გთხოვთ მოგვწეროთ თქვენი აზრით, ეს უნდა დაფიქსირდეს თუ არა კონსტიტუციაში, როგორც ტრადიციული ქართული ნორმა და იესიან, დავითიან, სოლომონიან ბაგრატიონთა მემკვიდრეობის აუცილებელი პირობა. აქ ერეკლე მეორის შვილიშვილისა და გიორგი მეთორმეტის ვაჟის დავით ბატონიშვილის სურათი შემთხვევით არ გამოვაქვეყნეთ. მას აქვს ნაშრომები ამ თემაზე, რომლებიც ჩვენ გამოვიყენეთ ჩვენს წიგნში "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის: და სხვა ნაშრომებში. მალე მკითხველს გავაცნობთ ამის ვრცელ განმარტებასაც. qne556@yahoo.com ან royalclubofgeorgia@gmail.com განხილვა - ქართული სამეფო ლეგიტიმიზმის პრინციპები კონსტიტუციაში სამეფო ტახტის მემკვიდრეობა გადადის უფროს ვაჟზე, ან თუ მეფის ოჯახს არ ჰყავს ვაჟი, უახლოეს ნათესავ ვაჟზე. სამეფო დინასტიის გვარი გადადის მხოლოდ მამრობითი ხაზით. ასეთია ქართული ლეგიტიმიზმის აუცილებელი პირობა საუკუნეების მანძილზე და ამ პრინციპის შეცვლა შეუძლებელია.
საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრეობის მხოლოდ მამრობითი ხაზით გადაცემა არის უცვლელი რელიგიურ-სახელმწიფოებრივი ტრადიცია და არა ქალთა უფლებების დისკრიმინაცია.3
ქართული ლეგიტიმიზმის კანონები უცვლელად უნდა გადავიდეს კონსტიტუციაში თავი - საქართველოს მეფე.
|