საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები დღეს

ია ლეონიდეს ასული ბაგრატიონ-მუხრანელი
georoyal.ge

 ია ლეონიდეს ასული ბაგრატიონ-მუხრანელი, დაიბადა თბილისში. მამა - ლეონიდე დავითის ძე  ბაგრატიონ-მუხრანელი იყო ნიკო ბაგრატიონის (ბურის) ძმისშვილი, მუხრანის შტოს წარმომადგენელი, პაპა-დავითი,  ცნობილი ვეტექიმი, 2-გზის წმ. გიორგის ჯვრის კავალერი. დიდედა - ეკატერინე ენგელმი იყო გამოჩენილი შვედი ადმირალის ქალიშვილი. 1921 წლის შემდგომ ამ შტოდან 22 ბაგრატიონი იყო დახვრეტილი ან ემიგრაციაში გაძევებული. დედა ქეთევან რატიანი-ქათამაძე იყო გერმანისტი.

1965 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ახალგაზრდულ გაზეთებში.

1979 წლიდან მიიწვიეს საკავშირო გაზეთ ,,Советская Культура“-ში საკუთარ კორესპონდენტად,  საქართველოში.

1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, პროტესტის ნიშნად წამოვიდა საკავშირო გაზეთიდან, რამეთუ სიმართლე თბილისის მომიტინგეების ხოცვა-ჟლეტაზე, დარბევაზე, ალესილი ნიჩბებით და მომწამვლელი გაზებით, საკავშირო პრესაში არ იბეჭდებოდა. 

1991წ. 22 დეკემბრამდე იყო ,,Свободная Грузия’’-ს მთავარი რედაქტორი. 29 დეკემბერს უზენაესი საბჭოს შენობაში ქალბატონ იას დაეღუპა ვაჟი - ვახტანგ ამირეჯიბი.

ქალბატონმა იამ დააარსა იტორიულ საგვარეულოთა შთამომავლების, თავად-აზნაურთა და მათ თანამდგომთა საკრებულო, ნიკო ბაგრატიონის (ბურის) საზოგადოება, თავად-აზნაურთა სკოლა-ლიცეუმი, მონარქისტული მოძრაობა ,,სამეფო გვირგვინი“.

იგი გახლავთ თავად-აზნაურთა საკრებულოს ვიცე-წინამძღოლი. გამოშვებული აქვს რამდენიმე კრებული, მისი პუბლიკაციები იბეჭდებოდა რუსეთში,, გერმანიაში, აშშ-ში....

ქალბატონი იას ბოლო ნაშრომები: ,,საქართველოს თავად-აზნაურობა“, ,,ბოლო საფეხურზე’’...

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი პეტრე ათონელი (+734) 12 (25)
25 ივნისი ღირსი პეტრე ათონელის (+734) ხსენების დღეა. ბიზანტიის იმპერატორის ლაშქარში მხედართმთავრად მსახურობდა. 667 წელს, სირიელებთან ომის დროს იგი ტყვედ ჩაიგდეს და სამარის ციხეში გამოამწყვდიეს. პატიმრობამ კარგა ხანს გასტანა. ღვთისმოშიში მეომარი გულმოდგინედ იკვლევდა საკუთარ სინდისს და ცდილობდა, მიმხვდარიყო, რა ცოდვისთვის დაატყდა თავს ეს საშინელი სასჯელი. ბოლოს, ღვთაებრივმა მადლმა გონება გაუნათა და მოაგონდა, რომ ოდესღაც უფალს მონაზვნობა აღუთქვა, შემდეგ კი ეს აღთქმა დავიწყებას მისცა.
მთავარანგელოზ გაბრიელის კრება
მთავარანგელოზი გაბრიელი უფალმა გამოარჩია, რათა ყოვლადწმიდა ქალწულისათვის და მასთან ერთად მთელი ქვეყნიერებისათვის ეხარებინა ძე ღვთისას განხორციელება, ამიტომ ხარების დღესასწაულის მეორე დღეს ეკლესია განადიდებს უფალს და თაყვანს სცემს მის კეთილ მაცნეს - მთავარანგელოზ გაბრიელს.
gaq