საინტერესოა მკითხველთა შენიშვნები და წინადადებები. მოგვწერეთ: qne556@yahoo.com ან royalclubofgeorgia@gmail.com
4 ნაწილი განხილვისა კონსტიტუციური სახალხო მონარქიის დადებითი მხარეები მეფის ინსტიტუტის არსებობის შემთხვევაში ქვეყანა თავისუფლდება საპრეზიდენტო არჩევნებიდან, მისი ხარჯებიდან და სხვა თანმდევი მოვლენებიდან.
ძალიან მნიშვნელოვანია "პირველი კაცობის" საკითხი. საქართველოში ეს პრობლემა ძალიან მწვავედ დგას.
ძალიან ბევრისთვის "პირველკაცობა" არის ცხოვრების მიზანი. ქვეყანაში მეფის არსებობის დროს სხვა ვერ იქნება პირველი. რაც უნდა ბევრი ფული ჰქონდეს და რაც უნდა ძლიერ პოლიტიკოსად გრძნობდეს თავს ნებისმიერი, მას უსათუოდ ეცოდინება, რომ მასზე მაღლა, საერო იერარქიაში, არის მეფე, რომელიც მას განიხილავს, როგორც ზრუნვის ობიექტს (ეს აისახება კონსტიტუციაში, თავი - საქართველოს მეფე).
მეფისთვის პირველკაცობის, პირველობის პრობლემა არ დგას. მისთვის განგებაა, ვალდებულებაა ზრუნავდეს ქვეშევრდომებზე. ეს ადგილი მას კარიერისადმი სწრაფვით არ მოუპოვებია, არჩევნებში მონაწილეობა, პიარი, რომელიმე პოლიტიკური დაჯგუფების მომხრეობა და შესაბამისად, რომელიმე პოლიტიკური დაჯგუფების მოწინააღმდეგეობა მას არ დასჭირვებია. ეს ნებელური არ არის, ეს ფატალურია. იგი, უბრალოდ, მეფობისთვის დაიბადა და სამეფოდ გაზარდეს. იმთა
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | ვითვე ყველაფერი გარკვეულია. მეფე და მისი ოჯახის წევრები არ იქნებიან რომელიმე პარტიის წევრები (ეს აისახება კონსტიტუციაში, თავი - საქართველოს მეფე)
მეფის შენახვა სახელმწიფოსათვის გაცილებით იაფი დაჯდება, ვიდრე პრეზიდენტისა (მით უმეტეს, საპრეზიდენტო საარჩევნო ხარჯებს თუ ჩავთვლით). ამას კონსტიტუცია დაარეგულირებს. მეფეს, დედოფალს, ტახტის მემკვიდრეს აკრძალული ექნებათ საბანკო ანგარიშების, ბიზნესის და სხვა შემოსავლების ქონა, ასევე მეფის სხვა შვილებსა და მეფის დედმამიშვილებს სრულწლოვანობამდე.
მეფისა და მისი ოჯახის დროებითი ქონება (და ფინანსები) იქნება მხოლოდ ის, რაც გამოიყოფა სახელმწიფოს მიერ მეფის მხრიდან სახელმწიფოსათვის აუცილებელი მოვალეობებისა და ცერემონიების შესასრულებლად. იმ შემთხვევაში, თუ მეფის ინსტიტუტი გაუქმდება, ქონება დაუბრუნდება სახელმწიფოს (ეს უნდა აისახოს კონსტიტუციაში).
ევროპის სახალხო მონარქიის ქვეყნებში, დიდი ბრიტანეთის გარდა, მონარქების წლიური ხარჯები საკმაოდ მცირეა (ბრიტანეთის მონარქია არისტოკრატიული მონარქიის ზოგიერთ ნიშანს ატარებს, თუმცა სახალხო მინარქიის პრინციპები სულ უფრო და უფრო მატულობს ბრიტანეთში). ევროპის სახალხო მონარქიების მაგალითით იხელმძღვანელებს საქართველოც. მაგალითი აქვეც გვაქვს, ჩვენი მეფეები ისტორიულად ფუფუნების მოყვარულობით არ გამოირჩეოდნენ. |