|
განხილვა - საქართველოს მეფე (და ქვეყნის მართვა) გაიოზ მამალაძე
გთხოვთ გამოთქვათ თქვენი აზრი qne556@yahoo.com
განხილვა - საქართველოს მეფე (და ქვეყნის მართვა)
საქართველოს მეფეს საქართველოს პარლამენტი აცხადებს საქართველოს ტახტის მემკვიდრეს ქართული სამეფო მემკვიდრეობის ტრადიციული კანონის მიხედვით.
საქართველოს მეფის უფლებები ძალაში შედის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მისი მეფედ კურთხევისა და ფიცის დადების შემდგომ.
საქართველოს სახელმწიფოს მართვა განხორციელდება ჩვეულებრივად, როგორც თანამედროვე ცივილიზებულ სახელმწიფოს შეეფერება. საკანონმდებლო მოვალეობას შეასრულებს პარლამენტი, აღმასრულებელ ფუნქციას შეასრულებს პარლამენტის მიერ დანიშნული მთავრობა.
საქართველოს მეფე იქნება ქვეყნის სიმბოლური სახელმწიფო მეთაური, ზოგადად სახელმწიფოებრიობის, ეროვნულობისა და დიდი ტრადიციების სიმბოლო. იგი შეასრულებს ცერემონიალურ მოვალეობებს (როგორც პრეზიდენტები საპარლამანტო რესპუბლიკებში (ასევე საპრეზიდენტო რესპუბლიკებშიც): უცხოელი ოფიციალური სტუმრების მიღება, ელჩების მიღება, სახელმწიფოს წარმოჩენა სხვადასხვა ღონისძიებებზე, პარლამენტის გადაწყვეტილებებზე ხელის მოწერა, დამსახურებული მოქალაქეების დაჯილდოება, საქართველოს მოქალაქეობის მიცემა და სხვა, ასევე მისი მოვალეობა იქნება უზენაესი და საკონსტიტუციიო სასამართლოს ხელმძღვანელობა, სამხედრო ძალების მთავარსარდლობა. საქართველოს მეფე სპეციალური სამსახურის წარგინებით შეიწყალებს მსჯავრდებულებს. საქართველოს მეფე იქნება ქვეყნის სახე გარესამყაროსთან.
საქართველოს მეფე იქნება ხელისუფლების წარმომადგებელი ეკლესიაში და ეკლესიის წარმომადგენელი ხელისუფლებაში.
საქართველოს მეფე, კონსტიტუციის შესაბამისად, დანიშნავს ყველა დონის არჩევნებს, დაამტკიცებს არჩევნების შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარდგინების საფუძველზე, დაამტკიცებს პარლამენტისა და მთავრობის შემადგენლობას, მიიღებს პარლამენტისა და მთავრობის წევრთა ფიცს. პარლამენტის წარდგენით დანიშნავს მოსამართლეებს, მთავრობის წარდგინებით დანიშნავს შეიარაღებული ძალების სარდლობას. მიანიჭებს ჩინებს სამხედროებსა და შინაგანი ძალების წარმომადგენლებს. საქართველოს მეფე იღებს ქვეყნის ჯარისკაცების ფიცს.
საქართველოს მეფე პარლამენტის დადგენილებით აცხადებს ომს ან საგანგებო მდგომარეობას, ქვეყნის მასშტაბით ან ტერიტორიის ნაწილში.
საქართველოს მეფემ უნდა იცოდეს სახელმწიფო ენები, ქართული და აფხაზური, ასევე ქართული სალიტერატურო ენის საფუძვლები.
ეს ყველაფერი დარეგულირდება კონსტიტუციით. |
|