საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამეფო გვირგვინის მცველია
გაიოზ მამალაძე

ჩვენმა მეზობელმა, თბილისელმა მამუკა ბატონისაშვილმა გვიამბო:

 

  - რამდენიმე წლის წინ საქმიანი ვიზიტით ვიყავი იტალიაში, ქალაქ პასტოიაში. ეს ქალაქი მდებარეობს ფლორენციასთან ახლოს. ჩემმა მასპინძლებმა ბინა აკურთხებინეს. ბინის კურთხევის დროს გავიცანი ოდესელი მართლმადიდებელი მღვდელი, მამა ვიტალი, რომელიც მოღვაწეობს პისტოიას მართლმადიდებლურ ეკლესიაში. იგი წარმოშობით სომეხია. მან არ იცის თუ როგორ მოხვდნენ მისი წინაპრები უკრაინაში.

 

  მრევლში, ძირითადად, რუსი და უკრაინელი ემიგრანტები ჰყავთ, ცოტა იტალიელიც. ლოცვა ბერძნულ ენაზე აღევლინება.

 

  მამა ვიტალიმ ბევრი საინტერესო რამ მოგვითხრო. ყველას გასაგონად აღნიშნა, რომ ქართული ეკლესია არის ერთ-ერთი უძველესი, თუ ყველაზე ძველი არა. მან გვითხრა, რომ ჩახვალთ საქართველოში, დააკვირდით თქვენი პატრიარქის მიტრას, მასზე ასახულია ორი ხელისუფლების სიმბოლო, მეფისა და პატრიარქისა. ერთ-ერთი ტელეგადაცემის დროს უნახავს მამა ვიტალის ჩვენი პატრიარქის მიტრა და უკითხავს ერთ-ერთი ბერძენი ეპისკოპოსისათვის, რატომ არის ქართველი პატრიარქის მიტრა ასეთიო.

 

  ბერძენ ეპისკოპოსს უთქვამს, რომ ქართველი პატრიარქი არის ერთადერთი, რომელიც ატარებს ასეთ მიტრას და იგი არის სამეფო გვირგვინის მცველიო.

 

  მამა ვიტალის ვუთხარი, რომ ევროპელები დავით აღმაშენებე

ლს მეფე-მღვდელმთავარ იოანესთან აიგივებდნენ. მან იცოდა ამის შესახებ და მიპასუხა: თქვენი პატრიარქის მიტრაში ზუსტად ეგ აისახება, ყოველ შემთხვევაში, სიმბოლურადო. მან თქვა, რომ საქართველოს პატრიარქის მიტრა აერთიანებს მეფის გვირგვინს (გარეთა, ქვედა მხარე) და პატრიარქის, მღვდელმთავრის მიტრას (შიდა, ზედა მხარე), ანუ ეს არის მეფე-მღვდელმთავართა, მეფე-პატრიარქთა გვირგვინიო.

 

  საქართველოში რომ ჩამოვედი, დავაკვირდი უწმინდესის სურათებს და დავიჯერე მამა ვიტალის ნათქვამი“.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

2014-04-20
ბრწყინვალე აღდგომა იესო ქრისტესი. ღირსისა გიორგი აღმსარებელისა, მიტილენელი მიტროპოლიტისა (820-ის შემდეგ); მოწამისა კალიოპესი (304); მოწამეთა: რუფინე დიაკონისა, აკვილინასი და მათთანა 200-თა მხედართა (დაახ. 310); ღირსისა სერაპიონ მონოზონისა.
20 აპრილი - ხსენება ღირსი გიორგი აღმსარებლისა, მელიტინელი ეპისკოპოსისა (IX)
ღირსი გიორგი აღმსარებელი, მელიტინელი ეპისკოპოსი (IX) - სიყრმიდან მონაზვნურად ცხოვრობდა. ლეონ ისავრიელის მეფობის (716-741) დროს მან დაითმინა დევნა ხატთმებრძოლთაგან და აღმსარებლის სახელი მიიღო.
მოწამენი: რუთინა დიაკონი, აკვილინა მცირე და მათთან 200 მხედარი (+დაახლ. 310) ხსენება 20 აპრილს
წმიდა მოწამენი რუთინა დიაკონი, აკვილინა და მათთან 200 მხედარი აღესრულნენ 310 წელს ქალაქ სინოპში, იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) დროს.
gaq