საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

ვინ ვართ ჩვენ და რა საიტი გვაქვს - ერთხელ და სამუდამოდ!
გიორგი ერიშვილი

ვინ ვართ ჩვენ და როგორი მონარქიისთვის ვიბრძვით?

ყველა კეთილისმყოფელისა და ავადმოსურნეთათვის გასაგონად ერთხელ და სამუდამოდ ვაცხადებთ - როგორც მონარქისტები,  არცერთი პოლიტიკური გაერთიანების და საზოგადოების სამსახურში არ ვდგავართ.

არ მივეკუთვნებით არც დიდგვაროვანთა და არც რაინდთა ინსტიტუტის ადეპტებს, არც აღმოსავლური დესპოტიისა და არც რიგ დასავლურ ლაკირებული მონარქიის მიმდევრებს.

ამ საიტის დამაარსებლები და თანამდგომნი გახლავან: სარწმუნოებით მართლმადიდებელნი, მსოფლმხედველობრივი მრწამსით - ზვიად გამსახურდიას იდეათა ერთგულნი, ეთნოპოლიტიკურად - კავკასიოცენტრისტები! ილიას ლოზუნგით: ” მამული, ენა,  სარწმუნოება” ვიბრძვით  ქართული მონარქიისათვის!

ჩვენ გვსურს მონარქია მსოფლიოში ჩვენი ერის ღირსეული სახით წარმოსაჩენად!

ჩვენ გვსურს მონარქია, როგორც ყველაზე ძვირფასი ქართული განძი - ქართული ანბანის, ქართული სიმღერის, ქართული ღვინის სათავეში!

ჩვენ - ერთადერთ ერს გვყავს 1300-წლოვანი ღვთივმირონცხებული დინასტია.

წმიდა მარიამმა მოუვლინა თავის წილხვედრ ერს საკუთარი სანათესაოდან ბაგრატიონები -  სარწმუნოებაში განსამტკიცებლად და საერო ხელისუფლების გასამყარებლად;

სხვას ვის ჰყავს კიდევ ტახტზე ბიბლიური მეფეების - დავითისა და სოლომონის შთამომავლები!

ჩვენი მონარქია არის ჩვენი პასპორტი, რომელიც მთელ პლანეტას ეუბნება, რომ არ ვართ რუსები, არ ვართ სლავები, არ ვართ ინდოევროპელები - ვართ ქართველები  და ჩვენი, ქართველების ადგილი არის ევროპული მონარქიების პრივილეგირებულ ოჯახში!

სწორედ ჩვენ ვეუბნებით მსოფლიოს, რომ რუსები კი არ გვეერთმორწმუნებიან, არამედ მათგან ვისჯებით და წართმეული გვაქვს სამეფო ხელისუფლება, ეკლესიის ავტოკეფალია და მეხუთე ადგილი დიპტიქში!

დიახაც, ჩვენ გვსურს მონარქია საგარეო ურთიერთობების დარგში ყველა ხალხთა შორის პრივილეგიისათვის!

მაგრამ  არ გვსურს მონარქია შინაური  პრივილეგიებისათვის, არამედ - ქართველი ერის გასამთლიანებლად.

დააკვირდით - პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში  - იმავე უკრაინაში, რუსეთში და  თვით საქართველოშიც - როგორ დაიყო და დანაწევრდა ხალხი - ერთი მუჭა ნაპარავი ქონებით გაზულუქებული გააზნაურებული მდაბიოები უპირისპირდებიან დანარჩენ უქონელ მასას. ერში დაიკარგა თვით საბჭოთა პერიოდშიც კი არსებული საშუალო ფენა!

სამაგიეროდ, იხილეთ -  ჩრდილოეთ ევროპის ყველაზე  წარმატებულ სამეფო ქვეყნებში - დანიაში, ჰოლანდიაში, ნორვეგიაში - ერის სასიცოცხლო ღერძია ეს ფენა, გამორიცხულია დიფერენცირების ის დონე, როდესაც ერთ მუჭა უმცირესობას უპყრია ყველაფერი და დანარჩენს - არაფერი!  

