიღო იმ ქვეყნების გადასახადების ჯამი, რომლებიც შემდეგ გადასახადებს უხდიდნენ საქართველოს: ,,თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ დაპყრობილ ქვეყანას ხარკი უფრო მეტი ედებოდა ხოლმე, ვიდრე გადასახადი, მაშინ ჩვენ შეგვიძლია გავიანგარიშოთ, თუ რამდენი ხარაჯა შემოდიოდა საქართველოში მაგ. მე-12 საუკუნეში, თამარ მეფის დროს (ივ. ჯავახიშვილი. საქ. ეკ. ისტორია, ტ. II, გვ. 51). ივ. ჯავახიშვილმა ამ წესით შემდეგი ტაბულა შეადგინა: ,,მაშასადამე ის ქვეყნები, რომლებიც XII საუკუნეში საქართველოს მოხარკედ გახდნენ, IX საუკუნეში ყოველწლივ 75 228 000 დირჰემს გზავნიდნენ ბაღდადში. უეჭველია - ასკვნის მკვლევარი - XII ს. მათ ქართველები გაცილებით უფრო მეტს გამოართმევდნენ ხარაჯას სახით“ (იქვე, გვ. 52). უკანასკნელ ხანს პროფ. ვ. ჩანტლაძემ უკრიტიკოდ გაიზიარა ეს თვალსაზრისი: ,,როგორც ვხედავთ, საქართველოს მარტო ხარაჯას სახით შემოდიოდა 75 228 000 დირჰემი, ანუ 120 ტონაზე მეტი ვერცხლი. ვ. ჩანტლაძეს აქვს ასეთი შენიშვნა სქოლიოში: ,,დირჰემი არის არაბული ვეცხლის მონეტა, რომელიც მოჭრილია 695წელს. მისი წონა დაკანონებული იყო 2,7 გრ. მაგამ ფაქტიურად მისი წონა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირი იყო: დაკანონებული წონის მიხედვით 75 228 000 დირჰემი შეადგენდა 223 ტონას და 427 კვ. ვერცხლს. დაკანონებულის ნახევარიც რომ ვიგულისხმოთ - საქართველოს ხარაჯის სახით ფულად 110 – 120 ტ. ვერცხლი შემოდიოდა“ (ვ. ჩანტლაძე. გვ. 46). სამწუხაროდ, აკად. ივ. ჯავახიშვილის ასეთ გამოთვლებში დაშვებულია მთელი რიგი უზუსტობანი, რომელთა ნაწილი მოგვიანებით გაასწორა პროფ. ვ. დონდუამ. ეს უკან ასკნელი დიდ შეფასებას აძლევდა განსვენებული მეცნიერის ნაღვაწს. ასახელებდა რა მის შესანიშნავ თხზულებას ,,საქართველოს ეკონომიური ისტორია, წიგნი პირველი“ (1907 წ.) აღნიშნავდა: ,,ამ ნაშრომში უხვად არის წარმოდგენილი XI-XIII საუკუნეების ჩვენი ქვეყნის ეკონომიური სიძლიერის მაჩვენებელი მოწმობა-მითითებანი, რეალიები და სხვ. (იხ. კერძოდ, თავი მესამე, ,,საქართველოს სამეფოს საფინანსო წეს-წყობილება, გვ. 45 და შემდეგ). დამოწმებულ ლიტერატურაში ამასთან დაკავშირებით გამოყენებულია ცნობილი აღმოსავლეთმცოდნის ა. კრემერის ნაშრომიც (,,აღმოსავლეთის ხალიფათა დროის კულტურის ისტორია“), მერე შესაძლებელი გახდა კვლევის მეტი გაღრმავება, საკითხის შესწავლა მთელი იმდროინდელი ახლო აღმოსავლეთის საერთო ეკონომიკურ-ფინასური მდგომარეობის გათვალისწინებით“ (იხ. ვ. დონდუა. ,,ჰამდალაჰ ყაზვანის ერთი ცნობის გამო“, ,,საისტორიო ძიებანი“, 1967 წ., გვ. 141-146). შემდეგ ვ. დონდუა აკრიტიკებს ივ. ჯავახიშვილის მოსაზრებას (ჩვეული სიფრთხილით და პატივისცემით), რომ ,,საკუთრივ საქართველოს (უყმადნაფიცქვეყნებოდ) ყოველწლიურად სახელმწიფოს სალაროს ფულადი შემოსავალი 3 750 000 ოქროს მანეთს უდრიდა“. ,,ამავე ხანაში მცირე აზიის შემოსავალიც კი 2 475 000 მან-ს, არაბეთის, ერაყის 2 250 000 მან. ფარსის 2 153 460 მან., ხოლო ინგლისისა (1300 წლის) და საფრანგეთის (1311 წ.) თითქმის იმდენივე (ივ. ჯავახიშვილი. საქართველოს ეკონომიური ისტორია, II, ახლადდაწერილი გამოცემა, 1930 წ. ეს შემდეგში მოხვდა ყველა სახელმძღვანელოში). ასეთი დასკვნა ივ. ჯავახიშვილმა გააკეთა ჰამდალაჰ ყაზვინის ერთი ცნობის მიხედვით. იქ კი ფაქტიურად საქართველოს შემოსავალი აღნიშნულია დამოუკიდებლობის ხანისა (500 თუმანი), ხოლო სხვა ქვეყნებისა მონღოლთა ბატონობის დროინდელი, ე.