საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ლეგიტიმიზმის საკითხები

გიორგი მესამეს ლეგიტიმიზმის ეშინოდა და ამიტომ დასაჯა დემნა განსაკუთრებული სასჯელით (წიგნიდან "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის", 2007)
გაიოზ (გია) მამალაძე
ეს წერილი დაიწერა XXI საუკუნის დასაწყოსში და შევიდა 2007 წელს გამოცემულ ჩემს წიგნში "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის".
გია მამალაძე

  გიორგი მესამეს ლეგიტიმიზმის ეშინოდა და ამიტომ დასაჯა დემნა განსაკუთრებული სასჯელით    

   თამარ მეფეს მამის გარდაცვალებისთანავე შეექმნა პრობლემები. ჯერ იყო და, ერთხელ უკვე ნაკურთხი მეორედ აკურთხეს მეფედ დიდებულებმა, რათა თავისი გავლენიანობა დაემტკიცებინათ. მერე პარლამენტის მსგავსი `ისნის კარვის~ დაარსება მოსთხოვეს მისი ძალაუფლების შემცირების მიზნით. შემდეგ არისტოკრატიული წარმოშობის დიდებულებმა სავაზიროდან გააგდებინეს სოციალურად დაბალი წარმოშობის ერთგული ვაზირები. ქმრად ნაძალადევად მოჰგვარეს სრულიად უცნობი, უჯიშო პრინცი და გაუცვნელად, სასწრაფოდ დააქორწინეს თვრამეტი წლის მზეთუნახავი.

  ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ გაგდების მერე, "სკვითს" მიემხრო ქართველი დიდებულების საკმაოდ დიდი ნაწილი ("გაამეფეს" - "რეცა მეფედ"). ალბათ, იმიტომ, რომ სძულდათ თამარი, გიორგის ასული... თავიდან, რა თქმა უნდა...
  თამარ მეფის მამა, გიორგი III დიდი მეომარი ხელმწიფე იყო, მაგრამ ქართველმა დიდებულებმა ვერ აიტანეს მისი დანაშაულობები, და როგორც ჩანს, უნდოდათ მის ასულზე ეყარათ ჯავრი.

  ძნელი სათქმელია, მოკლა თუ არა გიორგი III-მ თავისი უფროსი ძმა, მეფე დავით V, რომელიც ძალიან საეჭვოდ გარდაი
ცვალა (სომხური წყაროებით -  გიორგის მიერ მიგზავნილი ორბელების ხელით). დავითის სიკვდილის მერე მისი მამა დემეტრე I, აწ უკვე ბერი დამიანე, `შენ ხარ ვენახის~ ავტორი, დაბრუნდა ტახტზე და თანამეფედ გამოაცხადა უმცროსი, საყვარელი შვილი გიორგი. გადმოცემით, დემეტრე ოცნებობდაო დავითის სიკვდილზე, დავითი ხომ ორჯერ აუჯანყდა მეფე - მამას და ბოლოს ტახტიც წაართვა.   ტახტზე დაბრუნებული ბერი-მეფე დემეტრე-დამიანეც მალე (?!) გარდაიცვალა და ერთპიროვნული მეფე, თვითმპყრობელი იმპერატორი საქართველოს კავკასიური იმპერიისა გახდა გიორგი III. მან მრავალი ბრძოლა მოიგო და დიდი წარმატებები მოუტანა სამშობლოს, მის დროს ქართველები ვერ ძლებდნენ "თვინიერ რბევისა" უცხო მხარეთა.

  მაგრამ, ყველაზე მეტად და საბუთიანად გიორგის ავობაზე მეტყველებს მისი საქციელი 1177 წელს. 

  1177 წელს გიორგი III-ს აუჯანყდნენ. დიდებულების საკმაოდ დიდი ნაწილი განუდგა მას. სომხური წყაროები იუწყებიან, რომ გიორგის III-ს, თავისი ძმის, დავით მეფის ძე დიმიტრი (დემნა) თავის მემკვიდრედ ჰყავდა გამოცხადებული და დიმიტრის სრულწლოვანების მიღწევისას მისთვის უნდა დაეთმო ტახტი. ლეგიტიმურად ტახტი დემნას უფრო ეკუთვნოდა, ვიდრე გიორგის. მით უმეტეს, გიორგი III-ეს მხოლოდ სამი ქალიშვილი ჰყავდა, ორი კანონიერი, თამარი და რუსუდანი და ერთიც ქორწინების გარეშე შობილი (სახელი უცნობია). ქალის ტახტზე ასვლის პრეცედენტი მანამდე ს
აქართველოში არ ყოფილა.    
  ბაგრატიონები, ბიბლიური დავითის შთამომავლებად ითვლებოდნენ. არც ძველი აღთქმის და არც ახალი აღთქმის მიხედვით ქალი ტახტის მემკვიდრედ და გვარის გამგრძელებლად არ ითვლება.

