საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

ბენიტო მუსოლინი: „ნაციონალ-სოციალიზმი არის ველური ბარბაროსობა“ ანუ განსხვავება ნაციზმსა და ფაშიზმს შორის, ნაციონალიზმის განსხვავება ორივესგან და რა საფრთხე ემუქრება მსოფლიოს
გაიოზ მამალაძე
ბენიტო მუსოლინი

საოცარია ისტორია, შეცდომებს არ პატიობს და შესაძლოა, ქვეყნისა თუ ქვეყნების ლიდერების შეცდომებმა და დაუკვირვებლობამ დიდი მსხვერპლიც გამოიწვიოს.

 

ამის მაგალითია 1930-იანი წლების მსოფლიო.

 

იმ პერიოდიში, ამერიკის შეერთებულ შტატებს მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი საინტერესო პიროვნება ჩაუდგა სათავეში - ფრანკლინ დელანო რუზველტი, რომელმაც თავის უმთავრეს მიზნად ქვეყნის დემოკრატიული პრინციპებით  მსახურება დაისახა, როგორც შეეფერებოდა ამერიკური სახელმწიფოს ტრადიციებს - სურდა უბრალო მოქალაქეების კეთილდღეობა და სახელმწიფოს გაძლიერება, დემოკრატიის შეზღუდვის გარეშე. მან შეძლო დიდი დეპრესიიიდან გამოეყვანა ქვეყანა. დაასაქმა 3 000 000-ზე მეტი ადამიანი. წარმოება განვითარდა.  არ უნდოდა ომი...

 

ევროპას კი არ გაუმართლა.

 

რუსეთის მოდერნიზებულ იმპერიაში (სსრკ) ბოლშევიზმი ბატონობდა, მილიონობით ადამიანი იხვრიტებოდა ან იხოცებოდა გადასახლებაში. კვლავ დაგეგმილი იყო ტერიტორიის გაფართოება მეზობელი ქვეყნების ხარჯზე.

 

მარქსიზმის, კოსმოპოლიტიზმისა და უეროვნებო ლუმპენ-პროლეტარული სოციალიზმის გავრცელების საფრთხე გაჩნდა ევროპაში. არც დემოკრატიის ტრადიცია იყო მყარი ბევრ ევროპულ ქვეყანაში. არც სხვა ქვეყნების ტერიტორიებისადმი პატივისცემით გამოირჩეოდა ზოგიერთი ევროპულ

ეგელბერტ დოლფუსი
ი ქვეყანა. ამან თავისი შედეგი მოიტანა - პატრიოტიზმის რადიკალიზაცია.

 

გერმანიაში ნაცისტები მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში. მართალია, იმ ხანებში, გერმანელი ნაცისტები სსრკ-ს ჯერ ვერ შეედრებოდნენ ტერორში, მაგრამ, რასისტულმა თეორიებმა და პოლიტიკამ საშიში ხასიათი მიიღო. თან, „ახალი სასიცოცხლო სივრცეების“ დაკავებისკენ, დიდი ომისთვის ემზადებოდნენ.

 

იტალიაში ფაშისტები იყვნენ ხელისუფლებაში. ქვეყანაში ავტორიტარიზმი დამყარდა. მართალია, იტალიაში არც ტერორი და არც ანტისემიტიზმი არ მძვინვარებდა, როგორც გერმანიაში, მაგრამ, არ იყო დემოკრატია და იტალიაც ახალი მიწების დაპყრობისკენ მიისწრაფოდა.

 

ეს ყველაფერი დიდ მსოფლიო ომს მოასწავებდა.

 

იყო თეორიული შანსი ამ პრობლემის გადაწყვეტის, ომის თავიდან აცილების, მაგრამ...

 

იმ დროს, ევროპაში, ძლიერ სახელმწიფოებად და მსოფლიო პოლიტიკისთვის ტონის მიმცემ ქვეყნებად ითვლებოდნენ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი. მართალია, შიდა მმართველობა გერმანიასთან შედარებით, დემოკრატიული ჰქონდათ, მაგრამ, ისტორული იმპერიალისტური მემკვიდეობა არ ჰქონდათ დათმობილი.