ი. დაცემის ხანისა“. ვ. დონდუას მიხედვით ,,ივ. ჯავახიშვილის ნაშრომში წინა აზიის სამი ქვეყნის ფინანსების გაძლიერება-შერყევის ქრონოლოგია აღმოჩნდა თვალმიუწვდენელი. ამიტომ დასახელებული სამი ქვეყნის ავბედობის დროინდელი შემოსავალი აღმოჩნდა მიღებული ძლიერების ხანის შემოსავლად“. ანალოგიური წესით აქვს ივ. ჯავახიშვილს ხარაჯის გამორკვევა. ჯერ ერთი, არაფრით არ მტკიცდება, რომ ხარკი გადასახადზე მეტი იყო (ეს იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ხარკი ერთდროულია, ყოველწლიური ხარკი გადასახადებზე გაცილებით მცირე უნდა ყოფილიყო და ხშირად სიმბოლური ხასიათიც ჰქონდა. ამის საილუსტრაციოდ გამოდგება გვიანფეოდალური პერიოდის უეჭვო, წერილობით დაფიქსირებილი მაგალითები). მეორეც, არსაიდან არ მტკიცდება, რომ საქართვლოს ყოველწლიური მოხარკენი იყვნენ გურგანი, კაზვინი, ადარბაიჯანი, გილანი, ხორასანი და მით უმეტეს ერაყი. არ გამოვრიცხავთ, რომ 1210-1211 წლებში ამ ქვეყნებს (ერაყის გამოკლებით) ქართველებმა მართლაც დაადეს ხარკი და შეიძლება ძალზე მძიმეც, მაგრამ ამ ხარკის (ხარაჯას) პერმანენტული ხასიათი არაფრიდან არ ჩანს. აკად. ივ. ჯავახიშვილის შეხედულებებიდან სხვაც ბევრია საკამათო. აქ აღვნიშნავთ მხოლოდ ერთს, ჩვენი აზრით, ძირითადს - განსვენებული მეცნიერი XI-XII საუკუნეების საგარეო პოლიტიკის მასაზრდოებელ წყაროდ არ მიიჩნევდა სავაჭრო მაგისტრალებისათვის ბრძოლას. იგი ხედავდა მხოლოდ სამ მიზეზს: 1. აქტიურ თავდაცვას (მოგერიების შეტევით); 2. ქვეყნის შემოკრების სურვილს; 3. ფეოდალების მიდრეკილებას მუდმივი ომებისადმი. საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებს შეეხო პროფ. გრ. ნათაძე (გ. ნათაძე, საქართველოს ისტორიის მოკლე სოციოლოგიური მიმოხილვა, ქუთაისი, 1925.). მან წამოაყენა რამდენიმე საყურადღებო მოსაზრება. მისი აზრით, საქართველოს არ ჰქონდა აქტიური ბალანსი საგარეო ვაჭრობაში. პასიური ბალანსის ექვივალენტის მოძებნის აუცილებლობა ხელს უწყობდა მიწათმოქმედების ინტენსიფიკაციას, რაც თავის მხრივ აჩქარებდა გლეხის დამაგრებას მიწაზე. ე.ი. ბატონყმური წყობილების დამყარებას. საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის სტრატეგიულ შინაარსს პირველად დაუკავშირეს საქართველოს სამეფო ოფიციალური საგარეო პოლიტიკური კურსი. აკად. ნ. ბერძენიშვილმა და საქ. მეცნ. აკადემიის წევრ-კორესპოდენტმა ვ. გაბაშვილმა (ნ. ბერძენიშვილს ეს დაკვირვება მრავალ ნაშრომში აქვს ჩამოყალიბებული. ვ. გაბაშვილმა კი დააკონკრეტა სტატიაში ,,სქართველოს სავაჭრო ურთიერთობანი XII საუკუნეში“ (თსუ შრ. ტ. 121, 1967 წ.), საერთოდ კი ამ პრობლემას სხვადასხვა კუთხით შეეხნენ: შ. მესხია (Месхиа Ш. А. ,,Города и городской строй феодальной Грузии“, м. 1956 г.), რ. კიკნაძე (რ. კიკნაძე), დ. კაპანაძე (დ. კაპანაძე. ,,ქართული ნუმიზმატიკა“, ნ. ვ. დონდუა, დასახ. ნაშრ.) და საერთოდ ნუმიზმატები: ვ. დონდუა (რ. ქებულაძე. ,,საქართველოში ვენეციური ოქროს დუკატების მიმოქცევის საკითხისათვის“, ,,მაცნე“ N 4, 1965 წ.), დ. მუსხელიშვილი (ივ. სურგულძე. ,,ქალაქების მნიშვნელობა ფეოდ. საქართველოს სახელმწიფო წყობილებაში“), რ. ქებულაძე (მ. ბერძენიშვილი, მ. დუმბაძე, ნ. ასათიანი, ლ. ჭილაშვილი, მ. ლორთქიფანიძე, თ. პაპუაშვილი, გ. დონდუა, ი. ჯალაღანია, გ. აფრასიძე და სხვ.), ივ. სურგულაძე, მ. ლორთქიფანიძე, რ. მეტრეველი და ა.შ. * აღნიშნულ საკითხზე სპეც. ნაშრომი გამოაქვეყნა პროფ. ვ. ჩანტლაძემ, იხ. მით. შრომა, ,,ეკონომიკა“, VII, 1977 წ., გვ. 27-46. ** საერთოდ ჩვენ, როგორც ივ. ჯავახიშვილის, ისე სხვა მრავალი მკვლევარის მხოლოდ იმ დასკვნებს წამოვწევთ, რომლებიც ეხებიან საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებს და არა მთლიან ეკონომიკას. დამოუკიდებელი უნივერსიტეტი ,,იბერია“ თბილისი 1994 |