საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

საქართველოს გაერთიანების პერიოდის „არქიტექტურული იდეოლოგია“
გაიოზ (გია) მამალაძე




საერთოდ, არქიტექტურაში იდეოლოგიურ-პოლიტიკური ტენდენციები გამოსჭვივის ხოლმე. გავიხსენოთ რომი... 

კონსტანტინეპოლში წმიდა იუსტინიანე მეფის ბრძანებით, 532–537 წლებში ანთემი ტრალისელისა და ისიდორე მილეტელის მიერ აგებული 77 მეტრი სიმაღლის უდიდებულესი აია სოფიის საკათედრო-საიმპერიო ტაძარი. აია სოფიის ტაძრის აშენებას შეეწირა მთელი მაშინდელი საიმპერიო ხაზინა.

   აია სოფია იყო ტაძარი, რომელსაც თავისი მშვენიერებით და, რაც მთავარია, გრანდიოზულობით, მონუმენტურობით უნდა ეჩვენებინა კონსტანტინეპოლის საიმპერატორო და საპატრიარქო ტახტების პრიორიტეტი მთელი აღმოსავლეთისათვის და მსოფლიოსათვის. 

თურმე, რომ მიადგებოდი ზღვით ან ხმელეთით კონსტანტინეპოლს, უდიდესი ქალაქის, ზღვის, ცის და მწვანე ხეების ფონზე გამოჩნდებოდა აგურისფერი, დიდებული საიმპერიო ტაძარი აია-სოფია. უშორესი მანძილიდან ჩანდა მისი უზარმაზარი გუმბათი... 

დღეს აია სოფიასთან ერთად მოჩანს მასზე შემორტყმული მინარეთები და მის გასანეიტრალებლად აგებული სულთნის მეჩეთი. სხვათა შორის, ეს მეჩეთი აია სოფიის ტაძრის წაბაძვითაა აგებული.

   როგორც ვთქვით, ერის, სახელმწიფოს გაძლიერების, აღმავლობის ხანისათვის, თითქმის ყველა ქვეყანაში, დამახასიათებელია მონუმენტალიზმი. წმიდა იუსტინიანემ კი თითქოს ახალი სუნთქვა შთაბერა დასუსტებულ ბიზანტიას, გააძლიერა იგი, ჩაახშო სომხური და სხვა სეპარატიზმები, გაუსწორდა ერესს, გააძლიერა მართლმადიდებლური ეკლესია, ააგო აია სოფია.

   მეთერთმეტე საუკუნის საქართველოშიც იჩინა თავი „არქიტექტურულმა იდეოლოგიამ“ (თუ შეი
ძლება რომ ასე ვუწოდოთ). 

ტაო–კლარჯეთი ახალი, გაერთიანებული საქართველოს მთავარი აქტორების – ბაგრატიონების სამფლობელო იყო. ისინი მომძლავრდნენ ტაოში, ააღორძინეს კუთხე და შეუდგნენ ძლიერი სახელმწიფოს შენებას.

ტაო–კლარჯეთში გრიგოლ ხანძთელის მიერ დაარსებული საძმო, მისი მოწაფეები და მოწაფეთა–მოწაფეები განაგრძობდნენ მოღვაწეობას, რომლებიც ხელს უწყობდნენ ბაგრატიონებს.

ბაგრატიონებს დიდი ამბიცია ჰქონდათ. მათთან ერთად სხვადასხვა სამეფო–სამთავროში მცხოვრები ქართველი ხალხი გრძნობდა, რომ ქვეყანას ნათელი და ძლიერი მომავალი ექნებოდა.

ეს იდეოლოგიაში გამოიხატა და ეს იდეოლოგია არქიტექტურაშიც გამოჩნდა.

958–961 წლებში ტაოში, მდინარე თორთუმის მარცხენა მხარეს, კლდეებს შორის შეჭრილ მშვენიერ ოაზისში, დასრულდა გრანდიოზული ტაძრის – ოშკის შენება. მას ათი წელი აშენებდნენ. მისი გენიოსი ხუროთმოძღვრის სახელი უცნობია. აშენდა ძმების, ბაგრატ ერისთავთ–ერისთავისა და დავით მაგისტროსის მიერ. ისინი იყვნენ ადარნასე III-ის შვილები. 