 

იმპერიალიზმი (დაგეგმილი თუ არსებული) იმ დროის ევროპის კატასტროფის ერთ-ერთი კატალიზატორი გახლდათ. რომ არა იმპერიალიმზმის (კოლონიალიზმის) გადმონაშთები, ნაც

იოსებ სტალინი
იზმი ასეთ აგრესიულ სახეს არც მიიღებდა. იმპერიალიზმი იყო ევროპული ტონი და გერმანიაც (იტალიაც) მოდას აჰყვა.

 

1930 წლების მიწურულმა აჩვენა, რომ საფრანგეთი მთლად ძლიერი სახელმწიფო არ ყოფილა.

 

საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს უნიათო მთავრობები ჰყავდათ.რომლებიც მერე კი შეცვალეს, მაგრამ გვიან აღმოჩნდა. აქვე უნდა აღინიშნოს დიდი ბრიტანეთის საოცარი ორგანიზებულობა ომის დროს (ომის მერეც), რაც უინსტონ ჩერჩილთან და კლემენტ ეტლისთან არის დაკავშირებული.

 

ისაია ბერლინი, გერმანული ნაციზმის წარმოშობას ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ისტორიულ და მეოცე საუკუნის პოლიტიკას აბრალებდა, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ძალიან ზედმეტად დასაჯეს გერმანია, „ზედმეტად მოღუნეს ჯოხიო“, წერდა. ასეა თუ ისე, ფაქტია, გერმანიაში ნაციზმმა გაიმარჯვა.

 

ევროპა კატასტროფისკენ მიექანებოდა.

 

რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ერთ-ერთი პირველი, ვინც ევროპას აფრთხილებდა გერმანული ნაციზმისგან მომდინარე დიდ საფრთხეზე, იყო იტალიური ფაშიზმის ბელადი, დუჩე - ბენიტო მუსოლინი.

 

დღეს, ადოლფ ჰიტლერს და ბენიტო მუსოლინის მეორე მსოფლიო ომის უმთავრეს დამნაშავეებად მიიჩნევენ. უფრო თუ დავაზუსტებთ, მეორე მსოფლიო ომის წამოწყებას, რასიზმს, საკონცენტრაციო ბანაკებსა და სხვა უბედურებებს ფაშიზმის

ადოლფ ჰიტლერი
სახელით მოიხსენიებენ. მაგრამ, ავიწყდებათ სსრკ-სა და ნაცისტური გერმანიის ანტისაკაცობრიო, ანტიადამიანური მოლაპარაკება (მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი), რომლის ფარული მუხლები, მეზობელი ქვეყნების, ევროპისა და კაცობრიობის წინააღმდეგ შეთქმულება და ომის გაჩაღებაში შეთანხმება იყო. ასევე ავიწყდებათ კატინი და საბჭოური სადამსჯელო ბანაკები.

 

და კიდევ, ნაციზმსა და ფაშიზმს შორის, საკმაოდ განსხვავებაა.

 

ასევე, ბევრს ავიწყდება, რომ საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მაშინდელი მთავრობები, გაუმართლებელ დაყვავება-დაშოშმინების პოლიტიკას ეწეოდნენ ჰიტლერის წინაშე და ფაქტობრივად, მას გაძლიერების, იტალიის, სსრკ-სა და იაპონიის სახით მოკავშირეების მოძიების დრო და საშუალება მისცეს, მსოფლიო ომის დასაწყებად. მერე, 1941 წლიდან, გერმანიისა და სსრკ-ს გზები გაიყარა, მაგრამ, 1939 წლის სექტემბერში,ევროპაში ომი ერთად დაიწყეს - მესამე რაიხმა და რუსეთის მოდერნიზებულმა იმპერიამ - პოლონეთში.

 

შემდეგში, დიდი ბრიტანეთის მთავრობას და მერე საფრანგეთს (წინააღმდეგობის ფრონტს) უძლიერესი პიროვნებები ჩაუდგნენ სათავეში, მაგრამ, წინა ხელმძღვანელების უნიათობამ ძალიან დააზიანა კაცობრიობა. უკვე ომი იყო დაწყებული.

 

როგორც ვთქვით, რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ევროპას ნაცისტური საშიშროების შესახებ მუსოლინი აფრთხილებდა.

