საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

ზვიად გამსახურდია ერთადერთი კანონიერი ხელისუფლების შესახებ (არქიმანდრიტ ნიკოლოზის მოგონებიდან)


ზვიად გამსახურდია მხოლოდ პრეზიდენტი და პოლიტიკოსი არ ყოფილა, არც მხოლოდ ფილოლოგი და მკვლევარი,  არც მხოლოდ პოეტი და მთარგმნელი, არც მხოლოდ დისიდენტი და ქვეყნისთვის წამებული მოღვაზე.  ის დიდი ეროვნული იდეოლოგიც გახლდათ. ეს კი უმნიშვნელოვანესია, მით უმეტეს, თანამედროვე სამყაროში, თანამედროვე საქართველოში, როდესაც ყველა ნაბიჯზე, ყოველ დღე, დიდი ანტიეროვნული და ანტიქრისტიანული იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული შემოტევები მიმდინარეობს ჩვენი ერის წინააღმდეგ.

სწორედ, სამშობლოსათვის წამებული დიდი ადამიანის იდეოლოგიის გახსენება, მის ნაფიქრზე ჩაფიქრება გვმართებს ჩვენც, რათა 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიელების გამო, უფსკრულის წინაშე მდგარი ჩვენი სამშობლო რომ გადავარჩინოთ.

გთავაზობთ, ნაწყვეტს ორი სასულიერო პირის ინტერვიუდან, გაზეთიდან „ქართული გაზეთი“. მასალის სათაურია: „ უფლისა და მამულისათვის თავდადებული“, საუბრობენ ანჩისხატის მღვდელმსახურნი - არქინამდრიტი მამა ნიკოლოზი და დეკანოზი მამა რევაზი, 1999 წლის 31 მარტი, გვ. 7. დღეს გთავაზობთ მხოლოდ ერთ ნაწყვეტს ამ მასალიდან, სრულ მასალას მალე შევთავაზებთ მკითხველს. მასალის მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით სამეფო კლუბის დამსახურებულ წევრს - ვახტანგ ბახტაძეს.

სათაური აღებულია თვითონ გაზეთში გამოქვეყნებული მასალიდან. რა საკვირველია, 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული ხელისუფლება, რომელსაც მეთაურობდა ზვიად გამსახურდია, 1990 წლის 31 მარტის რეფერენდუმის , 9 აპრილს გამოცხადებული დამოუკიდებლობის აქტისა და 26 მაისს ჩატარებული საპეზიენტო არჩევნების შედეგების მიხედვით სრულიად აკმაყოფილებს კანონიერი ხელისუფლების წოდებას, ვინაიდან ხელისუფლების წყარო არის ხალხი.

პერსპექტივაში კი, როგორც საქართველოს კულტურტრეგერი, ზვიად გამსახურდია ფიქრობდა,  - რაც დასტურდება არა მხოლოდ წინამდებარე მასალით, არამედ სხვა დოკუმენტებითაც (მათ შორის ზვიად გამსახურდია

ს მიმართვით), - ყველაზე კანონირი ხელისუფლება ჩვენი ქვეყნისთვის არის მონარქია, რა თქმა უნდა, თანამედროვეობის შესაბამისად - სახალხო, კონსტიტუციური, რესპუბლიკური, ჰორიზონტალური მონარქიის სახით. 

გაიოზ მამალაძე

.............................................

ნაწყვეტი არქიმანდრიტ ნიკოლოზის ინტერვიუდან

ზვიად გამსახურდია: „ერთადერთი კანონიერი - სამეფო ხელისუფლება გახლავთ“

„არქიმანდრიტი მამა ნიკოლოზი: „ზვიადი 70-იან წლებში გავიცანი მცხეთაში სვეტიცხოვლის ტაძარში. მე მაშინ სასულიერო სემინარიის სტუდენტი ვიყავი. დიდხანს ვისაუბრეთ. ზვიადმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. რაც განსაკუთრებულად მენიშნა, იგი იმთავითვე მონარქისტული იდეით იყო განმსჭვალული.

 მახსოვს მე დაურიდებლად ვკითხე: - ზვიად, ბევრნი ცილს გწამებენ, თითქოს იმისთვის იბრძოდეთ, ან ცეკას მდივანი გახდეთ, ან საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი. მართლა ასეა-მეთქი?

 მან ბავშური სისპეტაკით მომაპყრო თვალები და ღიმილით მომიგო:

- ერთადერთი კანონიერი - სამეფო ხელისუფლება გახლავთ და ჩვენი სამშობლო მომძლავრდება მხოლოდ მაშინ, როცა ის აღსდგება, რაც გააუქმესო.

- მერე დასძინა -

„თავდაპირველად თეოკრატიულ სახელმწიფოდ ვფიქრობდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის საუკეთესო ფორმა სწორედ მონარქიააო!“

 თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზვიადი საკმაოდ სკეპტიკურად უცქერდა მის თანამედროვე ბაგრატიონებს. მხოლოდ ირაკლი ბაგრატიონის პიროვნებას აფასებდა და მის სახელს ახსენებდა მოკრძალებითა და პატივისცემით.

მოგვიანებით, 1982-88 წლებში ზვიადი მაბარებდა აღსარებას - ჩემი სულიერი შვილი იყო და მისი მრწამსზე შემიძლია მოგახსენოთ:

თუკი საქართველოში ვინმეს შეიძლება მართლმადიდებელი ეწოდოს პირველი ბატონი ზვიად გამსახურდიაა“.



მამული, ენა, სარწმუნოება

gaq