ბაგრატ ერისთავთ–ერისთავი იყო ძალიან განათლებული პიროვნება – მწერალი, მწიგნობარი, ბიბლიოგრაფი, „გულისხმის–ყოფით (მიხვედრილობით) ქებული“... „საღმრთო წიგნთა მაძიებელი და შემკრები“. მას გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში ჩაუმატებია რამდენიმე სასწაულის ამბავი. 

დავით მაგისტროსი – შემდგომში კურაპალატი, დიდი ხელმწიფე დავით III, საქართველოს გაერთიანების ერთ–ერთი ინიციატორი და აღმსრულებელი. მან იშვილა თავისი ნათესავი ბაგრატ III,  ამიერ–ტაოელი გურგენ მეფეთა–მეფის შვილი. დაუქვემდებარა მას ქართლი, მერე კი აფხაზეთში გაამეფა. დავით მ
ეფე ტაოს გარდა ფლობდა ბასიანს და მის გადაღმა ქართულ მიწებს, ასევე სომხურსაც. იგი იყო კავკასიელ მეფეთა შორის ყველაზე ავტორიტეტული და მათი საქმეების მედიატორი. თავის ძმასავით ძალიან განათლებული გახლდათ. დიდ ეფთვიმე ათონელს უკვეთდა წიგნებს...

მეფე დავითმა ძალიან კარგად იცოდა ეკლესიისა და განათლების როლი ქვეყნის გაერთიანებისა და გაძლიერების საქმეში.

საინტერესოა ერთი დეტალი. ოშკის დიდებული ტაძარი აშენდა ტაოში. გეოსტრატეგიული თვალსაზრისით, ამგვარ გრანდიოზულ საკათედრო ტაძრებს აშენებენ არა ქვეყნისა და პროვინციის განაპირას, არამედ დაახლოებით ცენტრში, ან საზღვრისგან საკმაოდ მოშორებით, რადგან იქიდან განიცდიდნენ ტერიტორიულ პერსპექტივას. ამ შემთხვევაში სამხრეთულ და სამხრეთ–დასავლურ პერსპექტივას, და მართლაც, დავით კურაპალატი მუდმივად სამხრეთის საზღვრების გაფართოებას ცდილობდა. ამისთვის არ ერიდებოდა ბიზანტიის საშინაო საქმეებში ჩარევასაც კი, ხან იმპერატორის დახმარებას, ხან მის წინააღმდეგ შეთქმულებთან კავშირს. ამას, ყველაფერს აკეთებდა სამშობლოსათვის. მართალია, ბოლოს ბიზანტიასთან დამარცხდა, მაგრამ დიდი საქმეები წამოწყებული და ფაქტობრივად, დაგვირგვინებული დატოვა – მისი შვილობილი გაერთიანებული საქართველოს მეფე და კავკასიის უმთავრესი სუზერენი გახდა.

ოშკის მშენებლობას ხელმძღვანელობდა გრიგოლ ოშკელი ეპისკოპოსი. ასევე ძალიან განათლებული ადამიანი, ოშკის სალიტერატური სკოლის წამომადგენელი, მწიგნობარი, მთარგმნელი. მას სომხურიდან უთარგმნია გრიგოლ ღვთისმეტყველის საკითხავი „ევნომიანოსთა მიმართ და ღმრთისმეტყველებისათვის“. მასვე უნდა ეკუთვნოდეს გრიგოლ ნაზიანზელის სხვა საკითხავის
„ქებაჲ და შესხმაჲ ნეტარისა კესარიოს ძმისა თვისისაჲს“ ქართული თარგმანიც.

ოშკი 1036 წელს მოუხატიათ ჯოჯიკ პატრიკიოსის ხარჯით. აქვეა ბაგრატ მეოთხისა და ბიზანტიელი პრინცესა ელენეს ქორწილის სცენა, რომელიც გაიმართა ბანაში.

ვინც ნამყოფია ოშკში, დაგვეგვეთანხმება, როგორ წარუშლელ შთაბეჭდილეებას ტოვებს ტაძარი, შიგნიდან, ახლოდან და შორიდან.