პრინც რუდიგერ ფონ შტარჰემბერგი

 

1934 წელს ავსტრიელმა ნაცისტებმა მოკლეს ავსტრიის კანცლერი ენგელბერტ დოლფუსი. თვითონ დოლფუსი ფაშისტი (როგორც უწოდებენ - ავსტროფაშისტი), ავსტრიის ავტორიტარი მმართველი გახლდათ. იგი ანტინაცისტი იყო, ვერ იტანდა ჰიტლერს, უფრთხოდა მესამე რაიხს და უნდოდა ავსტრიის დაცვა ნაცისტებისგან.

დოლფულისა და მისი მოძრაობის, ავსტრიული „სამამულო ფრონტის“ იდეოლოგიის ფაშიზმთან გაიგივება, ცოტა საკამათოა. მიუხედავად იმისა, რომ დოლფუსმა ავსტრია ფაშისტური იტალიის სახელმწიფოს მიბაძვით ააწყო (ავტრიტარიზმი, კორპორატივიზმი). სამაგიეროდ, დაამატა კათოლიკური ტიპის ქრისტიან-სოციალური იდეოლოგია. ზოგი ამ მოვლენას ავსტრიულ ნაციონალიზმად მოიხსენიებს. რამდენად შეიძლება ნაციონალიზმად მოხსენიება, ესეც საკამათოა, რადგან ნაციონალიზმი, განსაკუთრებით მაშინდელი (ძირითადი) გაგება ნაციონალიზმისა, ერთიან ეთნიკურ, ენობრივ, რელიგიურ, ისტორიულ და ტერიტორიულ საფუძველს უკავშირდებოდა. ავსტრიული ენა გერმანულის ავსტრიული ნაწილია. წარმოშობით ავსტრიელები გერმანული ხალხია. საუკუნეების განმავლობაში, ავსტრია და სხვა გერმანული ქვეყნები გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიაში იყვნენ, ავტონომიური მმართველობით, რა თქმა უნდა, გაერთიანებულნი. რეფორმაციამდე ერთიანად აღიარებდნენ კათოლიკურ სარწმუნოებას. შემდეგ, გერმანელთა ნაწილი პროტესტანტი გახდა, ნაწილი კი კათოლიციზმის ერთგული დარჩა, ავსტრი

გახარებულია სტალინი პაქტის დადებით
აში და გერმანიის არაერთ ქვეყანაში.

დოლფუსი და მისი თანამოაზრეები მყარად იდგნენ კათოლიკურ პრინციპებზე. კათოლიციზმს თვლიდნენ გერმანული პროტესტანტიზმისგან თავის დაცვის საშუალებად და თავისი ნაციონალიზმისა და ავსტრიული იდეონტობის ერთ-ერთ უმთავრეს საფუძვლად. თუმცა, გერმანიაში, კათოლიკეებიც ბევრი იყო და არის ახლაც, დაახლოებით თანაბარია რაოდენობა. ზოგიერთი მხარე მეტად კათოლიკურია. ზოგი მეტად ლუთერანული.

დღეს, ევროპაში, სახელმწიფო ნაციონალიზმის მცნება პუპულარულია, ხშირ შემთხვევაში, უფრო მეტად, ვიდრე ეთნიკური ნაციონალიზმისა, ერი-სახელმწიფოების პრინციპების მიხედვით, ვიდრე მაშინ გახლდათ. მაგრამ, ავსტრიის მმართველები მაინც ავსტრიული პატრიოტიზმით იყვნენ განმსჭვალულნი და ავსტრიულ ნაციონალიზმს თუ ფაშიზმს ემსახურებოდნენ.

იმ წლებში, ავსტრიული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების სურვილი ძლიერი იყო ავსტრიაში და ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, ავსტრიის შესაძლო მიერთებას გერმანიასთან, მით უმეტეს, იარაღის ძალით, მით უმეტეს, ჰიტლერის მიერ. ალბათ, ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი და მიზანი ეს გახლდათ ავსტრონაციონალიზმის თუ ავსტროფაშიზმის იდეოლოგიის არსებობისა იმ დროს.

დახლოებით ამგვარი იყო მაშინდელი ავსტრიული ნაციონალიზმი და ამგვარი მიდგომა ჰქონდათ დოლფუსსა და სხვა „ავსტროფაშისტ“ თუ „ავსტრონაციონალისტ“ ავსტრიელებს საკითხისადმი.