ჩვენ არ გვსურს ერთეული მეჯღანუაშვილ-ოლიგარქების აღზევება მშიერ სახელმწიფოში, ჩვენ არ გვსურს ბობოლათა პრივილეგირებული სასწავლებლები დანარჩენი გაჭირვებული მშობლების პირობებში, ჩვენ არ გვსურს ერთეულთა სასახლეები სხვათა ფარღალალა ქოხების გვერდით -  ქართველთა ერთი ნაწილის აღზევება და მეორეთა - დაცემა და გაღატაკება. ამას მოევლება მხოლოდ კონსტიტუციური მონარქიის დროს, გონიერი მეფის ხელმძღვანელობით.

ამიტომ უნდა გვეიმედებოდეს პატარა უფლისწული.

ამიტომ უნდა ვიზრუნოთ მის მამულიშვილურად და ეკლესიურად ზნეობრივ აღზრდაზე.

ამიტომ უნდა ჩავაყენოთ ის პატარაობიდან სამშობლოსა და ერის სამსახურში; შევასმინოთ, როგორ ინაწილებდნენ ქართველი მეფეები აზნაურთა და უაზნოთა სუფრასა და ჭირ-ვარამს!

მის მოწიფულობამდე კი, დღეისათვის არცერთი სამეფო გვარეულობისა და ოჯახის არცერთ შტოს, მათ არცერთ წარმომადგენელს არა აქვს სამეფო ტიტულზე პრეტენზიის უფლება, რადგან

არცერთი მათგანი არ მონაწილეობდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, ოდეს ზვიად გამსახურდიას მიჰყავდა ერი თავისუფლებისაკენ.

 არცერთი მათგანი არ ებრძოდა ედუარდ შევარდნაძის რეჟიმს, როდესაც ათი წლის მანძილზე სისხლს ღვრიდა ქართველი ხალხი მიტინგებზე და ბარიკადებზე!

არცერთ მათგანს არ გაუღია წვლილი ქართული ეკლესიის ზნეობრივ ომებში  პროზელიტური ექსპანსიისა და საოჯახო ცხოვრების მორალის დარღვევის წინააღმდეგ.

და მეფეთა ოჯახების გარდა - ვერცერთმა დიდ და მცირეგვაროვანმა, ვერცერთმა სასულიერო პირმა, ვინც არ მონაწილეობდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, ვერ უნდა დაიქადოს სამეფო იდეის ადეპტობა!

ვერცერთმა ადამიანმა, რაოდენ კეთილგვაროვანიც არ უნდა იყოს, ვინც 90-იან წლებში იდგა შევარდნაძის სამსახურში, ვერ უნდა შეინარჩუნოს საკუთარი გვარის და ოჯახის ღირსება!

 

მეფეს მეფობა და გვარს ღირსება - მხოლოდ სამშობლოსა და ღმერთის მსახურებით!

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-08-19
ფერისცვალება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი.
მართალი ნონა, დედა გრიგოლ ღვთისმეტყველისა (+374)
გრიგოლ ღვთისმეტყველის დედა, რომლის ხსენებაც არის 18 აგვისტოს, ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა და აღიზარდა. მშობლები, ფილტატიოსი და გორგონია მას ქრისტიანული სულისკვეთებით ზრდიდნენ. როცა დრომ მოაწია, დედ-მამამ ქალწული მდიდარ მიწათმფლობელს, გრიგოლს მიათხოვეს, რომელსაც არიანზსა და ნაზიანზოსში ჰქონდა მამულები. სულიერი თვალსაზრისით ქორწინება მძიმე გამოდგა ღვთისმოსავი ქალისთვის, რადგანაც ქმარი წარმართი იყო. კეთილმსახური ნონა მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს, რომ გრიგოლი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცია.
gaq