ოშკის ტაძარი სადაცაა აღდგება, როგორც ქართველთა დიდი წარსულის მოწმე, დიდი მომავლის წინასწარმაცნე და მომლოდინე...

1003 წელს დავით III კურაპალატის შვილობილმა, ბაგრატ III-მ ქუთათისში დიდი პომპეზურობით აკურთხებინა ბაგრატის ტაძარი. მოწვეულთა შორის იყვნენ უცხოელი დიდებულები და სასულიერო პირებიც. ქუთათისი მაშინ გაერთიანებული ქართლის, ტაოს–კლარჯეთისა და აფხაზეთის დედაქალაქი იყო.

 დედაქალაქს ესაჭიროებოდა ქვეყნის სიძლიერის გამოხატველი მონუმენტური ტაძარი.

განსაკუთრებულია ბაგრატის ტაძარი კავკასიონისა და ხვამლის მთის ფონზე, რაც ამძაფრებს მისი მონუმენტურობის განცდას. ქუთათისს მიახლოებული ყველა სტუმარი თან წაიყოლიებდა მისი დიდებულების ამბავს და გაავრცელებდა.

სვეტიცხოვლის დიდი ტაძრის მშენებლობა, ძველი ტაძრის ადგილას, 1010 წელს დაიწყო ერთიანი საქართველოს მეფე ბაგრატ III-ის დროს, გაგრძელა გიორგი I–ის მეფობისას და დაასრულა ბაგრატ IV-ის ზეობისას. ეს საპატრიარქო ტაძარი იყო. კათალიკოსი გახლდათ მელქისედეკ I, ტაძრის აშენების ერთ–ერთი მთავარი ინიციატორი. 

მისი მშენებლობისათვის მელქისედეკ კათალიკოს, – რომელიც იმ დროისათვის ბიზანტიასა და საქართველოს შორის მოლაპარაკებას აწარმოებდა და ცდილობდა ზავი ჩამოეგ
დო, – შეწირულობა მისცა ბასილი ბულგართმმუსვრელმა, პატარაობისას ტახტის დაკარგვისაგან ქართველთა მიერ გადარჩენილმა და შემდგომში ქართველების დაუძინებელმა მტერმა, ბასიანისა და გადაღმა ქვეყნების მიმტაცებელმა... მისი მხრიდან ეს ნაბიჯი ნიშნავდა საკმაოდ დიდ დათმობას მეომარ ქვეყანასთან. 

იქვე, ბიზანტიამ, როგორც ჩანს აღიარა მცხეთის ეკლესიის საჭეთმპყრობელი პატრიარქად და აღიარა რომ საპატრიარქო ტაძარი შემდებოდა მცხეთაში. ბასილი და ბიზანტიელი პოლიტიკოსები დიდად აღფრთოვანებულნი არ იქნებოდნენ ამით, მაგრამ აღმავლობის გზაზე მდგარი საქართველოს წინაშე გარკვეული დათმობები მაინც დასჭირდათ, რადგან ქართველების შეურიგებლობა დამპყრობლისადმი კარგად ნახეს ბრძოლებში, მიუხედავად ბიზანტიელთა გამარჯვებისა.

 ეს ქართული დიპლომატიის გამარჯვებაც იყო.

იმთავითვე სვეტიცხოვლის ტაძრის მისია განსაზღვრული იყო – უფლის კვართის ტაძარი, საპატრიარქო კათედრალი, და როგორიც შეეფერებოდა ამ ვითარებას, ისეთიც იქნა აღშენებული. მისი ხუროთმოძღვარი ცნობილია – არსუკიძე.

სვეტიცხოველი აკურთხეს 1030 წელს. სხვაგან ვწერდით, რომ იმ წელს ბაგრატ მეოთხემ ბანას სახელგანთქმულ ტაძარში ჯვარი დაიწერა ბიზანტიის კეისრის ძმის შვილზე, პრინცესა ელენეზე და ამით ბიზანტიელ სტუმრებს აჩვენა, რომ ტაო–კლარჯეთი მისი საკუთრებაა. 