  არ გვაქვს საფუძველი, რომ არ ვენდოთ სომხურ წყაროებს (ამჯერად). როგორც ჩანს, გიორგი არ აპირებდა აღთქმის შესრულებას და დიმიტრის გამეფებას (თუ სომხური წყაროები სწორია). 

   თუ აღთქმა არ ჰქონდა დადებული და სომხური წყაროები ტყუის, ტახტი მაინც დემნას ეკუთვნოდა.

  როგორც ჩანს, გიორგის უნდოდა დაემცირებინა დემნა და ცოლად შერთო ქვეშევრდომის, ორბელის (თანაც, იქნებ მამის მკვლელის) ასული. საქართველოს მეფეს კი ქვეშევრდომი არ უნდა მოეყვანა. ზოგს ჰგონია, რომ ქვეშევრდომის ცოლად მოყვანით დემნამ დაკარგა ტახტზე ასვლის უფლება, მაგრამ ეს ასე არა არის. სამეფო ოჯახს სხვა უფლისწული ვაჟი არ ჰყავდა. ასე რომ, დემნა გიორგი მეფის ასულებზე გაცილებით ლეგიტიმური მემკვიდრე იყო. თანაც, ქვეშევრდომზე დაქორწინების მიუღებლობა სამეფო კანონების კატეგორიული ნორმა არ ჩანს. ამას უფრო ტექნოლოგიური მნიშვნელობა ჰქონდა, რათა  ქვეშევრდომები (სიმამრი და ცოლისძმა) არ გამორჩეულიყვნენ და დედოფალი განსაკუთრებული ყოფილიყო.   ქვეშევრდომი იყო, მაგალითად, შირვან შაჰი, რომელსაც დავით აღმაშენებელმა ქალიშვილი მიათხოვა. თავად გიორგი III-ს ქვეშევრდომის (ყმადნაფიცის),
ოსი მეფის ასული ჰყავდა ცოლად. მონარქის ცოლს უნდა ჰქონოდა მეფური, მთავრული სისხლი. თუმცა, ვიმეორებ, ეს არ ჩანს კატეგორიულ მოთხოვნად, რომელიც აკარგვინებს უფლისწულს ტახტის მემკვიდრეობას. მით უმეტეს, ორბელები ითვლებოდნენ `ჭინთა~ მეფეების შთამომავლებად.

  დიდებულებმა შეატყვეს, რომ გიორგი III არ აპირებდა დემნას გამეფებაზე სერიოზულ ფიქრს. ქართველებისთვის კი ქალი მეფედ წარმოუდგენელი იყო. მათ უცხო მხარეთა მრბეველი ვაჟკაცი უნდოდათ ხელმწიფედ. ლეგიტიმისტებს კი ბაგრატოვანთა გვარის გაგრძელება.

  არ ჩანს მართალი, თითქოს ორბელების ამბიციის გამო დაიწყო ეს აჯანყება. მხოლოდ ორბელების ინტერესების გამო სხვა დიდებულები არ აჯანყდებოდნენ და თავს არ ჩაიგდებდნენ საფრთხეში. მით უმეტეს, აჯანყებას მიემხრო სამოხელეო არისტოკრატიის უდიდესი ნაწილი. აჯანყებას მეფის ხელისუფლების დასუსტება და არისტოკრატიის გაძლიერება არ ჰქონია მიზნად. ვაზირებს და ერისთავთ-ერისთავებს რაღა გაძლიერება სჭირდებოდათ ისეთი, რომ სასიკვდილო რისკზე წასულიყვნენ.  
 
  როგორც ჩანს, არსებობდა ლეგიტიმიზმის მომხრეობის იდეოლოგია, ერთგვარი ორდენი, რომელიც იმპერიის მომავალზე, მის გაფართოებაზე ფიქრობდა.

  აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ გიორგი III-ს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ეკლესიასთან. მას, როგორც ჩანს, საგადასახადო შეუვალობა გაუუქმებია ეკლესიისათვის.  გიორგი, პირველ ეტაპზე, ძირი
თადად არაქართულ ძალებს დაეყრდნო. მერე დემნას მომხრეების ერთი ნაწილი შიშით მის მხარეზე გადავიდა. აჯანყება დამარცხდა. ძმისშვილი, სინანულის ნიშნად ყელზე საბელშებმული ეახლა ბიძას. 

  გიორგი III-ზე ამბობდნენ მრისხანე იყოო. მაგრამ დემნას დასჯა მხოლოდ მრისხანება არ ყოფილა. ყველაფერი კარგად იყო გათვლილი, ჯერ თვალები დასთხარეს, რომ ვეღარ ემეფა, ვეღარ ემოღვაწა. მერე დაკოდეს, რომ შთამომავლობა არ დაეტოვებინა. სასჯელის ამ მეორე ნაწილში კარგად სჩანს ქართული ლეგიტიმიზმის აუცილებელი ნორმა _ ტახტზე მხოლოდ ვაჟი შეიძლება ავიდეს.