თუმცა, მაშინდელ ავსტრი

ჰტლერს უხარია მოლოტოვის მიღება
აში, ასევე ძალიან ბევრი იყო ერთიანი გერმანული იდეის  მატარებელი ადამიანი, ერთიანი გერმანული ნაციონალიზმის მომხრე და გერმანიასთან გაერთიანების მოსურნე. 1918 წლის 12 ნოემბერს, გერმანული ავსტრიის (ასე დაარქვეს ავსტრო-უნგრეთის იმპერიის დაშლის მერე ავსტრიას) ნაციონალურმა ანსამბლეამ „გერმანული ავსტრია“ გერმანიის რესპუბლიკის ნაწილად გამოაცხადა. მაგრამ, ვერსალისა და მერე სენ-ჟერმენის სამშვიდობო  ხელშეკრულებით გერმანიისა და ავსტრიის გაერთიანება აიკრძალა. სენ-ჟერმენის ხელშეკრულებით ავსტრიას აიძულეს სახელწოდება „გერმანული ავსტრია“ შეეცვალა სახელწოდებით - ავსტრია  (სხვათა შორის, პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულების მხრიდან ეს ნაბიჯიც „ჯოხის ზედმეტად გადაღუნვის“ შემადგენელი ნაწილია, თუ გავიხსენებთ ისაია ბერლინის სიტყვებს).

ავსტრიის ერთიან გერმანიასთან მიერთებისათვის განსაკუთრებით აქტიურობდნენ ავსტრიელი ნაცისტები.

მოკლედ, მაშინდელი ავსტრიული ნაციონალიზმის, ფაშიზმისა თუ პატრიოტიზმის საკითხი, ძალიან რთულია, ჩახლართულია და თან, ჩვენი საქმე არ არის.

ავსტრიის სახელმწიფოებრიობის გადარჩენის მიზნით, დოლფუსი ცდილობდა ავსტრია დაეცვა რყევებისგან. ამიტომ, გაუქმებულად გამოაცხადა ავსტრიული ნაცისტური პარტია. ასევე მემარცხენე ორგანიზაციები ავსტრიაში. ხანდახან უხეში ძალის გამოყენებითაც ახშობდა გამოსვლებს. საბოლოო ჯამში ერთპარტიულ და ავტორიტარულ მმართ

ადოლფმა ხელში ჩაიგდო თავისი სამაგალითო ბენიტო
ველობაზე გადავიდა.

„ავსტროფაშიზმი“ თუ „ავსტრონაციონალიზმი“ რასისტულ თეორიებს არ აღიარებდა. ამით, უფრო ჰგავს ნაციონალიზმს და არის დაშორებული ნაციზმისგან. რადგან, ნაციონალიზმი იმითაცაა მკვეთრად განსხვავებული ნაციზმისგან, რომ რასიზმი, შოვინიზმი და სიძულვილის სხვა თეორიები არ ახასიათებს.

ნაციონალიზმი, ასევე, მკვეთრადაა განსხვავებული ფაშიზმისგანაც, რადგან, ფაშიზმმა, მეორე ეტაპზე, გერმანიასთან დაახლოების გამო, გერმანელი ნაცისტების გავლენით, ნაწილობრივ, აღიარა რასისტული განსაკუთრებულობის აგრესული თეორია. მაგრამ, ეს მაინც იმის ბრალი იყო, რომ დუჩე, ფაქტობრივად, ფიურერის მძევალი გახდა შემდეგში.

კიდევ იმითაცაა განსხვავებული ნაციონალიზმი ფაშიზმისგან, რომ არ ახასიათებს იმპერიალიზმი. ნაციონალიზმი აღიარებს ეროვნულ ქვეყნებს, მათ უფლებებს, არ იღწვის სხვათა ტერიტორიების მიტაცებისათვის. ასევე იმითაა განსხვავებული ნაციონალიზმი ფაშიზმისგან,  რომ თავისი თუ სხვა ქვეყნების იმპერიალისტური მიზნების გამო არ გაურიგდება სხვა ქვეყნის დანაშაულებრივ ქმედებებს (როგორც იტალიელი ფაშისტები გაურიგდნენ ნაცისტებს ომის მსვლელობისას, იძულებით იყო ეს თუ ტერიტორიათა მოგების მიზნით).

ასევე, ნაციონალიზმი, განსაკუთრებით,  თანამეროვე ეპოქაში, საკუთარ ხალხს ავტორიტარიზმს არ აკადრებს, დიქტატურაზე ხომ საუბარი ზედმეტია. და სხვა.

