საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

ორსაუკუნოვანი ომის მონაკვეთი
გაიოზ მამალაძე
ზოგიერთი ჩვენი თანამემამულე თვლის რომ 2008 წლის აგვისტოში ომი დაიწყო საქართველომ. 

ასეთი აზროვნებით „შორს შეიძლება წავიდეს“ ადამიანი. ამგვარ განცხადებას მოსდევს შემდეგი „ლოგიკა“:


1. საქართველო თავს დაესხა საწყალ ოს სეპარატისტ-ტერორისტებს, საცოდავებს და დიდმა, კეთილმა რუსეთმა დაიცვა განადგურებისაგან ოსი ხალხი;

2. საქართველო თავს დაესხა რუსეთს, მაგრამ ბედმა არ გაუღიმა და შემთხვევით დამარცხდა (ატომის გამოყენება კი არ ისურვა ქართულმა მხარემ, რათა ეკოლოგია არ დაეზიანებინა და მოსკოვის მოსახლეობა არ გაენადგურებინა);

3. საქართველო იმპერიაა, აგრესორია და უცხო მიწების (ოსეთის, აფხაზეთის, რუსეთის) დაპყრობა სურს;

და ა. შ.

....

ეს ხუმრობით, მწარე ხუმრობით.

სერიოზულად კი ამგვარი განცხადება საზოგადოების დიდი ნაწილის ობიექტურ გულისწყრომას იწვევს. თუ ამგვარი გულისწყრომა დღეს რაიმე პოლიტიკური მიზეზის გამო სრულ დაგმობაში არ გადასულა, მომავალში აუცილებლად დაიგმობა, როგორც ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი...

ისევე როგორც დაგმ

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი პამვა მეუდაბნოე (IV)
ღირსი პამვა, ვისი ხსეენბაც არის 31 ივლისს, ეგვიპტეში, ნიტრიის უდაბნოში მოსაგრეობდა IV საუკუნეში. როგორც ჩანს, იგი დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო - სიყმაწვილეში განათლება არ მიუღია. როცა ამა სოფლის ამაო ცხოვრებიდან განდგომა განიზრახა, მან ერთ ბერს სთხოვა, ფსალმუნთა შესწავლაში დახმარებოდა, რადგან თავად წერა-კითხვა არ იცოდა. ოცდამეთვრამეტე ფსალმუნის სიტყვებმა - „ვთქუ: ვიმარხნე გზანი ჩემნი, რაჲთა არა ვცოდო ენითა ჩემითა“, - ისე შეძრა ნეტარი, რომ ამ დროიდან მოყოლებული მდუმარების სიყვარული წმიდა მამის ერთ-ერთი უმთავრესი სათნოება გახდა. წმიდა პამვამ მალე გაითქვა სახელი თავისი წმიდა ცხოვრებით.
წმიდა მოწამე ემილიანე (+363)
წმიდა მოწამე ემილიანე, ვისი ხსენებაც არის 31 ივლისს, იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება - ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი. მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმიდა ემილიანე ცხოვრობდა, მეფის წარჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად. წმიდა ემილიანე წარმართთა შესაკრებელში შევიდა, დაამსხვრია ცრუღმერთების ქანდაკები, დაამხო სამსხვერპლოები და მიიმალა.
gaq