|
გია მამალაძე - რა ეღირება მეფის "შენახვა" გაიოზ მამალაძე
ძალიან კარგად ვიცით, რომ საქართველოსთვის ახლა მონარქიის აღდგენა არ არის სასწრაფოდ გადასაჭრელი და უმთავრესი ამოცანა.
სამეფო კლუბის წევრებმა და საერთოდ ქართველი მონარქისტების დიდი უმრავლესობამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენი სახელმწიფოსათვის უმთავრესი ამოცანაა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება.
ხალხის უდიდესი ნაწილისათვის უმთავრესი პრობლემაა სოციალური გაჭირვების დაძლევა. შრომის, დასვენების, სწავლის, ჩაცმა-დახურვის, მკურნალობის, საცხოვრებლის, და საერთოდ ლუკმა-პურის შოვნის პრობლემა...
გარდა ამისა, ქართველი ხალხის წინაშე დგას არა ნაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანები - ეროვნული სახის, კულტურის შენარჩუნება, დემოგრაფიული პრობლემა, დემოკრატიული, ტრადიციული საზოგადოების შექმნის აუცილებლობა. ჩვენ უნდა შევუქმნათ მომავალ თაობებს ღირსეული, ეკონომიკურად ძლიერი, ტრადიციული, დემოკრატიული სახელმწიფო და რაც მნიშვნელოვანია, ეს პროლემები უნდა გადავჭრათ რაც შეიძლება მალე...
რა თქმა უნდა, ამ ამოცანების დაძლევა უმთავრესია, და სულაც არ ვფიქრობთ, რომ რაიმე პრობლემა უნდა დაემატოს ჩვენს საზოგადოებას და სახელმწიფოს, რაიმე ხარჯი თუ თავსატეხი, თუნდაც მომავალში.
პირიქით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ მომავალში, ხაზს ვუსვამ - მომავალში, საქართველოში აღდგება მონარქია და დადგინდება მისი თანამედროვე სახალხო კონსტიტუციური, საპარლამენტო მონარქიის სახით, ეს ხელს შეუწყობს ზოგიერთი ზემოთჩამოთვლილი პრობლემის გადაწყვეტას. დღეს, მხოლოდ ზოგიერთ მათგანზე მოგახსენებთ, ძალიან მოკლედ.
სახალხო კონსტიტუციური მონარქიის ქვეყნებში მეფე ასრულებს ზუსტად იმ მოვალეობებს, რაც რესპუბლიკური მმართველობის შეთხვევაში პრეზიდენტის მოვალეობაა - სახელმწიფოს სიმბოლური მეთაურობა, სახელმწიფო ცერემონიები, უცხოელთა მიღება და სხვა.
და ეს არ არის უფროს ძვირი, ვიდრე პრეზიდენტის შენახვა.
მეფეს ერთხელ დავადგენთ და არ დაგვჭირდება მილიონობით ლარის დახარჯვა ყოველ ხუთ წელიწადში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.
მეფეს გადავუხდით ზუსტად იმ ხელფასს, რასაც დღეს იღებს პრეზიდენტი, მეტს არა.
მეფე იცხოვრებს იქ, სადაც დღეს ცხოვრობს პრეზიდენტი.
არ იქნება არავითარი სამეფო კარი. სამეფო კანცელარია კი დაკომპლექტდება პროფესიონალებისაგან, როგორც საქმე მოითხოვს და არავითარ შემთხვევაში წარმოშობისა და გვარიშვილობის მიხედვით.
მეფეს დაცვა არ ეყოლება იმაზე მეტი, რაც ჰყავს პრეზიდენტს, პირიქით, შეიძლება ნაკლებიც.
არც მეფის ძმებს და დებს, არც მოგვარეებს და ნათესავებს, არც თავადების შთამომავლებს არ ექნებათ არანაირი პრივილეგიები, არანაირი პენსია და ხელფასი სახელმწიფოსგან.
არც იურიდიულად და არც რეალურად არ იარსებებს რაიმე განსხვავება საქართველოს მოქალაქეებს შორის მათი წინაპრების სოციალური წარმოშობის გამო.და ქართველი მეფის არსებობის შემთხვევაში კიდევ უფრო განმტკიცდება აზრი, რომ ყოველი ქართველი, ყოველი მოქალაქე დიდებულია და საქართველოს ყოველი გვარი კეთილშობილია.
სამეფო კლუბის სპიკერი გია მამალაძე
https://www.youtube.com/watch?v=Xvtm-QxNino
https://www.youtube.com/watch?v=g5wgHccRHGE |
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge |
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge |
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge |
| სამეფო კლუბს სპიკერი გია მამალაძე |
| სამეფო კლუბის ერთ-ერთი შეხვედრა |
|