დოლფუსი მეგობრობდა მუ

ნაცისტები და წითელარმიელები საერთო აღლუმზე
სოლინისთან, მისი მმართველობის მეთოდები მოსწონდა. რაც მთავარია, მუსოლინის მეშვეობით ცდილობდა ავსტრიის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას, ავსტრიის ნაციზმისგან გადარჩენას, რადგან იცოდა, ფიურერი შეპყრობილი იყო  გერმანული ქვეყნების გაერთიანების იდეით. ევროპელი პოლიტიკოსების იმედი არ ჰქონდა. ამერიკა ძალიან შორს იყო, თავისი დეპრესია ჰქონდა და არ იყო აქტიური მსოფლიო პოლიტიკაში. ავსტრიის გერმანიასთან მიერთებისა და გერმანიის გაძლიერების კატეგორიული მოწინააღმდეგე იყო დუჩე. მან შეიპირა კიდეც ფიურერი, ავსტრიას არ დასხმოდა თავს.

დუჩე და ფაშიზმი მაშინ პოპულარული იყო ევროპის ზოგ ქვეყნებში, რადგან, გარკვეული წესრიგი დამყარდა  და მემარცხენე-კოსმოპოლიტთა რადიკალიზმის გამარჯვება გამოირიცხა იტალიაში. რადიკალური მემარცხენეობისა და ლუმპენ-პროლეტარიატისგან თავის დასაცავად, ზოგი ქვეყნის პატიოტიზმი დაუახლოვდა ფაშიზმს, მაგრამ არა ნაციზმს.

ამ დროს კი, მოულოდნელად, ავსტრიელმა ნაცისტებმა პუტჩი წამოიწყეს ვენაში. სამხედრო ფორმაში გადაცმული 150 შეიარაღებული ავსტრიელი ნაცისტი შეიჭრა კანცელარიაში. კანლერს ესროლეს და დაჭრეს. სისხლისგან იცლებოდა ავსტროფაშიზმის ლიდერი. ნაცისტებმა შესთავაზეს ექიმის მიყვანა ანუ გადარჩენა, თუ ხელს მოაწერდა ავსტრიის კანცლერის პოსტიდან გადადგომის განცხადებას. დოლფუსმა უარი განაცხადა - არ უღალატა პრინციპებს, ღმერთმა გაპატიოთო, უთხრა და სისხლისგა

იყოფენ ევროპას
ნ დაიცალა.

ჰიტლერი უარყოფდა დოლფუსის  მკვლელობაში მონაწილეობას, ალბათ, გარკვეული მიზეზებისა და შიშების გამო. თუმცა, ავსტრიის შეერთება მესამე რაიხისთვის, დიდი გერმანიის გაერთიანება, რაც ვერ შეძლეს თვით ბისმარკმა და ჰოჰენცოლერნებმა, ძალიან უნდოდა. მაგრამ, ევროპელი ქვეყნების მის წინააღმდეგ გაერთიანებას, ჯერ კიდევ უფრთხოდა, ერიდებოდა. ამიტომ, გარკვეულად მზად იყო კიდეც, დაესაჯათ დოლფუსის მკვლელები და ცდილობდა, ამ ფაქტის გამო, შესაძლო დიპლომატიური და სამხედრო დაპირისპირება, აეცილებინა გერმანიისგან. სანამ, მისი გეგმით, არ დაალაგებდა ყველაფერს, არ შეიძენდა მოკავშირეებს, სანამ არ შექმნიდა ბლოკს (ღერძს), სანამ კარგად არ შეაიარაღებდა ვერმახტს და ა. შ. ამიტომ ლანძღავდა და თათხავდა ავსტრიელ ნაცისტებს, დოლფუსის მკვლელობის გამო.

ავსტრიის კანცლერის მკვლელობის დროს, დოლფუსის ცოლ-შვილი იტალიაში ისვენებდა, მუსოლინის სტუმრობდნენ. დუჩეს პირადად მოუწია მათთვის ეცნობებინა საზარელი ამბავი.