 ალავერდის ტაძარი აშენდა ძველი ეკლესიის ადგილას მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისში, კახეთში. ამ დროს კახეთის მეფე გახლდათ კვირიკე მესამე დიდი (1010–1037), რომელმაც მიიღო მეფის წოდება (მანამდე ქორეპისკოპოსები ერქვათ კახეთის მთავრებს), შემოიმტკიცა ჰერეთი. 

კვირიკე მე
ფემ მოახერხა და თავისი სამეფო, – რომელიც 1010 წელს, კვირიკეს ტახტზე ასვლისას შეიერთა ბაგრატ მესამემ, – ბაგრატის გარდაცვალებისთანავე, მცირეწლოვანი მეფე გიორგის I–ის მფლობელობიდან უკან დაიბრუნა. ეს მოხდა 1014 წელს. სამაგიეროდ, გიორგი მეფეს ეხმარებოდა ბიზანტიასთან ბრძოლაში.კახეთ–ჰერეთი საკმაოდ მომძლავრდა მის დროს.

მეფე კვირიკე აღმოსავლეთ და სამხრეთ–აღმოსავლეთ პერსპექტივას დიდი ინტერესით შესცქეროდა. ისიც მოწადინებული იყო გამხდარიყო ქართული მიწების გაერთიანების ინიციატორი და ქართული პოლიტიკა გაევრცელებინა აღმოსავლეთით და სამხრეთ–აღმოსავლეთით. მან შეასრულა მნიშვნელოვანი მისია, მის დროს მოხდა კახთა და ჰერთა (რანთა) საბოლოო შერწყმა ერთ სახელმწიფოში. 

კახეთ–ჰერეთის სამეფო იმ პერიოდში არ გამოსულა ქართლის, ტაო–კლარჯეთისა და აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) შეერთების პრეტენზიით, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე კახეთის მთავრებს პრეტენზია ჰქონდათ ხოლმე ქართლზე და საერთოდ ლიდერობაზე. მაგრამ, როგორც ვთქვით, აღმოსავლეთის მიმართულებით თავისი საქმე გააკეთა კახეთის დინასტიამ. განძის ამირასაც უტევდა.

კვირიკე მესამეც ქართული თვითშეგნების მატარებელი გახლდათ და ძალიან სერიოზული პოლიტიკოსი. მისი სახელმწიფოებრივი და იდეოლოგიური წარმატებები გამოიხატა კიდეც არქიტექტურაში, აშენდა ალავერდის გრანდიოზული ტაძარი. 

ალავერდის სითეთრე ლურჯი ცის, მწვანე ველებისა და მყინვარების სპეტაკ ფონზე გაგრძნობინებს, რომ ალავერდიც თითქოს კავკასიონის ერთ–ერთი მყინვარქედია, კავკასიონივით მარადიულია და ცას შეწვდენილი, მისი აღმშენებელი დიდი მხატვარიც ყოფილა. 

რაც მთავარი
ა, ყველა ქართული სამეფო–სამთავროს მოსახლეობა (ამბიციური და მოღალატე ფეოდალების გარდა) ერთიანობის შეგნებით იყო ანთებული.

მნიშვნელოვანი ისაა, ოშკი, ალავერდი და სვეტიცხოველი ქართლის საკათალიკოსო ეკლესიის ეპერქიები იყო. ხოლო ბაგრატი (და ბედია) – აფხაზეთის საკათალიკოსო ეკლესიისა. ორივე საკათალიკოსო კი ქართულენოვანი გახლდათ. ასე აერთიანებდა ქართულენოვანი დედაეკლესია ეკლესია ქვეყანას. 

თუ დავაკვირდებით, ეს ოთხი გრანდიოზული ტაძარი  გეოსტრატეგიულად საქართველოს ოთხ უმნიშველოვანეს ადგილასაა აშენებული, ოთხი უმნიშვნელოვანესი სამთავროს ისტორიულ ტერიტორიაზე, მათ ცენტრში. იგულისხმება ქვეყნის  გაერთიანებამდელი სამთავროები. 

ეს დიდებული ტაძრები შენდებოდა საქართველოს გაერთიანებამდე, იდეოლოგიურად ერთიანდებოდა ქართველი მოსახლეობა ქვეყანა და რეალურად ერთიანდებოდა ქვეყანაც. ოშკი ტაო–კლარჯეთის ქართველთა სამეფოშია, ბაგრატი აფხაზეთის სამეფოში, სვეტიცხოველი ქართლის საერისთაოს, ალავერდი კახეთ–ჰერეთის სამეფოს ტერიტორიაზე. ასე სამხრეთიდან დაიწყო გაერთიანების იდეოლოგიამ სვლა. 