  გიორგი III-მ კარგად იცოდა, თუ დემნას შეეძინებოდა შთამომავლობა, ისინი თამარზე გაცილებით ლეგიტიმურნი იქნებოდნენ. ამიტომ, შვილს კონკურენტი მოაცილა.  მსგავსი მცდელობა ჩანს რუსუდანის საქციელში, მან ძმისშვილი დავით ლაშას ძე გააგზავნა რუმის სასულტნოში, თანამეფედ კი გამოაცხადა თავისი ძე. მაგრამ, რადგან იცოდა, რომ მამრობითი ხაზით სამეფო შტოს შვილი, თუნდაც უკანონოდ შობილი, ლეგიტიმურად უფრო მაღლა დგას მდედრობითი ხაზით შთამომავალზე, გადაწყვიტა ძმისშვილის მოკვლა.

  როგორც ჩანს, გიორგი III-ს ძმისშვილის მკვლელობა ვერ აპატიეს ქართველებმა. იმ დროს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ტახტი მიატოვა და იერუსალიმში წავიდა ნიკოლოზ I გულაბერისძე (ალბათ, როგორ ეხვეწებოდა კათალიკოსი გიორგი III-ს, არ დაესაჯა ასე სასტიკად ძმიშვილი, ერთადერთი ნამდვილი
მემკვიდრე სამეფო ტახტისა).  დიდებულებმა იძულებით დაითმინეს, ძალა აღმართს ხნავს. ეკლესია გამოვიდა მეფის წინააღმდეგ და მოითხოვა უსამართლო ბეგრისგან გათავისუფლება. ამბოხით დაშინებულ გიორგის გაახსენდა ღმერთი და ეკლესია გაათავისუფლა ბეგარისაგან.   გავიდა ხანი, როცა იხელთეს დრო, არისტოკრატიის დიდი ნაწილი მიემხრო გიორგი რუსს გიორგი III-ის ოჯახის სიძულვილის გამო და გაგდებული რუსი ქუთაისში გაამეფეს. ალბათ, იმიტომაც რომ რუსი კარგი მეომარი იყო.

  ღმერთმა არ დაუშვა "სკვითის" გამარჯვება.

  მალე თამარმა ყველას დაანახა, რომ იგი დიდებული და წმიდა ადამიანი გახლდათ. ქართველები მიხვდნენ, რომ გიორგი III-სა და თამარს შორის დიდი ზნეობრივი სხვაობა იყო. უნდა აღინიშნოს, რომ თამარის დამ, რუსუდანმა, უდიდესი იმპერიის პრინცესამ, უარი თქვა ამსოფლიურ დიდებაზე და თავი ღმერთს შეწირა.  ამითაც მტკიცდება გიორგისა და მისი შვილების განსხვავებულობა (ბოლო ხანს გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც ეყრდნობა ბიზანტიურ ცნობას, თითქოს თამარის უმცროსი და, რუსუდანი გათხოვდა ბიზანტიის საიმპერატორო ოჯახის წარმომადგენელზე, და თითქოს ამ ქორწინების შედეგად დაიბადნენ ალექსი და დავით კომნენები, მომავალი მმართველები ტრაპიზონის მომავალი იმპერიისა, თუმცა, ქართული წყაროები ამაზე არაფერს ამბობს, ასეთი მნიშვნელოვანი ცნობა კი, ძნელი წარმოსადგენია, ქართველ მემატიანეებს გამორჩენოდათ).

  ჯეროვანი პატივი უნდა მივაგოთ თამარის დედის, ოვსთა მეფე ხუდანის ასულის, ბურდუხანის სათნოებას და ეკლესიას, რომლის მეთვალყურეობითაც გაიზარდნენ დები.

  "შვიდმნათობიერმა" მოახერხა და ქართული ძალა მიმართა უცხოეთისკენ, როგორც უნდოდათ მეომარ ქართველებს და ქართული იმპერიის საზღვრები გააფართოვა. მას ამაში ხელი შეუწყო დიდმა მეომარმა დავით სოსლანმა, გვარით ბაგრატიონმა. 
  დავით სოსლანისა და თამარის დაქორწინებით ლეგიტიმიზმი აღდგა, სამეფო ოჯახის შვილი, თამარი გახდა მეფე, ხოლო გვარი ბაგრატიონი გაგრძელდა დავითისაგან.               

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსმოწამე ანდრია კრეტელი (+767)
17 (30) ოქტომბერს აღინიშნება ღირსმოწამე ანდრია კრეტელის (+767) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი ოსე (+820 ქრისტეს შობამდე)
17 (30) ოქტომბერს აღინიშნება წინასწარმეტყველი ოსეს (+820 ქრისტეს შობამდე) ხსენების დღე.
gaq