 მუსოლინი გაცოფდა. ისედაც ვერ იტანდა ჰიტლერს და ნაცისტებს. იგი ამბობდა, რომ გარეგნულად, ეს ორი რეჟიმი, ოდნავ, ჰგავდა ერთმანეთს, მაგრამ, ეს მსგავსება იყო მხოლოდ ავტორიტარიზმი, მეტი არაფერი.

დუჩე გაემგზავრა დოლფუსის დაკრძალვაზე ვენაში, მანამდე ბრძანება გასცა იტალიური სამხედრო ნაწილები დაძრულიყვნენ ავსტრიის საზღვრისკენ, რათა ჰიტლერს არ გაებედა ავსტრიაში ჯარის შ

საბჭოთა ოფიცერი ტყვე პოლონელთან
ეყვანა. ვენაში მუსოლინიმ მიუსამძიმრა ავტსრიის ვიცე-კანცლერს, პრინც რუდიგერ ფონ შტარჰემბერგს, რომელიც ასევე, ავსტროფაშისტი გახლდათ.

ძველი ავსტრიული არისტოკრატიული გვარის წარმომადგენელი, გამოჩენილი და თურქებთან ბრძოლაში დამსახურებული სარდლების ოჯახის შთამომავალი - პრინცი რუდიგერ ფონ შტარჰემბერგი, პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა. ავსტრიის დამარცხების მერე, ერთ ხანს ბავარიაში გადავიდა. დაუახლოვდა ჰიტლერს და ლუდის პუტჩშიც კი მიიღო მონაწილეობა. ჰიტლერი ამაყობდა მის პარტიასთან  ასეთი ოჯახიშვილის დაახლოებით. მაგრამ, მალე პრინცს გული აუცრუვდა ნაციზმზე, ჰიტლერზე, დაბრუნდა ავსტრიაში, ფაშისტი დუჩეს ფანი გახდა და ავსტრიის ნაცისტებისგან დაცვის ერთ-ერთი ორგანიზატორი. მესამე რაიხის მიერ ავსტრიის ანშლუსის შემდეგ, ავსტრიიდან წავიდა. 1939 წლიდან, ცოტა ხანს, საფრანგეთის საჰაერო ძალებში მსახურობდა და ნაცისტების წინააღმდეგ იბრძოდა, მაგრამ, როგორც ამბობენ, საფრანგეთისა და სსრკ-ს მოკავშირეებად გახდომის გამო, მიატოვა საფრანგეთის არმია და სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრა.

დუჩემ, ვენაში ყოფნისას, განუცხადა პრინცს, რომ ფიურერს თვლიდა დოლფუსის მკვლელობაში მთავარ დამნაშავედ, შემკვეთად. მერე დაამატა:

 

„თუ ეს ეს მვლელებისა და პიდარასტების ქვეყანა დაიმორჩილებს ევროპას, ეს იქნება ევროპული ცივილიზაციის დასასრული“.


პიდარასტებში მუსოლინი,

გაიყვეს პოლონეთი და აღნიშნავენ
შესაძლოა, გულისხმობდა რემს და მის გარემოცვას. შემდეგ მუსოლინიმ განაგრძო:

 

„ფაშიზმი სათავეს იღებს იტალიელი ხალხის დიდი კულტურული ტრადიციებიდან, იგი ცნობს პიროვნების უფლებებს, ცნობს რელიგიას და ოჯახს.

 

ნაციონალ-სოციალიზმი კი არის ველური ბარბაროსობა. როგორც ყველა ბარბაროსული ურდო, იგი არ ცნობს პიროვნების უფლებებს. ბელადი ნაცისტებთან - განმკარგავია თავისი ხალხის სიცოცხლისა და სიკვდილისა.

 

ასეთ აუტანელ და დანაშაულებრივ სპექტაკლს, რომელიც 30 ივნისს ჰიტლერმა უჩვენა მსოფლიოს, არ დაუშვებდა არც ერთი სხვა ქვეყანა.

 

თუმცა, დოლფუსის მკვლელობამ შეიძლება მოიტანოს სარგებელი. შეიძლება, დიდმა სახელმწიფოებმა შეიცნონ ბოლოსდაბოლოს გერმანული საფრთხე და შექმნან დიდი კოალიცია ჰიტლერის წინააღმდეგ. საერთო ფრონტი არის ერთადერთი ჯეროვანი პასუხი მისთვის.