ოშკის, ბაგრატის, სვეტიცხოვლისა და ალავერდის ტაძრები გამოირჩევიან განსაკუთრებული სიდიადითა და მონუმენტურობით და არა მარტო კავკასიის ან იმ დროის მასშტაბით. 

ზემოთ შემთხვევით არ გვიხსენებია ბედიის ტაძარიც, რომელიც ბაგრატ მესამემ ააშენა 999 წელს. ის ისეთივე დიდი და მონუმენტური არ არის, როგორც ოთხი დიდი ტაძარი, სამაგიეროდ ბედიამ დააგვირგვინა არქიტექტურული იდეოლოგია. ის საძუალედ აიშენა ბაგრატ მესამემ (მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა). 

შეიძლება ითქვას, რომ ქა
რთული იდეოლოგია შინაურებს და გარეულებს ქართული არქიტექტურის მეშვეობით აჩვევდა საქართველოს დიდ მომავალს, ქართულ-კავკასიურ იმპერიულ მომავალს. არქიტექტურაში თვალნათლივ გამოიხატა საქართველოს სწრაფვა გაერთიანებისკენ და ძლიერი სახელმწიფოებრიობისკენ. 

    საქართველოში კარგად იცოდნენ, რომ საუკეთესო თავდაცვა არის თავდასხმა. იმპერიებისგან თავი რომ კარგად დაიცვა, თავად უნდა იყო იმპერია თუ არა, ძლიერი სახელმწიფო და თანამეგობრობის ლიდერი მაინც. 

  მით უმეტეს, რომ მეზობლად გვყავდა ბიზანტიის იმპერია, რომელსაც თითქოს უნდა ეტვირთა ქრისტიანული თანამეგობრობის დაცვისა და ლიდერის ფუნქცია. სინამდვილეში ბიზანტია თავად გამოდიოდა აგრესორის როლში. იტაცებდა ბასიანს გადაღმა ქვეყნებს, ლაზეთ-ტრაპიზონს, არზრუმს, ხელს აფათურებდა საქართველოს საშინაო საქმეებში და იწვევდა შინააშლილობას, ებრძოდა საქართველოს ეკლესიას და ა. შ. გავიხსენოთ, ბიზანტიის იმპერატორის, ბასილი „ბულგართმმუსვრელის“ სისასტიკე ბულგარეთში.

შემთხვევით არაფერი არ ხდება. ქართულმა ეროვნულ-სახელმწიფოებრივმა იდეოლოგიამ, რომელიც სხვებთან ერთად გამოიკვეთა მეთერთმეტე საუკუნის ქართულ სატაძრო არქიტექტურაშიც, თავისი ნაყოფი გამოიღო და მეთერთმეტე საუკუნის ბოლოსა და მეთორმეტე საუკუნის დასაწისში საქართველო დავით IV-ის მიერ აღშენდა დიდ და დიად სახელმწიფოდ, ქართულ-კავკასიურ იმპერიად – თანამეგობრობად, სადაც მეზობლები მშვიდობიანად და მეგობრულად ცხოვრობდნენ, სადაც არ იყო ეთნიკური ნიშნით თვალების დათხრა ან სარწმუნოებრივი ჩაგვრა, და სადაც მოსახლეობის კეთილდღეობაზე არანაკლებ ზრუნავდნენ, ვიდრე სხვა სახელმწიფოებში.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამე
15 (28) მარტს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამის (+303) ხსენების დღეს.
22 მარტი - ხსენება წმიდა მოწამე ურპასიანესი (+295)
მაქსიმიანემ ბრძანა, ხეზე მიებათ ურპასიანე და ხარის გამხმარი ძარღვებით ეცემათ. შემდეგ წმიდანი რკინის გალიაში ჩასვეს და ცეცხლი შეუნთეს. წმიდა ურპასიანემ აუტანელი ტკივილები ლოცვით დაითმინა.
gaq