 

ჰიტლერი შეაიარაღებს გერმანიას და დაიწყებს ომს. შესაძლოა, ორ-სამ წელიწადშიც. მე ვერ გამოვალ მის წინააღმდეგ მარტო. ჩვენ რამე უნდა გავაკეთოთ მის წინააღმდეგ და უნდა გავაკეთოთ სასწრაფოდ“.

 

ასეთი წინადადებები, ჰიტლერისგან მალულად, მუსოლინის ექნებოდა საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და შესაძლოა, სხვა ქვეყნების ლიდერებისადმიც. იმ დღეებში, ფაქტობრივად, ჰიტლერის წინააღმდეგ საომარი მზადებაც კი დაიწყო, როგო

უინსტონ ჩერჩილი
რც ზემოთ აღვნიშნეთ, სამხედრო ნაწილები გააგზავნა საზღვრისკენ. თუ ჰიტლერი გადალახავდა ავსტრიის საზღვარს, მუსოლინი, ალბათ, ომს დაუწყებდა გერმანიას. მაგრამ, ჰიტლერი ჯერ არ იყო მზად ომისთვის, რამდენიმე წელი კიდევ სჭირდებოდა მომზადებისთვის.

 

მაგრამ, სულ მალე, მუსოლინიმ ნახა, როგორ ელაქუცებოდნენ საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ლიდერები ჰიტლერს, როგორ ძლიერდებოდა გერმანია და დანებდა ბედს და ჰიტლერს, რომელიც წლების განმავლობაში მისი ფანი იყო. დაიკავა უფრო ძლიერის მხარე.

 

შემდეგ როგორც განვითარდა მოვლენები, ყველამ იცის...

 

დასკვნა,

 

დღესაც, უნდა აღიკვეთოს დათმობები იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც სუვერენული ქვეყნების ტერიტორიების მიტაცება-მითვისებას, ანექსიებს ეწევიან და ფარულად მარქსიზმისა და სეპარატიზმის ექსპორტს ცდილობენ ევროპაში, თორემ, ისტორიამ განმეორება იცის.

 

დაბოლოს, მეორე დასკვნაც.

 

მიუხედავად იმისა, რომ ნაციზმსა და ფაშიზმს შორის სხვაობაა. თვლიან, თითქოს,  ნაციზმიც და ფაშიზმიც, ნაციონალიზმიდან ამოიზარდა.

 

სინამდვილეში, ასე არ არის.

 

ფაშიზმი და ნაციზმი, პატრიოტიზმიდან ამოიზარდა, მაგრამ, იმპერიალიზმმა და დემოკრატიის უგულებელყოფამ, ასევე მა

კლემენტ ეტლი
რქსიზმ-მემარცხენეობის საშიშროებამ, ადგილობივი საზოგადოებების ნაწილში, მიიღო ფაშიზმის (იტალია) ან ნაციზმის (გერმანია), სახე (რუსული შოვინიზმი ოდნავ განსხვავებულია, თითქოს, მაგრამ, მისი საფუძველი „იმპერიალისტური პატრიოტიზმია“, რითიც და განსაკუთრებული სისასტიკით, ის ნაციზმს უკავშირდება). დიახ, მათგან ყველაზე სასტიკი რუსული შოვინიზმ-ბოლშევიზმი და ნაციზმია. ფაშიზმი, ნაციზმთან და ბოლშევიზმთან შედარებით ბავშვების ომობანას თამაშია. ფალანგიზმი და სხვა მიმდინარეობები მაშინდელი ევროპისა, მარქსიზმ-მემარცხენეობის, სეპარატიზმისა და მემარცხენე, სასტიკი რადიკალიზმის რადიკალური პასუხებია და იმ დროისათვის მოდურ (პრო-ფაშისტურ) სახეს ატარებს, თუმცა, ნაციზმისგან შორს დგას.

 

როგორც ვთქვით, ფაშიზმიც პატრიოტიზმისგან ამოიზარდა, გარკვეული ეროვნული საშიშროებების გამო, მაგრამ, მან გადააბიჯა ნაციონალიზმის საზღვარს და იმპერიალიზმის სახე იმიტომ მიეცა,რომ იმოინდელ ევროპაში ჯერ კიდევ არ იყო სხვა ქვეყნების საზღვრებისადმი პატივისცემა შემუშავებული.

 

ნაციზმის წარმოშობას, როგორც აღვნიშნეთ, ისაია ბერლინის სიტყვებიდან, დიდად შეუწყო ხელი ევროპელების მიერ გერმანელი ერის ძალიან შეურაცხყოფამ, ხოლო, მერე, დიდი გული ნაციზმს მისცა, იმავე ევროპელი ქვეყნების უნიათობამ. აქვე კვლავ გავიხსენოთ საზღვრების უპატივცემლობა (კოლონიალიზმითურთ) იმოინდელ ევროპაში და სხვა.

ფრანკლინ დელანო რუზველტი (ჩემი აზრით, მეორე მოფლიო ომის მთავარი გამარჯვებული. იხ. ჩემი წერილი: "მეორე მსოფლიო ომის მთავარი გამარჯვებული"
 

 

ხოლო, სადაც უარყოფილია იმპერიალიზმი, სადაც ადამიანების ღირსებას და დემოკრატიას პატივს სცემენ, იქ, პატრიოტიზმი არასდროს გასცდება ნაციონალიზმს.

 

ამგვარად, ნაციონალიზმი შორს დგას ფაშიზმისგან, რომელიც თავის მხრივ, განსხვავდება ნაციზმისგან.

 

ადამიანის ასაკთან ერთად ნაციონალიზმის განწყობა კონსერვატიზმის სახეს იღებს ტრადიციონალისტ ადამიანში, ნამდვილ მსოფლიო მოქალაქეში.

 

დიახ, მსოფლიო მოქალაქე შეიძლება იყოს მხოლოდ ერებისა და ტრადიციების პატივისმცემელი.

 

ერების, ტრადიციებისა და ადამიანთათვის საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ღირებულებების პატივისცემა არის ნამდვილი ადამიანობა და კაცობრიობის წევრობა.

 

სხვაგვარადაა საქმე ანტინაციონალისტებსა და ანტიპატრიოტებს შორის.

პატრიოტიზმზე და ნაციონალიზმზე უარის თქმას, რადიკალ-ლიბერალიზმამდე, ყველაფერი ღირებულის უარყოფამდე, ოიკოფობიამდე და საბოლოო ჯამში, ადამიანური ღირსებების გმობამდე მიჰყავს. ეს კაცობრიობის წევრობაზე უარის თქმაა, მსოფლიო ჭეშმარიტ მოქალაქეობაზე უარის თქმა. რაც კაცობრიობისთვის ძალიან სახიფათოა.

 

მესამე და უმნიშვნელოვანესი დასკვნა:

 

დღეს, არის ერთი იმპერია, რომელიც არაფრად აგდებს სხვა ქვეყნე

ანექსირებული სოხუმი
ბის ტერიტორიულ მთლიანობას და ოცდამეერთე საუკუნეში ეწევა ტერიტორიების ანექსიას. იდეოლოგია იმპერიულ „პატრიოტიზმზე“ და „იმპერიულ სახელმწიფო ინერესებზეა“ აგებული (აქ პატრიოტიზმი იმიტომ ჩავსვით ბრჭყალებში, რომ პატრიოტიზმი არ შეიძლება იყოს იმპერიული, იმპერიული არის მხოლოდ შოვინიზმი).

 

ევროპული ქვეყნების ნაწილი დაშოშმინება-დათმობის პოლიტიკას ეწევიან მის მიმართ. ოღონდ, ბუნებრივი აირი მიიღონ და ფარული დაფინანსება, თვალებს ხუჭავენ აღნიშნული ქვეყნის იმპერიულ ქმედებებზე.

 

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, გარკვეული ობიექტური ვითარებების გამო გააქტიურებული პატრიოტული წრეები, სამწუხაროდ, და შეცდომით. სიმპატიით იმსჭვალებიან აღნიშნული იმპერიის მიმართ...

 

ძალიან ჰგავს ეს ყველაფერი 1930-იან წლებს...

 

გაიოზ მამალაძე

ანექსირებული ცხინვალი
ანექსირებული ყირიმი

მამული, ენა, სარწმუნოება

მოწამე პროკლე და მარტინიანე
11 (24) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე პროკლესი და მარტინიანეს (I) ხსენების დღეს.
მღვდელმოწამე ანტიპა, პერღამის ეპისკოპოსი
11 (24) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მღვდელმოწამე ანტიპას, პერღამის ეპისკოპოსის (+68) ხსენების დღეს.
gaq